მშვენიერი ამინდია აქ, ჩემს ერთსაათიანი სიმყუდროვით ავსილ ბუდეში, ეს ერთი საათი, რომ გავა ისევ ყველაფერი ახმაურდება და მეც მეცოდინება, რომ დღეს შეიძლება მოიღრუბლოს და იწვიმოს. ხანდახან უცნაურად ვიზმორები, იცით როგორ? ერთ ხელს იღლიის ქვეშ შევიყოფ და მერე რაღაც უცნაური ფორმით მივდივარ სარკესთან და ჩემს ამ უცნაურ გაზმორებას იქ ვაკვირდები. არაფერია საინტერესო აქ. წელს არ ვიცი როგორ ზაფხული იქნება ჩემთვის, დიდი ხანია ისეთი ზაფხულები არა მაქვს, ბებიაჩემი წიგნის კითხვას რომ არ მაცლიდა და თავის გაკეთებული ცხელი საჭმლის ჭამას მაიძულებდა. კიდევ იცით როგორი ზაფხული არ მექნება? ბებიაჩემი შემწვარ წიწილას, მაყვლის წვენში, რომ ჩააწყობდა და მე მაინც, ყველი და ჭადი მინდოდა. ბებიაჩემი იძახდა, სადღაც იქეთ უნდა გაგათხოვოო, მერე კი იმასაც იძახდა ეგეთ უხაბროს ვინ წაგიყვანსო, ვის ოჯახს გააბედურებო. მოკლედ ბებიაჩემს ჩემი იმედი თავიდანვე არ ჰქონდა, ალბათ იმიტომ, რომ ქათმის გაკუჭვა ვერა და ვერა და ვერ ვისწავლე და კიდევ არასოდეს არაფერი მომიხუფავს. სწორად ვამბობ? თუ დამიხუფავს არის სწორი. მარივით ხელმარჯვე ვერ გამოვდექი.
ჰო მარიზე მინდოდა რაღაცის თქმა? გუშინ მკითხა ”იმას” თუ მოსწონს შენი ბლოგიო. მეთქი არ მოწონს, მაგრამ იტანს მეთქი. გაუხარდა მარის, თავისი განწყობის მოზიარედ რომ აღმოაჩინა ”ის”. რა არის მანდ მოსაწონიო, თუ შენთვის გინდა წერა წერეო, სხვას რას დაეძებო. პრინციპში ნახევარი სიმართლე მითხრა, თუმცა მარის ახლა ვერაფერს გავაგებინებ და არც იმის ახსნას დავიწყებ რატომ მომწონს ჩემი ბლოგი და რატომ მინდა არსებობა გააგრძელოს.
გუშინ დავამთავრე ჯულიას და ჯულიას ყურება. ასეთი რამ ფილმის ყურების დროს არასდროს დამმართნია, მარტომ დავიწყე ყურება მგონი მეხუთედ და მარისაც მოუნდა,მთხოვა ვიბანავებ და ერთად ვუყუროთო. დაველოდო და როგორც იქნა ეს ფილმი დავამთავრე. ძალიან მომინდა კატა, ოღონდ წამიერად მომინდა და მერე ისევ გადავიფქრე.
ამ დღეებში, დედა შუშანიკს ფოსტით გრძელი წერილის გამოგზავნა გადავაფიქრებინე. ისე არასოდეს მომსვლია ფოსტიდან წერილები, არასოდეს გამიხსნია კონვერტი და საერთოდ აზრზე არ ვარ, როგორია ასეთი წერილები. რატო გადავაფაქრებინე? არ ვიცოდი რაზე უნდოდა ჩემთან ლაპარაკი, თუ მესიჯით მოწერას ვერ ახერხებდა, მაშინ ალბათ მძიმე და რთული წერილი იქნებოდა წასაკითხად, თან რაღაცაირად არ მინდოდა ჩემს გამო შეწუხებულიყო. მორჩა აღარავის ავურევ მშვიდ ცხოვრებას, რაც არ უნდა ახლობელი იყოს. ჩემს თავში უნდა მოვძებნო სიხარულიც, სიმშვიდეც, ბედნერება, ცხოვრებით ტკობობა. ”იცხოვრეო” დედა შუშანიკმა ეს მომწერა. ყველა ჰედონისტური ძალა ჩემს ირგვლივ უნდა შემოვიკრიბო, ჩემს თავში, უნდა გავაერთიანო და მერე ეს დიდი ერთიანობა ჩემს სახეზე უნდა გადმოვიტანო, რომელიც ”იმის” აზრით არის მკაცრი და სექსუალური. ხოდა ეს სიმკაცრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოვიშორო, ჩემი ტუჩის კუთხეებიდან, ის სიმკაცრე რომელიც მამაჩემს მამსგავსებს სახით და ერთხელ სტუდენტობის დროს, ფოიეში მდგარი ჩემი ერთი საყვარელი ლექტორიც კი შეაწუხა. მოვიდა და მკითხა, რატომ გაქვს ეგეთი შეწუხებული სახეო, როგორც კი ეს მითხრა, იმ წამსვე გავხსენი წარბები და მამაჩემის სახის ნაცვლად ჩემი სახე დავიბრუნე. არადა მიხდება მგონი ღიმილი. ხო მიხდება? რაც არ უნდა ცუდი ღიმილი იყოს, ყველა ღიმილი მაინც დადებითს გადმოცემს. ხოდა ეხლა ისე გულიანად გამეღიმა ჩემი უშნო ღიმილით, რომ ვიცი სულაც არაა ხელოვნური. ხო, როცა გავიღიმებ, ფოტო არავინ გადამიღოს. საშინლად არ მომწონს ასეთი ფოტოები.
