რა ვქნა ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, დილის 10 საათზე სადარბაზოში რომ დგანან და ლაყბობენ. კაცთომყვარეობით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ამათ მართლა ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. უსაქმურები და ჭორიკნები. მოცლილები და უმოტივაციოები. უდარდელები და უაზროები. ცუდი ქმრები და ცუდი საყვარლები. უმუშევრები და სამსახურის შოვნის სურვილდაკარგულები. დედიკოს ბიჭები და მატყუარები. ლოთები, საეჭვო წარსულის მქონეები, ქურდული გაგებით [...]
Archive for December, 2009
რეზიუმეს გარეშე
Posted in Uncategorized, tagged აბორტი, ახალი წელი, ბაჟე, დემოგრაფიული მდგომარეობა, იზაიას ბორდელი, მეზობელი კაცები, რადიო, საცივი on December 29, 2009 | 12 Comments »
წინასწარ გილოცავთ:)
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, ეგოისტკა, ვეფხვის წელი, ი-მეილი, მირანდა, სკაიპი on December 28, 2009 | 4 Comments »
დილით ვაპირებდი დამეწერა, მაგრამ გადაღლილი და გამოუძინებელი პოსტი იქნებოდა და ამიტომ, რაღაც ჩაშუშულები ვჭამე, დავიძინე, თმებს ისევ ვერაფერი მოვუხერხე და ისევ რადიოში ვარ. გარეთ ღამეა, აი ისე პროვინციულად განათებული ქალაქიდან ამოვვარდი ასევე პროვინციულად საახალწლო მოლოცვილ შენობის კიბეებზე.არასწორად ვწერ,მაგრამ ასე მინდა. დილით, რო არ ელოდები და წერილი რო გხვდება ე-მაილზე, ხომ კარგია? ამ დღეებში საერთოდ არაფერს [...]
ნიკოლი ანუ საშობაო ზღაპარი
Posted in Uncategorized, tagged ახალი წელი, განთიადი, მწერალთა სახლი, ნიკოლი, საახალწლო განათება on December 21, 2009 | 9 Comments »
მე ნიკოლი ვარ და ჭადრების შესახვევში ვცხოვრობ, სადაც უკვე დაიწყეს საახალწლო განათების დამონტაჟება. გუშინდელ სიზმარში ნაძვების ხეივანში ვსეირნობდით და ყელზე ნაძვის გირჩებისაგან ასხმულა მეკეთა. სეირნობისგან დაღლილი იქვე გრძელ სკამზე, როცა დავჯექით, მე შენი მხრების გაზონებს ჩამოვადე თავი. მერე ჩემი გაყინული ხელები აიღე და შენი ქურქის ჯიბეში ჩაიწყვე. სულ სულ პირველად, რომ გამიცანი ერთმანეთის პირდაპირ ვიჯექით [...]
გუშინ
Posted in Uncategorized, tagged ბედიანი, გამარჯვების მემორიალი, დედა შუშანიკი, თოვლი, კიკვიძის ძეგლი, მიშა ჩოგოვაძე, ოპოზიცია, პოპული, სააკაშვილი, ქუთაისი, ქუტაისის პარლამენტის შენობა on December 20, 2009 | 4 Comments »
ბევრ რამეს ვაკეთებ უკუღმა, მაგრამ ამ ბევრიდან ერთს გამოვარჩევ. ჟურნალების კითხვას ბოლოდან ვიწყებ, მოვყვები და წინა გვერდამდე გადავათვალიერებ. ეს მარტო ჟურნალებზე მჭირს. ასე უკუღმა ვიწყებ ხოლმე რაღაცის მოყოლას, მთავარ სათქმელს ბოლოში მოვაქცევ და მსმენელს საერთოდ ვუკარგავ ინტერესს. განსაკუთრებულის თქმას არც ვაპირებ. ისე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც წინა დღეებში, წინა თვეებში, ჩვეულებრივად დავდივარ სადღაც- სადღაც, ხანდახან ვესწრები [...]
საშინლად, რომ არ მომწონს
Posted in Uncategorized, tagged აიბოლიტის კაბინეტი, ბაღი, გერკულესი, დოდკა, მანის ფაფა, ფორთოხალი, ჰომოსექსუალი on December 18, 2009 | 2 Comments »
ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა დავწერო. გერკულესიან თეფშიდან სასიამოვნო სუნი მომდის, ვერ გადამიწყვეტია ჯერ დავიწყო წერა თუ გერკულესი ვჭამო. მე ის ვარ მანის ფაფებზე გული, რომ ერეოდა, ექიმი აიბოლიტის კაბინეტის დანახვაზე სწრაფად გარბოდა, წამლების სუნი აშინებდა და შუადღის ძილს ვერაფრით ეგუებოდა. არადა მართლა ისე მძულდა მანის ფაფები, ბაღიდან გაქცევასაც კი ვაპირებდი, მაგრამ მეშინოდა სახლისთვის ვერ [...]
