ვზივარ ახლა და ვფიქრობ რა დავწერო. გერკულესიან თეფშიდან სასიამოვნო სუნი მომდის, ვერ გადამიწყვეტია ჯერ დავიწყო წერა თუ გერკულესი ვჭამო. მე ის ვარ მანის ფაფებზე გული, რომ ერეოდა, ექიმი აიბოლიტის კაბინეტის დანახვაზე სწრაფად გარბოდა, წამლების სუნი აშინებდა და შუადღის ძილს ვერაფრით ეგუებოდა. არადა მართლა ისე მძულდა მანის ფაფები, ბაღიდან გაქცევასაც კი ვაპირებდი, მაგრამ მეშინოდა სახლისთვის ვერ მიმეგნო.
მოკლედ რა კარგია გერკულესი, ზამთარში მომინდება ხოლმე, მერე ის მახსენდება უტაც ამბობს სასარგებლოა და ჭამეო. მოკლედ ამ ორი რაღაცის გამო მიყვარს.
სიზმრების თვე მაქვს. აღარ შემიძლია. ჩემი სიზმრები ყველაზე მეტად მღლის, მძინარეს წამომაგდებს და რეკვებს ვიწყებ. მოკლედ მორჩა დილის 6 საათზე გაღვიძებები, ამ კვირაში მორჩა, იმ კვირაში მთელი კვირა შემიძლია შუადღემდე ვიძინო. გენიალური ამინდები იდგა, მიხაროდა. ჩემს ძველ ნაწერებს გადავხედე, თაბახებზე მაქვს დაწერილი. ისეთი რამეები მიწერია, სულაც არ ვიყავი მაშინ შეყვარებული. ახლა კი ვერაფერს ვეღარ ვწერ. ყველა ჩემი ენერგია უტაში მიდის. მგონია, რომ ბოლომდე ვიწურებითქო. ლიმონი ვარ.
ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტიდან დამირეკეს. “ფორთოხალზე” დაწერე რამეო, ჟურნალს უშვებენ და რადიოს პროექტზე შენზე მეტად კარგად ვინ დაწერსო. თამთას ხმა გამიხარდა და საერთოდაც ყველა ისეთი კარგია და საყვარელია ამ სამსახურში მიკვირს, ასე როგორ მოიყარეს თავი. სამშაბათამდე უნდა დავწერო. ზოგადად კარგ რაღაცეებს მახსენებს “ფორთოხალი”, განსაკუთრებით ერთ “კარგ” რაღაცას, ლესბოსელი გოგო გვყავდა სტუმრად, რომელმაც გაღიზიანება გამოიწვია მსმენელის, ერთმა ქუთაისელმა დეიდამ დაგვირეკა ეთერში, ეს გოგო ლანძღა, მასონები გვეძახა და კიდევ რაღაცეებით დაგვემუქრა. მანამდე წინა ორ კვირაში ჰომოსექსუალი და ტრანსვესტიტი, მოკლედ ისე გადაება, რომ არატრადიციული საღამოები გვქონდა და შეიძლება რამდენიმე ადამიანი კიდევაც გააღიზიანა. დედაჩემიც გაღიზიანებული იყო, ვუმალავდი ხოლმე გადაცემის თემას, ის კი სულ მეკითხებოდა, ამ კვირაში რაზე აკეთებთ და ა.შ. მოკლედ დასაწერი მაქვს, ამაზეც დავწერ და ამაზე კარგი რაღაცეების ხდებოდა “ფორთოხალში”, ასე რომ შაბათ-კვირა ამ სტატიას უნდა დავუთმო.
კიდევ რამდენიმე სასიამოვნო ბლოგები აღმოვაჩინე, საიდანაც ჩემთვის საჭირო პოზიტიური ემოციები მოდის, ამაზე მერე დავწერ. ახლა ისე ვარ, გარბენით, ან შემორბენით, ანდა ქუჩაში…რამდენიმე ადამიანი ძაან მენატრება, აი ეს მკლავს და ესენი მაცოცხლებენ:)
დოდკას პოსტი ეწერა ქუთაისზე , გამიხარდა…
არ შემიძლია, ურომანტიკოდ რამის წერა. ხმაურში და თავზე, რომ მადგებიან.

limoni varo vikaife
ხო ლიმონივით ვარ:) ოღონდ გამოწურული ლიმონივით:) მთავარია კარგი რაღაცეების გამო გამომწურონ წვენი და არ დავეძებ:)