ერთი თითი დავიწვი. მაგარი ვარ მე. ასე მთავრდება ჩემი გურმანული მცდელობები. თან საინტერესო არც არაფერი ხდება და ეს, რომ არ მომხდარიყო უაზროდ ჩაივლიდა დღე. ტკივილების მოყვარული ვარ, უცნაურია სულ თითებზე მემართება ყველაფერი, ხან ჭიშკარში მომყვება, ხან ცხელი წყლით ვიფუფქავ, ხან ზეთით, ხან გახურებულ ქურაზე მიმედება. წვიმებზე არ ვწუწუნებ, წუწუნს მაშინ დავიწყებ სამზარეულოში ლოკოკინებს და წურბელებს [...]
Archive for February, 2010
ქალაქი პომიდორში
Posted in Uncategorized, tagged გურმანი, ვალპურგის ღამე, პატარა ჯადოქარი on February 22, 2010 | 11 Comments »
საგაზაფხულო ინდექსი
Posted in Uncategorized, tagged ამინდის პროგნოზი, ბუდაპეშტი, ინდექსი, ლონდონი, პარიზი, ტავტოლოგია on February 19, 2010 | 10 Comments »
ამომივიდა ლიმნიანი ჩაი ყელში, შინდის მურაბიანი ჩაი, უნალექო და ნალექიანი ყავები და საერთოდ ამდენი სითხე წვიმის სახითაც, ყელში მაქვს ამოსული. გაღიზიანებული ადამიანის განწყობაა. ყოველ დილით ამ კვირაში, საქართველოს ამინდის პროგნოზის შემდეგ, პარიზის, ბუდაპეშტის და ლონდონის სინოპტიკურ ცნობებს ვეცნობოდი და ამით ვცდილობდი, ამდენი ყელში ამოსული სითხის დავიწყებას. კვირის ბოლოს ოდნავი შვება ვიგრძენი. პარასკევია და მიხარია, თან [...]
ჩემი და ჯაზლერის მარტოსულობა
Posted in Uncategorized, tagged ინსომნია, ტვიტერი, ფეისბუქი on February 16, 2010 | 12 Comments »
რამდენი ხანია იმ პოსტის დაწერას ვაპირებ, დიდიხანია რომ მინდა, მაგრამ ისედაც თავმოუბმელი ვარ და ამ ყველაფერს ჩემი უძილობები დაემატა. ”იმ” პოსტის დაწერა კიდევ გადავდე, არ ვიცი როდისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. თოვლის და ჯანმრთელი ძილის ნოსტალგია მაქვს. გუშინ ღამით ძვლივს ჩამეძინა, მერე მირანდა შემოვიდა და ისეთი საოცარი ხმით განაცხადა, რომ თავი ტკივა და ტვინს გრძნობს, რომ [...]
მაგდალინა
Posted in Uncategorized, tagged დავით კაკაბაძე, ვალენტინობა, მაგდა ღვინერია on February 15, 2010 | 4 Comments »
როდის ავღნიშნე ბოლოს ვალენტინობა აღარ მახსოვს, ალბათ იმიტომ არ მახსენდება, რომ არც არასოდეს აღმინიშნავს. ეს არ არის დაკავშირებული იმ მახინჯ წარმოდგენასთან, რომ რადგან კათოლიკური დღესასწაულია ამიტომ ვეწინააღმდეგები, ასე თუ ვიფიქრებთ მაშინ არაფერი უნდა წავიკითხოთ რაც კათოლიკე მწერლებს დაუწერიათ და არაფერს უნდა მოვუსმინოთ რაც კათოლიკებს უმღერიათ და ასე თუ მივყვებით, შეგვეძლება საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და მთელი [...]
მხოლოდ სამისთვის
Posted in Uncategorized, tagged ავატარი, ბლოგი, ჟორჟ სირამუგუ, უტა on February 5, 2010 | 2 Comments »
დე როგორ ხართ?:) ასე ვერაფრით ვერ დავწერ, მაგრამ უტას სჯერა რომ დავწერ და მეც დავიწყე. ძაან უნდა, რომ დავწერო. სულ მგონია, როცა სადმე მივდივარ ყველაზე მეტად ბლოგს ეტყობა გაუჩინარებათქო. ნეტა სახლს თუ დაეტყო ჩემი გაუჩინარება.არა,როცა ვამბობ ასე არაფრის დაწერა არ შემიძლიათქო არ სჯერათ. არადა მართლა არ გამომდის. გუშინ ავატარზე ვიყავით ამირანში მე და უტა, ალბათ [...]
