ამ საშინელ ამბავს არ ველოდი,ასე დილა ადრიან.რადიოში ვარ და დავამთავრე მუშაობა.მარიმ დამირეკა და ინტერნეტი გაითიშაო(გაეთიშათ ცხოვრება:) და თითქოს ლოდი გადავყლაპე,მუცელი ისე დამიმძიმდა. უეცარი გადაწყვეტილება :სახლში გვიან წავალ. ჰოდა დღეს ვიბოდიალებ ბევრს გარეთ,მამაჩემს ვნახავ,იმ საშინელ ვითომ ზაგანი პუდრას გამოვცვლი და მერე წავალ სახლში.სადაც დავალაგებ,დავრეცხავ და დავაუთოვებ.არადა მართლა უამრავი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხა გამომიჩნდა თავისუფალი დრო:( [...]
Archive for October, 2009
უინტერნეტოდ:(
Posted in Uncategorized, tagged ინტერნეტი, მამაჩემი, რადიო, რობი უილიამსი, უტა, წვიმა on October 27, 2009 | Leave a Comment »
აღმოჩენები
Posted in Uncategorized, tagged დედა, ლოცვა, მარი, რადიო, უტა, ფეისბუქი, ქალი on October 26, 2009 | Leave a Comment »
არაფრის დაწერას არ ვაპირებდი,უბრალოდ ჯერ არ მეძინება და სანამ კომპთან არ დამეძინება,მეც არსად წასვლას არ ვაპირებ.მარი იხედება სარკეში და თავისი თავი ძაან მოწონს,ვგიჟდები როცა ქალი აღმოაჩენს,რომ ლამაზია თურმე და ეს აღმოჩენა ძაან ახარებს.ვგიჟდები ასეთ გოგოებზე თავისი თავები,რომ მოსწონთ და უყვართ.როცა იციან,რომ ლამაზი ტუჩები და ლამაზი თვალები აქვთ და საერთოდ არ არის საჭირო კაცების დაუხვეწავი და [...]
ტომ სვიპი
Posted in Uncategorized, tagged დედაჩემი, დილა, ნაგვის ურნა, რადიო, უტა, ყავა on October 26, 2009 | 1 Comment »
აი ეს ვიდეო,ისე მულწიკების თვალიერების დროს შემომეძებნა ხელში და ვუყურე და გული დამეწვა.დავფიქრდი,როგორი უზრდელები ვართ ხშირ შემთხვევაში ადამიანები,რათქმაუნდა ყველაზე არ ვამბობ,უბრალოდ ისეთ ხალხზე,რომლებიც ნაგვის ურნებს ჩაუვლიან და თავიანთ ნაგავს მაინც სადღაც მოისვრიან.ეს ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემი აზრით,როდესაც გარკვეული სიბოროტით ანაგვიანებ გარემოს. არიან კიდევ ისეთი ადამიანები,რომლებიც თუ ნაგვის ურნას ვერ აღმოაჩენენ,გაივლიან და მაინც ქუჩაში მოისვრიან თავიანთ [...]
the happy life
Posted in Uncategorized, tagged ყუთები, ცხოვრება on October 25, 2009 | Leave a Comment »
რა მარტივია ასე ცხოვრება:)ნეტა ასეთი ყუთები მართლა არსებობდეს,დაარტყამ და …..:)
შემოქმედებითი კოლაფსი
Posted in Uncategorized, tagged აკო, ლუდი, მარი, მოწევა, უტა, ფეისბუქი on October 25, 2009 | Leave a Comment »
გუშინდელი დღის გამო,ჯერ ჩემი თავის მრცხვენია და მერე დანარჩენი ყველასი.ხანდახან ძაან იდიოტურად ვიქცევი და ასე,რომ არ მოვიქცე,აზრზე არ ვარ რა დამემართება.შეიძლება,არც არაფერი დამემართოს,მაგრამ ასე უნდა გავახურო.შიგადაშიგ მჭირდება ასეთი გიჟური გამოვლინებები. მთელი დღეა სახლში ვარ,თუ იმას არ ჩავთვლი,რო დილით წირვაზე მივფორთხდი და მერე იქედანაც გამოვფორთხდი და მას მერე ვწევარ და ვწევარ.ახლა წამომიარა,აკოს დავურეკავ და სადმე გავალთ [...]
