არავის დავუთაგივარ,მაგრამ მაინც მინდა ამაზე პოსტის დაწერა,რადგან იმდენი ოცნებები მქონდა ,მოზაიკურად რო ავაწყო,საბოლოო ჯამში დიდი უაზრობა გამოვა,არასოდეს არ ვყოფილვარ აბსტრაქტულობის მოტრფიალე,ასე რომ ჩემი სურვილები,მაინც ძაან რეალურად გამოიყურება მოზაიკაშიც კი.სულ ვოცნებობდი,ოცნებების მეტს ვერაფერს ვაკეთებდი,დავწვებოდი და მეოცნებებოდა,მერე რაც გავიგე,რო მეოცნებეობა იმის გარდა,რომ დიდი დროის ფუჭად დაკარგვაა,თურმე ცოდვაც ყოფილა,მაგრამ არ მახსოვს ოცნება შემეწყვიტა.
ერთხელ უტამ მითხა ოცნება თუ გიყვარსო,მე კიდე იმხელა ვიამპარტავნე,რომ არ შემრცხვა და ვუთხარი,ფიქრი უფრო მირჩევნია მეთქი…:)არადა,სულ მასზე ვოცნებობ,სულ მას ვხვდები ყველგან,მარა მაინც ასე ამპარტავნების ბუკეტი ვარ.
უტამ გამაღვიძა დილით ფრთხილად და მეუბნება,რომ ბავშვს შია.ბავშვს ძუძუს ვაწოვებ და ისიც ჩერდება.ჩემს შვილს ანდრია ჰქვია,უტას გავს თვალებით და ტუჩებით,ეს ბავშვი ისე უპრობლემოდ გაჩნდა არც კი მეგონა,ასეთი იოლი თუ იქნებოდა მშობიარობა.უტას ეკავა ჩემი ხელი და ოფლიან შუბლზე ხელს მისვამდა.1 თვეში ვახერხებ დავიბრუნო ძველი წონა,ვეტევი ძველ ტანსაცმელში,ჩემი თავი მომწონს და მგონი უტას უფრო მეტად შევუყვარდი.ისეთი პატარაა ჩიტის ბუდეშიც ჩაეტევა:*მახსოვს,როგორ მეშინოდა რომ შვილს ვერ გავაჩენდი,უტას სულ ვეუბნებოდი,შვილი რომ არ მეყოლოს,კიდე გეყვარებიმეთქი,ვიცოდი რო კიდევ ვეყვარებოდი,მაგრამ მინდოდა მომესმინა,რომ შვილი აუცილებლად მეყოლებოდა და ისიც ამბობდა,რომც არ გეყოლოს მერე რა,მაგრამ აუცილებლად გეყოლება,შენ ძლიერი გენები გაქვს.მერე ისევ ვკითხავდი,რომელი უფრო გეყვარებით,ის კი მპასუხობდა,როგორ შეიძლება მიყვარდეს ის ვინც ჯერ არ დაბადებულა.დღეს ასეთ კითხვებს აღარ ვსვამ,მიხარია რომ ძლიერი გენები აღმომაჩნდა.ძირითადად მარი უვლის ანდრიას,ჩუმად ნატრობდა ჩემს და უტას ბავშვს,მე ვერ მიბედავდა თქმას,იცოდა რა მძიმე რექციებიც მექნებოდა ორსულობასთან დაკავშირებით.უტა ისევ კვირაობით თამაშობს ფეხბურთს,მე არასოდეს ვეჭვიანობ მასზე,მგონი საერთოდაც დამავიწყდა რა არის ეჭვიანობა:)ისევ ისე მიყვარს,მისი სუნი როგორც ადრე და ისევ ძველებურად მინდა ერთხელ მაინც გაირუჯოს ჩემთან ერთად.
აღარ მეშინია,რომ უტასთან გასაგზავნი ინტიმური ხასიათის სმს-ი სხვასთან გამეგზავნება,მერე რა თუ გამეგზავნება,ყველამ იცის უკვე რომ ჩვენ ერთად ვცხოვრობთ და ერთად გვძინავს.
ახალი წლის ღამეს მე და ის მარტო ვხვდებით აბაზანაში.წინა დღით ნაყიდ სურნელოვან სანთლებს ვანთებ და წითელ ვარდის ფურცლებს ვყრი წყალში.მარტო აქ მაძლევს ერთადერთი ღერის მოწევის ”უფლებას”,ვეწევი ღრმა ნაფაზებით და მეორე ღერს ვთხოვ:)

ბედნიერი ვარ იმით,რომ ღამით მისი მაიკა მაცვია და ისე მძინავს.შავი მაიკაა,გრძელმკლავიანი.
არავინ არის ცუდად და არავის აწუხებს ჯანმრთელობა!
მაქვს შეასაძლებლობა ჩემს საყვარელ ადამიანებს ვაჩუქო საჩუქრები!
მაქვს კარგი სამსახური და კარგი ხელფასი!
საჭმელებსაც კარგს ვაკეთებ და უტას საყვარელ სალათებსაც.
კვირას სტადიონზე მივყვები და მის თამაშს ვუყურებ,ვუყურებ და ისევ ძალიან მიყვარს,მაინც ვოცნებობ მის სუნზე და იმაზე,რომ ყველაზე ტკბილი კანი იღლიებში აქვს.მასზე ვწერ დიდ რომანს.მასზე ვწერ ყველაფერს.მას ვუძღვნი ყველაფერს,არც ქერად ვიღებავ თმებს და როცა მეუბნება თმები გაიშალეო,მეც სწრაფად ვიშლი თმებს.
მის ხელებში ვკვდები:(
პ.ს მაგრამ მანამდე ვიცი ძაან ბევრ რამეს მოვასწრებთ და კიდევ იმის შემდეგაც.
ისე კი დიდი სიამოვნებით მექნებოდა აი ესენი:)

სადაც ძალიან ბევრი ჩემთვის საყვარელი ადამიანი მოიყრიდა თავს.

ეს,რომ მქონდეს აღარ იქნება ჩემს ასახლში სეთი დიალოგები:
როდის ადგები?შენ ხო მთელი დღე ზიხარ კომპტთან
ჩემი რიგი არასოდეს დგება.
ნახევარ საათში დამსვი:),მოკლედ ამით ბევრი გაუგებრობა აღმოიფხვრებოდა

თუ ეს ოცნებაც ასრულდებოდა,მაშინ უტას ვაჩუქებდი,პანიკურად მეშინია მანქანების და აღარც სურვილი მაქვს მანქანის მართვა ვისწავლო.
მეორე პ.ს
ალბათ,ამ პოსტს,რომ ნახავს რაღაცეების შეცვლას და დარედაქტირებას მომთხოვს,უკვე ვგრძნობ ამას,ალბათ რაღაცეებსაც ამოვიღებ.დილის 6 საათი იწყება,მეორე ღამეა მეთენებინება.დღეიდან ვარჯიშს ვიწყებ,ჩემი თავი რაღაც აღარ მომწონს ძველებურად,უნდა დავუბრუნდე უწინდელ პოლიტიკას.ნეტა ოცნებები,მალე სრულდებოდეს,ეს არის ყველაზე დიდი ოცნება ჩემი. ახლა დავასკვენი:)ან კიდე ისე გვეყვარებოდეს ერთმანეთი,ღმერთი ბონუსად კიდევ 100 წელს მოგვცემდეს ასეთი სიყვარულისთვის.

chemtvisac ki idiliaa sheni egeti cxovreba shoo.marto sheni bedniereba meyopa.