Feeds:
Posts
Comments

Archive for January, 2010

გუშინ მოთოვა, მანამდე ყველა ველოდებოდით. მე არ მინახავს როგორ თოვდა, გასამგზავრებლად ვემზადები დღეს და გუშინ ადრე დავიძინე, მაგრამ ძილში მესმოდა ხმები ქუჩიდან, ნახე როგორ თოვსო. მერე თანთადათან ჩაწყნარდნენ და ვიღაც მთვრალი მუტრუკი აღმუვლდა ხმამაღლა. ისე მეძინებოდა ყურადღება ვეღარ მივაქციე. ჩემი დილის ეთერია ახლა. გარეთ თოვლი დამხვდა და მობუზული ხალხი, რომლებმაც ”მარშუტკაში” აფორიაქება გადამდეს. გადაწყვეტილი მაქვს [...]

Read Full Post »

მშვენიერი ამინდია აქ, ჩემს ერთსაათიანი სიმყუდროვით ავსილ ბუდეში, ეს ერთი საათი, რომ გავა ისევ ყველაფერი ახმაურდება და მეც მეცოდინება, რომ დღეს შეიძლება მოიღრუბლოს და იწვიმოს. ხანდახან უცნაურად ვიზმორები, იცით როგორ? ერთ ხელს იღლიის ქვეშ შევიყოფ და მერე რაღაც უცნაური ფორმით მივდივარ სარკესთან და ჩემს ამ უცნაურ გაზმორებას იქ ვაკვირდები. არაფერია საინტერესო აქ. წელს არ ვიცი [...]

Read Full Post »

მოცემულ მომენტში ქუთაისში 11 გრადუსია, საშინლად ცივა და ჯამბულას დაეკარგა შვიდი თვის, შავი ნაგაზი. თავის განცხადებაში, რომელიც რადიოში დატოვა წერია, რომ ძაღლს უკეთია საყელური და იქვე მითითებულია კოორდინატები. თოვლს ველოდები გუშინ დილიდან და ამ დღეებში ალბათ, ფიფქებს მოაფენს აღმოსავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები. ხო კიდევ ისე ეწერა, მპოვნელი დასაჩუქრდებაო. მოკლედ შავი ნაგაზია დაკარგული. და კიდევ [...]

Read Full Post »

დღეს შუადღიდან დრო ჩემს თავს დავუთმე და სასეირნოდ წავედი. ხშირად მწერენ კომენტარებში, რომ ქუთაისზე დაწერეო, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რაღა უნდა დავწერო ქუთაისზე, შეიძლება იმიტომ რომ ჩემთვის აქ ყველაფერი ნაცნობია, შეიძლება იმიტომაც რომ ყველა კაიფობს ქუთაისელ მერებზე და გუბერნატორებზე. ამ პოსტის და საერთოდ ფოტოების გადაღების იდეა კარნავალის პოსტზე დაწერილმა კომენტარმა შთამაგონა, სადაც ერთი სასიამოვნო გოგონა [...]

Read Full Post »

გავიხედავდი ფანჯარაში-წვიმდა, ისევ ჩავყოფდი თავს საბანში და ვტკბებოდი იმით, რა უბედური ვარ ამ წუთასთქო, გარეთ წვიმდა. სიმუქე იყო ოთახში. მუქი ფარდები მიყვარს. უტამ მითხრა ერთხელ, რომ მე რომ ჩრდილოეთში დავბადებულიყავი, თავს მოვიკლავდი. სულ სხვა რამეს ვყვებოდი, არაჩვეულებრივი, უბედურების შეგრძნებიანი განწყობა მქონდა ლოგინში, მთელი დღე 5 საათამდე იქ გავატარე. მერე დააკაკუნა დედაჩემმა და თვალგაუხელელად გავუღე კარი [...]

Read Full Post »

ხანდახან მარტო საკუთარი თავი გრჩება, ყველა გეცლება ხელიდან, ყველას იმედს კარგავ, ყველა იმედს გიცრუებს , ყველა არაა იდეალური, ყველა ძაან ჩვეულებრივია. უი რა ცუდი ყოფილა ეს რეალობა. მორჩა ჩემი ზღაპარი.  არც იდეალური ადამიანები არსებობენ. სამოთხეში იქნება ალბათ ყველაფერი კარგად, მაგრამ მე ჯერ არც სამოთხეში მინდა და არც ჯოჯოხეთში. ხანდახან ისეც ხდება, რომ შენს თავს შენ [...]

Read Full Post »

რადოში ვარ. 07:45.  ბლაბლაბლა. კალანდა, ძველით ახალი წელი საქართველოში, ჩიჩილაკს თურმე ”ბასილის წვერებს” ეძახოდნენ ადრე, ანუ ოდესღაც. ფუუ გადაცემა ”კბილის ჯაგრისი”. ფუუ კიდევ ნახევარი საათი დარჩენილი. ფუუ კიდევ ამას პლიუს ერთი საათი. ფუუ ამ ერთი საათის მერე კიდევ ერთი საათის სალაპარაკო. დაღლილი ვარ. უძილო, საერთოდ უძილო, ყავით გაჭყეპილი, ჩემს თავს ვებრძვი, ღამეებს ვათენებ, კი არ [...]

Read Full Post »

იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო. გილოცამთ ყველას. რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.

Read Full Post »

ჩვეულებრივი საღამო იყო ქუთაისში, როცა ჩამოვედი. ცრიდა და მეც ფრთხილად ავიწიე ქურთუკის საყელო. შინ დამხვდა ცხელი ჩაი, ცხელი ყავა და ქრისტინეს მესიჯი:”მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას, ბედი გვქონდეს, თოვდეს მინდა, მინდა ოდენ მეჯდე წინ და ,შენ ლექსს ქსოვდე, მე კი წინდას”. ღამით ისევ მოწვიმა და მე ჩემს ორკვირანახევარზემეტხნიან მოგზაურობაზე დამაწყებინა ფიქრი. ახლა, ზუსტად 03:19 წუთზე, გწერთ [...]

Read Full Post »

ალბათ 2 კვირა იქნებოდა რაც რადიოში არ ვყოფილვარ. რადიოში არ ვყოფილვარ ვგულისხმობ ეთერში არ ვყოფილვარ. ისე თუ საქმე არა მაქვს უკვე აღარც ავდივარ რადიოში. რა უნდა გავაკეთო იქ? არც არაფერი. სიგარეტს მე აღარ ვეწევი,ყავა თუ მომინდა სახლშიც დავლევ, ვინმესთან საუბარი თუ მომინდა, სახლიდანაც მშვენივრად მოვახერხებ ინტერნეტის დახმარებით. ხოდა რატომ უნდა ვიარო ყოველდღე თუ საქმე არ [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.