სულიერი კრიზისი-მეორე სერია
Posted in Uncategorized, tagged ბავშვობა, ბებია, დაქალი, ზასაობა, სიგარეტი, უტა, წვიმა on October 24, 2009 | Leave a Comment »
იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა. იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე [...]
ვირის წიხლები
Posted in Uncategorized, tagged მე, მიყვარს, პატრიარქი, ჩემი on October 22, 2009 | Leave a Comment »
უბრალოდ სასაცილოა ის ვიდეო,რომელიც პატრიარქს ეხება და სასაცილოა ის ხერხები,რითაც მართლმადიდებლობას,ჩვენს უწმინდესს და ეკლესიას ებრძვიან.სასაცილო და უნიჭო პროვოკაცია,რითაც უნდათ ქართული რწმენა წელში გატეხონ.ის გოგოც სასაცილოა,მეტი საქმე რომ არა აქვს და ასეთი ვიდეოების ატვირთვით არის დაკავებული.ძაან სასაცილოა მისი კომენტარები და საერთოდ ყველანაირი მისი არგუმენტაცია.რა ქნას,უბრალოდ ერთობა. დავიღალე უკვე ამ თემით,დავიღალე იმიტომ რომ ძაან პოპულარული თემაა და [...]
მეგობარი ბლოგერი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, თინი, პოსტი, სვითი on October 20, 2009 | 4 Comments »
რა ხდება მაშინ,როცა ბლოგის ჩამოყალიბებას იწყებ.თითქოს ყველაფერი ძალიან იოლად გესახება,მაგრამ რამდენიმე დღეში ხვდები,რომ ვიღაცის დახმარება გჭირდება ,შეიძლება უმნიშვნელო რჩევა,მაგრამ ბლოგი პირდაპირ გამხელს თუ რა სჭირდება მას,როგორი მოპყრობა სჭირდება.ამ პოსტით ვეხმაურები სვითის ბოლო პოსტს,თუ როგორ უნდა დამეგობრდნენ ბლოგერები და განსაკუთრებით კი ის ბლოგერები,რომლებმაც,სულ ახლახანს დაიწყეს ბლოგოსფეროში მოძრაობა.ძალიან კარგი და მეგობრული და ზომიერი რჩევები,იმათთვის ვისაც სურს თავისი ბლოგი [...]
ჩემი მადონა
Posted in Uncategorized, tagged თერაპია, თოჯინა, მადონა, მაზოხისტი, სიგარეტი, ძილი on October 19, 2009 | 1 Comment »
დღეს არანაირი არც შექანება და არც გაქანება არ მაქვს შემოქმედებითი,რადგან მთელი დღე ღრიალში გავატარე გარკვეული მიზეზ-გარემოების გამო,ასე რომ შეიძლება ისიც დავამატო,რომ დღეს ჩემს შექანებულობას მე თვითონ ვბლოკავ და კარგ ხასიათზე რო დავდგები,მაშინ დავწერ,ისე როგორც მე მინდა. დღეს ვნატრობდი რაღაცეებს. სიგარეტი ვინატრე ძაან.მომინდა.კატასტროფულად მომინდა.კიდე მომინდა სუულ ცოტახნით,მაგრამ მაინც მომინდა ჩემი აუტანელი თავი მიმეხრჩო.ცოტახანს შემესვენა.რადგან ვერცერთი ვერ [...]
ჩემი შვილის ბულიონი
Posted in Uncategorized, tagged ბავშვი, ვარჯიშები, მედდა, ორსული, პროფილი, სექსი, უტა, ღმერთი on October 18, 2009 | 1 Comment »
გუშინ რამდენიმე ვერსია შევიმუშავე იმაზე ,თუ როგორ დამსჯის ღმერთი თუ არ შემიყვარდებიან ორსულები.ვერსიები ჩემთვის ძალიან მძიმე იყო,მაგრამ ამაზე ყოველთვის მიფიქრია და მაინც დამიშვია გონებაში,რომ შეიძლება ერთ დღეს ისეთი რამე მოხდეს ჩემს ცხოვრებაში,რაზეც არასდროს მიოცნებია და ამიტომ წინასწარ შეგუებული ვიქნები.უფროსწორად სანამ რამე საშინელება მოხდება,მე ჩემი გეგმა მექნება თუ როგორ უნდა დავაღწიო თავი ამ საშინელებებს. არ ვიცი [...]
