52 საათიანი უძილობის შემდეგ კარგად ვარ, უბრალოდ მინდა საჭმელი მომიტანონ და თავადვე მაჭამონ. ანუ ამას კარგად ყოფნა არ ჰქვია, მაგრამ მე მგონია რომ კარგად ვარ. და ალბათ მთავარია სწორედ ეს არის. დოდკას ორდღიანი სემინარები ქუთაისში გუშინ დამთავრდა, რაც ნიშნავს იმას რომ იმ 20 ადამიანისათვის “ოდნოკლასნიკების ” ერა მორჩა და ახლა სულ სხვა ძრავით დაიწყებენ დაქოქვას. რამდენიმე ადამიანს ბლოგის გაკეთების სურვილიც გაუჩნდა. მაქვს ამ დღეების ფოტოებიც, მაგრამ საშინლად უხარიხოა. რადგან ისეთივე გათიშული გამომეტყველებით ვზივარ კომპთან, როგორც გუშინ საღამოს, ამიტომ ჯობია ფოტოების ატვირთვა დავიწყო და შიგადაშიგ ჩაგერთვებით.
სემინარი ახალი მედიის შესახებ სახალხო დამცველის ოფისში ჩატარდა. დოდის ტრენინგს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები,ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. რადიო ძველი ქალაქიდან მე,ზვიად ხუჯაძე და კიდევ დავით ლიკლიკაძე.
ეს თავად დავით ლიკლიკაძე, რომელიც დოდკას ტრენინგის დროს საინტერესო ჩანიშვნებს აწარმოებდა თავის ბლოკნოტში. მაგალითად ეს: “თეგი ანუ ბმული” და მისივე სიტყვებია ესეც “თეგი ჰობი არ არის,რომ წამოგცდეს” და კიდევ “ღარიბი მეგობრები ვინც მყავდა ოდნოკლასნიკში,ყველა წავშალე” და მერე როცა კითხეს ეგ როგორო, უთხრა რომ იხუმრა:)
საინტერესო იყო სემინარის პირველი დღე. თან დოდკა გავიცანი. გიჟურად დაიწყო ის დილა. მე ხომ არავინ არაფერს მაგებინებს სად რა ტარდება და ზოგადად ვერც სემინარებს ვესწრები, მიუხედავად საშინლად მძაფრი სურვილისა:) ჰოდა იმ დილით როცა კომპს მივუჯექი,ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი შევდივარ ფეისბუქზე და ვგებულობ, რომ დოდკა ქუთაისში მოდის ორდღიანი სემინარის ჩასატარებლად და დიდხანს აღარ მიფიქრია, მგონი სადარბაზოში ვიცვამდი და იქ ვიხეხავდი კბილებს და ისე გავრბოდი:) ზუსტად აღარ მახსოვს, როგორ იყო, მაგრამ 12 ზე სახალხო დამცველის ოფისში ვიყავი, თან მივედი ისე რომ მხოლოდ ორი ადამიანი ელოდებოდა სხვა დანარჩენებს. საინტერესო არ იქნება რომ მოვყვე, როგორ მესვა ტონალური სახეზე, მაგრამ ჩემი თვითკრიტიკის შემდეგ რამდენიმემ აღნიშნა, რომ მშვენივრად გამოვიყურებოდი.
სემინარის მეორე დღე პრაქტიკულ ხასიათს ატარებდა, ბლოგის შექმნა, ვორდპრესის სარგებლიანობა, ტვიტერი, ფეისბუქზე რამე-რუმეების გარკვევა და შემდეგ ეს ყველაფერი დაგვირგვინდა ინტერნეტ კაფეში ვიზიტით.
ჰო კიდევ, რომ არ გამომრჩეს დოდკა იყო დილით ჩემი გადაცემის სტუმარი. მოვიდა პუნქტუალურად, გაკვირვებული იყო ტაქსები რა იაფიაო და მე თვითონაც გამიკვირდა, ასე ცოტა როგორ გამოართვესთქო.
