Feeds:
Posts
Comments

Archive for April, 2010

რატომ უნდა დავწერო ანა გავალდაზე? ის ხომ, ჩემთვის ჯერჯერობით არაფერს ნიშნავს, რომ ვთქვა ჩემი აღმოჩენილია და ისე შევიყვარე, როგორც სხვა ფრანგი ქალებითქო, პათეტიკური და  დებილური ნათქვამი გამოვა, ჰოდა არ ღირს. აი ისე, ძაან უბრალოდ, რაღაცეების გახსენება მინდოდა და მაგიტომ დავწერ ანაზეც. ერთ დროს, როცა პარალიზებული ვიყავი სულიერადაც და გონებრივადაც და მაშინ ალბათ ვერც ვერაფერს დავწერდი [...]

Read Full Post »

რამდენიმე დღით გავუჩინარდი, სუ ასე ვიცი ავდგები ჩავაწყობ ჩემს ბარგს და რამდენიმე დღით გადავიხვეწები ხოლმე, ოღონდ გადახვეწამდე უნდა მითხრან, რომ გადახვეწის დროა. რა ვქნა ვერ ვარ კარგად. საერთოდ ვერ ვარ კარგად. არც კარგ სიტყვებზე ვფიქრობ და არც სხვა რამეებზე, არავითარ მატერიალურზე, არავითარ ამაღლებულ იდეებზე. უბრალოდ ვიძირები, ამას რომ ვგრძნობ, სწორედ ეს მღუპავს. მეშინია იმ ადამიანის სიკვდილი, [...]

Read Full Post »

თაა უკვე მეორე ბლოგერია თბილისიდან, დოდკას შემდეგ, რომელიც რადიოში მესტუმრა და მასთან ინტერვიუც ჩავწერე. ჯერ თავისი საქმეები მოაგვარა რადიოში, რეკლამაზე და მედია გეგმებზე ესაუბრა ჩვენს მარკეტინგის წარმომადგენელს და მერე ჩვენც მივხედეთ ჩვენს საქმეებს. რადიო ხალხით იყო გადაჭედილი და ძვლივს მოვძებნე ადგილი, რომ წყნარად ჩამეწერა. უახლოეს მომავალში გადაცემას გავაკეთებ ინტერნეტზე, სოციალურ მედიის განვითარებაზე, ბლოგებზე და ა.შ [...]

Read Full Post »

ამ დღეებში ძალიან ბევრჯერ მომინდა რამის დაწერა, მაგრამ ვერაფრით მოვაბი თავი. ისე ხო არაფერი უნდა დაწერას, აი ესეთ დაწერებს, სადაც უნდა იწუწუნო იმაზე, რომ რაღაცის დაწერას ვერ მოაბი თავი. ხშირად მეორდება ერთნაირი სიტუაციები, ამ კვირაში ძაან დავიღალე, დამაკლდა ძილი და ამინდიც ვერა და ვერ გამოვიდა ისეთი, როგორიც მე მინდა. მთელი ნახევარი დღე იმას ვცდილობდი, რომ [...]

Read Full Post »

მინდა დავწერო გუშინდელ დღეზე, ულტრავიოლეტზე და იმაზე, რომ ეს სურნელი მგონი ჩემია. ეს არის სურნელი რომანტიული გოგონების, რომლებსაც აცვიათ ჰაეროვანი მოიისფრო კაბები და თმები აქვთ შეკრული ფერადი ლენტებით. გუშინ უტამ საჩუქრები გამომიგზავნა, რაღაცა ისეთი ნათქვამია ეს “საჩუქრები”, მაგრამ ამ წამს მეტი ვერ მოვიფიქრე. ჰოდა ამ რაღაცეებს ველოდებოდი  ჭავჭავაძის სადგურზე შუაღამით და თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა [...]

Read Full Post »

ერთხელ, როდესაც დედაჩემი მამაჩემის ნაქირავებ სახლში დამხვდა და თან გემრიელი კერძი გაემზადებინა, მაშინ მეგონა, რომ ეს იყო ოჯახი, მაგრამ დედაჩემს ის ადგილი ჰაერის გამო მოსწონდა და სურდა ფული შეეგროვებინა და იმ უბანში გვეყიდა ბინა, სადაც ყველაზე სუფთა ჰაერი უბერავდა და ამ ჰაერს სტალაქტიკების და ტყეების სიმსუბუქე მოჰქონდა. ხმაურიანი უბანი იყო და ღამით სულ მეგონა მანქანები [...]

Read Full Post »

გაზაფხულზე იცით როგორაა? ალაგ-ალაგ ამწვანდება ტყე, ალაგ-ალაგ გაყვითლდება, მერე თეთრდება და თანდათან მთლიანად გაგაზაფხულდება ხოლმე. აღდგომის ღამეს კი ლიტურგიის დროს ტაძარში აყვავებული კელაპტრების დღესასწაულია და ბედიანი წყვდიადშია. ბერძნები, ქართველები და სომხები მეგობრულად თანაარსებობენ და შეშასაც უჩეხავენ ერთმანეთს, თუკი ვინმეს დახმარება სჭირდება, ლიტურგიაზე კი ყველა დაუზარებლად ადის ტაძარში, რადგან ბედიანში სხვა არაფერი ხდება. კვერნასთვის კი აბსოლიტურად [...]

Read Full Post »

ვემზადები წასასვლელად, იმდენს დავდივარ გაუჩერებლად, რომ  თავი მატარებელი მგონია. დღეს პირველი აპრილია, ჩემთვის ნამდვილი გაზაფხული ამ დღეს იწყება, ადრე სულ ვწერდი აპრილზე, აპრილის თბილ საღამოებზე და დილებზე, რძის სურნელი ასდისთქო ვამბობდი. ხოდა მიყვარს აპრილი, აივანზე ჯდომებს და სტუდენტობას მახსენებს, კიდევ ყავებს და  ჩემს პიგმენტურ ლაქებს (არადა ისეთი არაფერი მაქვს  გასახსენებელი სტუდენტობაში). ხვალ მე და უტა [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.