როდის ავღნიშნე ბოლოს ვალენტინობა აღარ მახსოვს, ალბათ იმიტომ არ მახსენდება, რომ არც არასოდეს აღმინიშნავს. ეს არ არის დაკავშირებული იმ მახინჯ წარმოდგენასთან, რომ რადგან კათოლიკური დღესასწაულია ამიტომ ვეწინააღმდეგები, ასე თუ ვიფიქრებთ მაშინ არაფერი უნდა წავიკითხოთ რაც კათოლიკე მწერლებს დაუწერიათ და არაფერს უნდა მოვუსმინოთ რაც კათოლიკებს უმღერიათ და ასე თუ მივყვებით, შეგვეძლება საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და მთელი დღე სასიამოვნოდ ”დავისვენოთ”. როგორც დედაჩემი იტყვის თითქმის მთელი საზღვარგარეთის კლასიკა კათოლიკე მწერლების დაწერილია, მაგრამ ამის გამო არ უნდა წავიკითხოთ? მაგრამ ეს არგუმენტი საერთოდ არ უკავშირდება ვალენტინობას. და საერთოდაც არაფერი განსაკუთრებულის დაწერას არ ვაპირებ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თან მითუმეტეს ერთი დღის დაგვიანებით (გუშინ ინტერნეტი გაურკვევევლი მიზეზების გამო გათიშული მქონდა) უბრალოდ შემთხვევით მეც აღმოვჩნდი ქალაქის ცენტრში, სადაც ყვავილებით და დათუნიებით დადიოდნენ გოგონები და თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.
მაგდა არის ჩასაყლაპი გოგო. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ვგიჟდები ასეთ გოგოებზე. ვინც ცუდად გაიგებს, იმას ვეტყვი რომ მე მიყვარს გოგოები,ოღონდ მაგდასნაირი. ანუ იცი როგორები? ცისფერთვალებები, მწვანეთვალებები, შავთვალებები და კიდევ რა ფერია? ოღონდ საინტერესო რამეებს აკეთებდნენ, მაშინვე გადავირევი და მთელი ცხოვრება მიყვარდებიან. მაგდალინას გარდა კიდევ რამდენიმე გოგოა, რომლებზედაც განსაკუთრებული გრძნობები მაქვს, უბრალოდ მათზე სხვა დროს დავწერ, ანდა ზოგზე დაწერილი მაქვს. უბრალოდ რამდენიმე დღეს ჩემი ცხოვრებიდან გამოვყოფდი მათთვის და მათთან ერთად რამდენიმე დღე ვიცხოვრებდი.
გუშინ ვიყავი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში. მარისთან ერთად ვიყავი და ასეთ დროს ყოველთვის მარის დროით ვცხოვრობ, ვმოძრაობ და ვათვალიერებ. მარის მგონი ჰიპერკინეტიკური სინდრომი სჭირს, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია:) რაც ახირებულ ქცევებში და ახირებულ აქტიურობაში გამოიხატება. ნევროზული თავისებურებებით თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი მეც და მარისაც მთლად ყველაფერი წესრიგში ვერ გვაქვს, მაგრამ მაინც საშინლად ვბრაზდები, როცა რაღაცას არ მაცლის და სახლისკენ მექაჩება. მაგრამ მაინც მოვასწარი მაგდას თოჯინების ნახვა, ფოტოებიც გადავუღე და რამდენიმე ნაცნობიც ვნახე, რომელთან ნახვა ყოველთვის გულწრფელად მიხარია.
მიხარია ასეთი რაღაცეები, რომ ტარდება ხანდახან ქუთაისში და ასე ხანდახან შემიყვარდება ამ ლამაზი ფერების გამო ეს ქალაქი. მაგრამ ასეთი ფერადობები წელიწადში ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება. არაჩვეულებრივად თბილი ამინდებია აქეთ. სიყვარული კი ყოველდღე შეიძლება იყოს, ეს გამოფენა კი ცოტა ხანს გაგრძელდება დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ასე რომ ვინც ვერ ნახა გუშინ, ხვალ მივიდეს:)



pirveli naxati fb-seve momecona,xoooda,ufro bevr da ufro karg msgavs dgeebs da gamofenevs gisurveb
siyvaruli kide tu ari,sul ari,ria vici…
მობილურზედაც ეგ დავაყენე:)კიდე იყო ბევრი,მაგრამ რამდენიმე ავარჩიე. მიყვარს ასეთი დღეები,ნეტა უფრო ხშირად ტარდებოდეს :მერიის კულტურის სამსახურის სმაილი:
სიყვარული კი რავიცი რაა,გააჩნია ადამიანს. რამდენი ადამიანიც დადის ამ ქვეყანაზე,იმდენნაირი სიყვარული დადის:)ეს დიდი ფილოსოფიაა და არ ვუღრმავდები
დღესასწაულის აღნიშვნა ძალიან განსხვავდება წიგნების კითხვის ან სიმღერების მოსმენისგან
რამდენიმე ხნის წინ მიყვარდა კიდეც ეს დღე, ხან მძულდა, გააჩნია, როგორ ვიყავი
მომეწონა სურათები, ზამთრის განწყობა ჰქონდა, მაგრამ სანამ პოსტი ჩავამთავრე მზემ ჩასვლა დაიწყო და სხივები ჩემს ოთახში დარჩა… ჰოდა ყველაფერი მზიანად აღვიქვი
ჰო ძალიან განსხვავდება,სწორი და მართებული შენიშვნა:) მე რატომრაც ვერ ვიხსენებ იმ დღეს,როდესმე რომ მყვარებოდა,არც 14 აპრილი მიყვარს ბესო ჩუბინიძემ რომ დაადგინა სიყვარულის დღედ:)
აქ ისეთი თბილი ამინდი იყოოო,გაზაფხული რომ დგება აი ეგეთი,ფანჯრები დავაღე ყველგან.საღამოს უნდა გავისეირნო მარტო:)