სასიამოვნო პრევენციები
Posted in Uncategorized, tagged არაყი, ბავშვობა, დედაჩემი, მასაჟები, რორის გრიპი, უტა, შობა, ცეკვა on December 17, 2009 | 18 Comments »
ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან [...]
ლამინირებული პარკეტი
Posted in Uncategorized, tagged ბებიაჩემი, ბუზები, იატაკი, ლამინირებული პარკეტი, მეზობლები on December 16, 2009 | 4 Comments »
იატაკი უნდა ავყარო, იმ რეკლამის გამო კი არა,ფული რომ შევინახო, უბრალოდ ისედაც დაძველებულია,ზამთარში ზამთრის ბუზები ამოდიან,მსუქნები და დამრგვალებულები, ამათ ყველაზე საშინელი ბზუილი აქვთ მთელს დედამიწაზე, ყველაზე საშინელი სუნი მთელს სამწერეთში. დაბზუიან მანამ,სანამ ჭერის კუთხეში გაკვანძული ობობა არ შესანსლავს. ჰოდა ასაყრელია,თან იმდენი ნაგავი ამოდის, გადაყრას ვერ ავუდივართ. ქინძისთავებით ვიღებ ჭრილებიდან ნაგავს და მერე ენით ვაწებებ,წმენდას ვერ [...]
სანამ პარიზში მოვხვდები
Posted in Uncategorized, tagged ბიუსჰალტერი, დედაჩემი, მაკიაჟი, შობა on December 16, 2009 | 4 Comments »
გუშინწინაც რადიოში ვიყავი,გუშინ დილითაც,გუშინ საღამოსაც,მერე აქ დავრჩი,ახლაც აქა ვარ. დილაა და მე ისევ ვლაპარაკობ. მოლაპარაკე მაიმუნად გადავიქეცი. ამდენი მიმიკური მანჭვა -გრეხვის შემდეგ ჭკვიანი ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ყალბი იყო ყველა ის მიმიკა, ინტონაციებიც აშკარად ყალბი იყო, როდესაც ვიღაცეებს კარგი განწყობისკენ მოვუწოდებდი. აქცენტებიც არასწორად დასმული. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, საერთოდ რა ენაზე მეტყველებთ და საიდან მოიტანეთ ეს არაქართული [...]
დაპირებული ფოტოები
Posted in Uncategorized, tagged ალტრუიზმი, კაპუჩინოს აპარატი, კომუნისტები, ლაგერკვისტი, რადიო on December 15, 2009 | 5 Comments »
რადგან ამ დღეებში არც არავის ვაინტერესებ, მარტო მე მაინტერესებს ჩემი თავი, ასე გამოდის. დღეს ვაპირებ ზედმეტად ეგოისტური ვიყო, ვისთვის მოუტანია კარგი ალტრუიზმს და სხვაზე გადაგებას. ამ ერთჯერად ყავებსაც ავითვისებ და ღამის ორამდე ასე გავატან. სტუდიაში რაღაცეებია არეული, ახალი მონიტორები დაამონტაჟეს, საშინლად მომეწონა რომ მოვედი. ყავაზე გავალ მალე. მანამდე იმ რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ, კვირას რომ გადავიღე:)უფროსწორად [...]
კუკლიბაქა ანუ სურნელი შობამდე
Posted in Uncategorized, tagged კრუასანები, კუკლიბაქა, ღორის გრიპი, შობა on December 15, 2009 | 2 Comments »
დროზე გაიღვიძე,შობამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი,ვიღაცეებს დღეები გადავუნაცვლე და ახლა შენ გელოდები,ამ ყინვაში,ღორის გრიპისგან დახოცილ და დაცარიელებულ ქალაქში. დროზე მინდა გაიღვიძო,რომ თოვლი დაგახვედრო შენი სახლის გარეთ..გამოხვიდე და გაოცებისგან პირი დააღო,როცა თოვლით აჭრელებულ გარემოს დაინახავ. თოვლზე დაინახო ჩემი ხელით გამოყვანილი სიტყვები :”მიყვარხარ კუკლიბაქა”…და ისე გამოშტერდე,თოვლიც გადაივიწყო. მინდა დროზე ადრე გაიღვიძო,თუ გინდა ბანაობაც მოასწრო და ნაბანავები თავით გამოხვიდე [...]