გადაცემაში ვილაპარაკეთ იმაზე თუ რა დიდი ძალაა ადამიანს ჰქონდეს ბლოგი, კიდევ ინტერნეტ რესურსებზე, ასევე იმაზე თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეგიონში სოციალური მედიის განვითარება და დოდიმ ასევე “ძველი ქალაქის” მსმენელებისთვის გააკეთა ერთგვარი რადიო ტუტორიალი, თუ როგორ უნდა შეექმნათ მსმენელებს საკუთარი ბლოგები. მსმენელის ზარი არ ყოფილა, რაც ძალიან ხშირად ხასიათს მიფუჭებს, მაგრამ ალბათ ყველა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც საინტერესო ინფორმაციას აღმოაჩენს აუცილებლად შეეცდება იგი, მის სასიკეთოდ გამოიყენოს. ჰო კიდევ უნდა განახოთ დოდკას გადაღებული ვიდეო, რომელიც მან რადიოში სტუმრობის დროს გადაიღო.
თმები მაქვს აქ საშინლად და საერთოდაც რას ვგავარ. მაგრამ ამჯერად ამას ყურადღებას არ მივაქცევ, რა მოხდა ხანდახან თმები რომ გაგებურძგნოს და სახეზეც არ გესვას ტონალური, ვინ დამიჭერს ახლა ამის გამო:)
ახლა როცა სემინარებიც დამთავრდა, მეც 5 საათი მეძინა და ცოტა გონზე მოვედი, ვფიქრობ რა მომცა ამ ტრენინგებმა.
* გაჩნდა უფრო მეტი მოტივირება ბლოგის გააქტიურების.
* გამიჩნდა სურვილი შევცვალო თემატიკა,ან საერთოდ გავაკეთო ახალი ბლოგი, სადაც პოსტები შეეხება ქუთაისის კულტურულ ცხოვრებას, საზოგადოებრივ ცხოვრებას.
*ახალი მედიის შესახებ ბევრი რამ გავაგებინო რადიოს მსმენელებსაც.
*გავიცანი საინტერესო ადამიანები. დოდკა და ელზა.
ტრენინგის მერე, საღამოს როცა ჩემს ბლოგს გადავხედე, ისე არ მომეწონა, მომინდა ყველაფერი წამეშალა, მერე დოდკამ მომწერა: “არ წაშალო ბლოგიდან,გეუბნები მაგარი “პროგრეს ტრეკერია”.მაგრად წერ,რაც წავიკითხე,წიგნივით მიდიოდა.”
სემინარის პირველ დღეს დაემთხვა ქალაქის მერის ნუგზარ შამუგიას გადადგომა. მოკლედ ქუთაისი მერვე ქალაქის მერს ელოდება.







რა კარგი ხმა გაქვს შორე :user:
ჰიჰიჰიჰიჰიიიი:) მადლობა თიიინ.
დიდი მადლობა:)
დოდკა იშვიათად ცდება ბლოგებში
Shore, მომწონს როგორც წერ და რაზეც წერ, სიამოვნებით ჩავიკითხე პოსტები.
ქუთაისი სულ სხვანაირი თვალით დავინახე და მეც მომინდა მანდ ყოფნა
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი ამ ბლოგით, რომ მთავარი ადგილი და დრო კი არა, ადამიანები არიან. THANK YOU!!!
სოფიე გოლდენ:) მიხარია.მიხარია და მიხარია. უფრო მეტად შევეცდები საინტერესოდ ვწერო. ხანდახან სხვებისთვისაც ვწერო:)
მაგრად წერ,რაც წავიკითხე,წიგნივით მიდიოდა
აბსოლუტურად ვეთანხმები დოდის და ზევით არსებულ კომენტარებს
მადლობა თაა:) აბა აწი ვნახოთ:)
gadairie? :O :O
ar cashalo ra araferi aqedan,martla idealurad ikitxeba
მადლობა,ასეთი კარგი კომენტარებისთვის:)
[...] წერილი მომწერა, შორენა ჰქვია და ბლოგერია. ჩემი ფეისბუქსა და ბლოგზე დაწერილი [...]
რა კარგი იყო შენი პოსტი:) გამიხარდა ჩემი თავის დანახვა. უუუფ რა ეგოისტური ვარ:) girl who made my day:*:*:*