ამომივიდა ლიმნიანი ჩაი ყელში, შინდის მურაბიანი ჩაი, უნალექო და ნალექიანი ყავები და საერთოდ ამდენი სითხე წვიმის სახითაც, ყელში მაქვს ამოსული. გაღიზიანებული ადამიანის განწყობაა. ყოველ დილით ამ კვირაში, საქართველოს ამინდის პროგნოზის შემდეგ, პარიზის, ბუდაპეშტის და ლონდონის სინოპტიკურ ცნობებს ვეცნობოდი და ამით ვცდილობდი, ამდენი ყელში ამოსული სითხის დავიწყებას. კვირის ბოლოს ოდნავი შვება ვიგრძენი. პარასკევია და მიხარია, თან გარეთ წვიმს, თან ის ბიჭუნა სადღაც ახლოს მყავს ორი დღეა,გადაღებაზეა სადღაც ხობში თუ ფოთში, ხოდა ასე მგონია ძაან ახლოს არისთქო და ცოტათი ეგეც მახარებს. არადა ზამთარი , რომ არ იყოს წამოვხტებოდი და გავვარდებოდი, მის სანახავად. მაგრამ ეს იდეა თავიდანვე განწირულია.
ამ კვირაში ბლოგზეც ავიღე ხელი, საშინლად არაპროდუქტიული გავხდი. არაპროდუქტიული და უმოტივაციო. უმოტივაციო და უხალისო. უხალისო და ბებერი. ამ ზამთარმა მაგრად დამაბერა. ამაზრზენი ვართქო მთელი კვირა ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი და მოკლედ საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების ტალღა იზრდება. 
ხვალ ქუთაისს ორი დღით გავეცლები და კვირას ისევ აქ ვიქნები. მერე ისევ გაგრძელდება ერთკვირიანი გადაბმული დილის ეთერები და იქნებ ერთ დილასაც საკუთარი თავით კმაყოფილი დავრჩე. გადაბმულად წვიმს, ჩექმების გაწმენდვა საშინლად მეზარება ამ ყოველდღიური წვიმებისგან. სიმშრალე მინდა, მზე, მეტი სამუშაო და კეთილგანწყობილი ადამიანები. დავიღალე ამდენი უაზრო მუქარებით, დაპირისპირებებით და უაზრო ჭორებით. კიდევ კარგი ამ ყველაფერში არ ვერევი, ვცდილობ ზედმეტად არაფერს მივაქციო ყურადღება და ტყუილად არ ვინერვიულო. ამას თუ მივეჩვევი, ამასაც უტას დამსახურებებში ჩავთვლი.(ტავტოლოგიებს ყურადღება არ მიაქციოთ. ვაღმერთებ) თებერვალი გადის, მარტი მოდის. წელს სულ სხვანაირი უნდა იყოს რადიო პროექტი, შემომთავაზეთ იდეები და საინტერესო და საჭირბოროტო თემები (ჩემი კრეატიულობის ინდექსი- 0 რაოდენობრივი თვალსაზრისითაც და ხარისხობრივადაც) მოკლედ უკან და უკან მივდივარ.ჩავყვინთე ღრმად ჭაობში. თან ქოლგაც არ მაქვს და ყოველდღე ასეთ ამინდებში, გაფუებული თმებით დავდივარ და მთელი ძალებით ვიპრესავ თმებს. თმები ცალკე პრობლემაა, რომელსაც სერიოზული ყურადღება სჭირდება. უტა მეუბნებოდა გუშინ ფოთიდან, რომ რა ჯობია ქოლგას, ძალიან დიდ ქოლგას, როცა მაგრად წვიმს და თავზე ქოლგა გახურავს. მე ვუთხარი, წვიმა რომ გადაიღებს მერე მაგის თრევა არ გინდათქო. კაცები მაინც იოლად პოულობენ გამოსავალს. მოკლედ ქოლგა არ მაქვს და ძალიან მჭირდება, თან იმ რადიო პროექტს ორი წელი “ფორთოხალი” ერქვა, იმდენი დაძაბულობა და ნერვების მოშლა შემამთხვია, რომ ეს ციტრუსიც ყელში ამომივიდა და საერთოდ ნარინჯისფერი სეზონიც. სამზარეულოშიც ახლაც იმდენი დევს და არც ვეკარები. ხოდა რახან ქოლგა არ მაქვს, გადაცემას რომ “ქოლგა ” დავარქვა რა მოხდება? თან იმის საშუალება ნამდვილად გვექნება, სადამდეც მოგვინდება იმხელაზე გავშალოთ. მიუხედავად იმისა, რომ დამფინანსებელი გვეუბნება აპრილიდან დაიწყეთო, მე მაინც ახლავე ვიწყებ ფიქრს კარგი რა გავაკეთო. იმედი მაქვს ამ პროექტში მაინც, მოვახერხებ ჩემში არსებული რაღაც პოტენციალის რეალიზებას. მომწყინდა ერთი და იგივეს ბლუყუნი და საათის და ამინდის პროგნოზების კითხვა. ეს ქალაქი ადამიანებს სულიერად ჭამს და მარტო ხორცს უტოვებს, რომ მთლად არ დაუძლურდეს და ლასლასი შეძლოს. ის წიგნის მაღაზიაც მწერალთა სახლში, რომელიც ერთადერთი კულტურული სხივი იყო ამხელა შენობაში, ისიც კი იხურება. სამაგიეროდ მწერალთა სახლში იხსნება კომპიუტერული ცენტრები, ქორეოგრაფიული სტუდიები, მუსიკალური სტუდიები და ა.შ. კიდევ კარგი თქვენ არ იცნობთ თემურ ლანჩავას, სამაგიეროდ მაყვალა გონაშვილს იცნობთ:) ანუ იმის თქმა მინდა, რომ თემური მაყვალაა:) მგონი რთული არ არის იდენტიფიკაცია.
ზემოთ, რომ გოგოა და გაზაფხულისფერი კაბა, ეგეთის შეკერვა მინდა, მაგრამ მაგაზე ტყუილად ვოცნებობ. აქ ეგეთს ვერავინ შეკერავს. ახლა ვფიქრობ იქეთა შაბათ-კვირას სად წავწანწალდე.

ქოლგა მართლა მშვენიერი სახელწოდებაა
“ქალაქი ქოლგის ქვეშ” უნდა ერქვას ბათუმზე დაწერილი სტატიების კრებულს, წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. საერთოდ მიყვარს ქოლგები, სამი მაქვს და კიდე მინდა. ქუთაიში არ ვიცი, ალბათ უქოლგოდაც შეიძლება ცხოვრება, აი ბათუმში კი…
დღეს ბლოგებს ჩამოვუარე და რა უცნაური, თითქმის ყველა მოწყენილობასა და თმის შეჭრაზე ლაპარაკობს
არა არც ქუტაისში შეიძლება უქოლგოდ ცხოვრება.
კლიმტის მოხატულს ჰგავს ეს კაბა
მეც ველი გაზაფხულს, მომწყინდა უფერო პეიზაჟები
ქეთი გზირიშვილი:) როგორ მეცნობა ეს სახელი და გვარი:) შენს ბლოგს ვკითხულობდი ადრე ჩუმ-ჩუმად
: )
მიხარია, რომ მიპოვე იქაც..
მეც რატომღაც ჩუმ-ჩუმად – აქამდე : )
დღეს ჩემს ძველ სურათებს ვათვალიერებდი და უცებ გული დამწყდა. სულ სხვანაირი თვალები მქონდა, იმ ადამიანის, რომელმაც არ იცის, რა ელოდება და ენთუზიაზმითაა სავსე. დღესაც კი “კარგი” თვალები მაქვს, მაგრამ ვიცი, მეტ-ნაკლებად, ის სულ არ მელოდება, რაც მინდა, არამედ ის – რაც სწორია ჩემთვის.
ქოლგა მინდა მეც უზარმაზარი, რომ დავიმალო და ვერავინ დამინახოს. რაც უნდა დამინახონ, მაინც ვერაფერს გაიგებენ, ვინ ვარ და რა მინდა, მაგრამ… მაინც.
დაარქვი “ქოლგა” – ყველაზე კარგი სათაურია.
მეც მგონია, რომ ნორმალური სატაურია:) არასდროს მიყვარს ძველი ფოტოები,რადგან სულ სხვა თვალები ჩანს,ყოველდღიურად ვიცვლები
shen nacheri gachite shesabamisi da kabas me shegakerineb
xoda imas vcerdi shen nacheri ishove da kabas me shegakerineb metqi
მადლობა თაა:)შენ მუდამ მოწოდების სიმაღლეზე ხარ. ეხლა გამახსენდა ლილუსიას ბლოგიც გადაკითხული მაქვს,გადავხედე და გამახსენდა