იატაკი უნდა ავყარო, იმ რეკლამის გამო კი არა,ფული რომ შევინახო, უბრალოდ ისედაც დაძველებულია,ზამთარში ზამთრის ბუზები ამოდიან,მსუქნები და დამრგვალებულები, ამათ ყველაზე საშინელი ბზუილი აქვთ მთელს დედამიწაზე, ყველაზე საშინელი სუნი მთელს სამწერეთში. დაბზუიან მანამ,სანამ ჭერის კუთხეში გაკვანძული ობობა არ შესანსლავს.
ჰოდა ასაყრელია,თან იმდენი ნაგავი ამოდის, გადაყრას ვერ ავუდივართ. ქინძისთავებით ვიღებ ჭრილებიდან ნაგავს და მერე ენით ვაწებებ,წმენდას ვერ ავუდივარ,სველი თითით ვამოწმებ და ორ წამში უკვე მტვრიანია.იმ დღემდე სანამ საბოლოოდ არ მოვათრევ სახლში ლამინირებულ პარკეტს და ამ გამხმარ ფიცრებს,პირდაპირ ფანჯრიდან არ გადავყრი,მანამდე სისუფთავე არ მეღირსება.
მერე ჩემი მეზობელი ლოთი ცოლ-ქმარი, მთელ დღეებს, რომ წისქვილში ატარებს,სადაც ნესტიან სიმინდს ფქვავენ,დედაჩემთან ამოვლენ და კითხავენ ცირა რას უშვრები მაგ ფიცრებსო,დედაჩემი კი დაფიქრდება და შემდეგ გადაწყვეტს რომ თვითონ ისედაც ვერ გამოიყენებს და აჩუქებს. მთელი ზამთარი,მათი სამზარეულოს ფანჯრიდან გამოსული კვამლი აივანზე გაფენილ სარეცხს გამიჭვარტლავს. სამაგიეროდ,მეცოდინება რომ მათ თბილი სამზარეულო აქვთ,გაღუღუნებული ღუმელით,სადაც ღამით,ჩვენს ნაჩუქარ,დაშლილ ზამბარიან დივანზე ქმარს სძინავს. მე კი მექნება ლამინირებული იატაკი.აღარც ბუზები შემაწუხებენ,აღარც ტარაკანები და იმ ქინძისთავებსაც გადავყრი,ნაგავს რომ ვიღებ.
ცოტა ფულს რომ შევაგროვებ,აუცილებლად ავყრი ამ დაჭიანებულ იატაკს,ბებიაჩემის პირადობას ამოვიღებ და ოქროს ბეჭედს,წლების წინ შიგნით ჩამივარდა.არავისთვის გამიმხელია.
ლურჯი ოთახის ოცნება მაქვს,ლურჯ ფარდებიანის,ლურჯ ჭერიანის და ლურჯ კედლებიანის.ჰოდა როგორმე სწრაფად უნდა ავისრულო ეს ოცნება,ლამინირებული პარკეტი დავაგო,ლურჯი ფარდები ვიყიდო,ბებიაჩემი ამოვიყვანო ამ დაჭიანებული იატაკიდან და ისევ ხატების კუთხესთან დავაბრუნო.
ლამინირებული პარკეტი
December 16, 2009 by shorena

შორე შენი ოცნებებიც მიყვარს უკვე:):)
მადლობა რომ მამხნევებ… შენი კომენტარები სტიმულს მაძლევს. ახალი პოსტის დაწერის სტიმულს… აუ ძაან ბანალურად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ კარგი გოგო ხარ.
რა კაია თუ ვინმეს ასეთ სურვილს ვუღვიძებ. ისე მეც ბევრჯერ ვყოფილვარ ეგრე, სხვისი განწყობა გადამდებია,ტონუსი მოუცია და მერე რაღაც კაი საქმე გამიკეთებია. ყოველდღე თუ დაწერ შემოგისეირნებ და წავიკითხავ
მე მომეცი ფიცრები
ჩემს ბუხარში დავწვავ და ჩემი ვიკიკო ბედნიერი რო იქნება ცეცხლის ყურებით ვეტყვი რომ შენ გამოუგზავნე
შენი ვიკიკოს რამდენი ხანია ვიცნობ:) აი ასე ვირტუალურად:) ნეტა მართლა ავყარო და მოგცემ, თუ წაიღებ:)