ჩემი დილის თავისუფალი დროც სრულდება. პუჭუტები გამახსენდა. დარწმუნებული ვარ არაავის გაუგია რა არის პუჭუტები. ბებიაჩემი ცხელ კეცის ჭადს და ყველს ერთმანეთში აზელდა და მახსოვს, მთელი ბავშვობა ეს იყო ჩემი საყვარელი საჭმელი. ვერ ვეკარებოდი ტკბილეულს, ცომეულს და ამნაირებს ვინც კი ჭამას მაძალებდა, ჩემი მტერი მეგონა. ჰოდა ზაფხული ჩემთვის სულ პუჭუტებთან ასოცირდება, გემრიელი ყველი, ცოცხალი ბებიაჩემი და მისი ხელისგულის გემო.
ამ დღეებში დავაკვირდი ,ისე მალე აღარ ღამდება.
მშვენიერი ამინდია აქ.

ძალიან საინტერესო ბლოგია, საუკეთესო, რაც ამ ბოლო დროს მინახავს.
მადლობა. ეხა გადავათვალიერე შენი ბლოგი და გამახსენდა რომ მანდ ნამყოფი ვარ:)
neta ipovno is, rasac ezeb…
emociurad zlierad datvirtuli posti iyo… nazi da mgrznobiare xar… gmertma qnas bolomde aseti darche, rogoric exla me shen daginaxe…
neta xo:) ar vici rogori var,arc is ar vici,shemdeg rogori viqnebi. bavshvobashi vwitldebodi yvelaferze, axla mgoni agaraferze vwitldebi. esec xom shecvlaa?
მიყვარს მჭადი და ყველი.
კიდევ პუჭუტები თუ ერქვა ერთად არეულ სიმინდის ფქვილს და ყველს, არ ვიცოდი, ისე მიყვარს…
ჰედონიზმი არ არის ცუდი, სხვათა შორის, ცხოვრება იმიტომ მოგვეცა, რომ ვისიამოვნოთ ყველაფრით – მზით და წვიმით დავიწყოთ, თუნდაც.
ღიმილი მართლა ყველას უხდება და მინდა, ყველას ეღიმებოდეს და მოსწონდეს თავისი ცხოვრება, ან არ მოსწონდეს და ხვდებოდეს, რომ რაც აქვს, უკვე ბევრს ნიშნავს. (უმეტეს შემთხვევაში, კომენტარებს როცა ვწერ, საკუთარ თავს ვგულისხმობ და ვამხნევებ, მგონი)
არა არ ჰქვია პუჭუტები, უბრალოდ ბებიაჩემი ეძახდა ასე. ანუ ჩვენც გვეფერებოდა და ისე გვაჭმევდა. რო გვეჭამა მაგიტომ ეძახდა მოფერებით. რაც შეეხება ჰედონიზმს, რაღაც დოზით ეგ მჭირდება ეხა. მაგრამ ეგ ეგრე შეკვეთილად მგონი არ მოდის, ბუნებით უნდა იყო ჰედონისტი
საოცარი და საყვარელი ადამიანები არიან ბებიები…. რამხელა სითბო და სიყვარული იგრძნობა პოსტიდან…
მადლობა ნაკრინა:)
ეგ ყველი და ჭადი მე ვიცი “ჭვიშტრად” წოდებული მეგრელებში
მეც ბებოს მახსენებს :მოწყენილი.სმაილი:
“რაც არ უნდა ცუდი ღიმილი იყოს, ყველა ღიმილი მაინც დადებითს გადმოცემს” – მართალ!!!
არა არ არის ჭვიშტარი. მარტო ბებიაჩემი ეძახდა ამას პუჭუტებს. აფრჩხვნილი ანუ აპუჭუტებული ჭადი და ყველი. მარტო ბებიაჩემის გაკეთებული იყო გემრიელი. ახლაც შემიძლია იგივე გავაკეტო, მაგრამ ისეთი გემო აღარ აქვს
“თუ შენთვის გინდა წერა წერეო, სხვას რას დაეძებო”
არ არის ეგრე, ცხოვრების ყველა ეტაპზე ადამიანს გაინტერესებს კომუნიკაცია
ურთიერთობა სხვა ადამიანებთან
ამიტომ ბლოგი ერთ ერთი კარგი საშუალებაა ურთიერთობის, წერ შენს მდგომარეობას, შენს განცდებზე, შენს ინტერესებზე და თან უზიარებ ადამიანებს, რომლებიც გიტოვებენ კომენტარებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს შენთვის
იმასავითაა – რომ ვიღაცა კარგად გისმენდა
მე მაგალითად ვიკიკოს დაბადებიდან 40 დღის მანძილზე ფორუმი რომ არ მქონოდა ეხლა საგიჟეთში ვიქნებოდი, საღამოს 11 საათამდე მარტო ვიყავი მტირალა არსებასთან ერთად, რომლისაც თავიდან არაფერი მესმოდა და ძალიან მიჭირდა. და ფორუმზე რომ ვკითხულობდი სხვადასხვა გამოცდილებებს და რომ მარტო არ ვიყავი და უცებ თუ რამე დამჭრდებოდა უამრავი მრცეველი მეყოლებოდა, ზალიან მიიოლებდა სტრესებს.
ასე რომ ნებისმიერი ჩვენი მკითხველი ისევე აუცილებელი ა ჩვენთვის და ისევე მოსაფრთხლებელი და საყვარელი, როგორც ახლობელი ადამიანები
ხო რაღაც მართლა ეგრეა. ჩემი სამყაროა. სადაც როგორც მინდა ისე ვიქცევი, როცა მინდა მაშინ ვამთქნარებ და არავინ მეუბნება რომ ეს უზრდელობაა და მოკლედ კომფორტულია ძაან.
უჰ კაია! მე მყავს კატა ბუსა, ფუსუსა