Feeds:
Posts
Comments

Archive for November, 2010

დილიდან კარგ განწყობაზე ვარ, შეიძლება სასიამოვნო შაბათ–კვირის ბრალია ან კიდევ უეცრად, რომ  მოიღრუბლა და შემოდგომის ბოლო დღეების დასასრული, რომ ვიგრძენი. იმას კი არ ვამბობ, რომ შემოდგომის დამთავრება გამიხარდა, უბრალოდ ამ დილით საოცარი დილა იყო და ჩემგან მსგავსი რამეების აღქმა, ცოტა იშვიათია. ეხლა ვფიქრობ, როგორი იყო ის ძველი ადამიანი, რომელსაც არც ჰაიტექთან ჰქონდა შეხება, არც აიფოდი ჰქონდა, [...]

Read Full Post »

ინკლუზიურ განათლებაზე ადრე ვწერდი, როცა ერთხელ რადიოსთვის გადაცემის გაკეთება მომიწია  ამ თემაზე. მაშინ, რამდენიმე სკოლა შემოვიარე, სადაც ინკლუზიური განათლება იყო დანერგილი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვისაც  ტარდებოდა გაკვეთილები. სპეციალურად მათვის მოწყობილი კაბინეტებიც დავათვალიერე. კაბინეტების მოწყობა  ძირითადად, უცხოური ფონდების მიერ იყო დაფინანსებული, შევხვდი მასწავლებლებს, დირექტორებს, რომლებმაც ყველაფერი ძალიან ადრე დაიწყეს. თავიდან  ჰქონდათ უამრავი წინააღმდეგობა, ხშირად საკუთარი [...]

Read Full Post »

რამდენი თვეა რაც გათხოვდი? და მერე თავს იცავ? და რითი იცავ? და რატომ იცავ? და როცა რძალი შედის “ოჯახში”, “ოჯახს” ყოველთვის უნდა ბავშვი…და მოძღვარი რას გეუბნება? ეს ის შეკითხვებია, რომელიც დღეს გინეკოლოგმა დამისვა და დასკვნაც და მსჯავრიც ერთდროულად გამომიტანა. სამწუხაროდ, მის სახეზე აისახა, რომ მასზე  დადებითი შთაბეჭდილება ვერ მოვახდინე. მოკლედ, როგორც იქნა დღეს დავადგი საშველი და სხვათა [...]

Read Full Post »

იმ ავადსახსენებელი ღომის შემდეგ , დღეს მეორე იაღლიში მომივიდა. იაღლიში ცოტა მსუბუქი ნათქვამია, იმასთან შედარებით, რაც დღეს დამემართა, მაგრამ  სულ ცოტა იყო ჩემი ბრალი და დანარჩენი ინტერნეტის. დილით გადავწყვიტე სოუსი გამეკეთებინა, ვიყიდე ხორცი პირველად ჩემს ცხოვრებაში და ასევე პირველად შევუდექი მის კეთებას. თავიდან ყველაფერი მშვენივრად აეწყო, თუ არ ჩავთვლი იმას, რომ დანა კარგად არ იყო გალესილი [...]

Read Full Post »

ამ პოსტის ინსპირაციის წყარო, ჩემი უმცროსი დის პოსტია, რომელიც იმდენად ემოციურია, რომ თავი ძლივს შევიკავე კითხვის პროცესში. ამ წინადადებამ კი  “შეწყვიტა მზემ სიმღერა და ალუბლიან ჭიქას წყალი დაასხა და მერე ერთ-ერთ ჟურნალს დახედა,  რომელზეც არასრულფასოვნების სინდრომით მკვდარ კაცზე იყო ლაპარაკი. დიდი არაფერი,  წელიწადში ერთხელ ან ორჯერ ან ხუთჯერ არასრულფასოვნების სინდრომით შეპყრობილი ადამიანები თავს იკლავდნენ. ხიდიდან [...]

Read Full Post »

სკოტი საქართველოში პირველად არაა, ბევრჯერ არის ნამყოფი, ცოლიც ქართველი ჰყავს და ბევრი ქართველი მეგობარიც. ამ დროის განმავლობაში მან ცოტა, მაგრამ პრაქტიკული ქართული მაინც ისწავლა. ეხლაც თავის საქმეებზეა ჩამოსული ერთი კვირით. მეუბნება, რომ თუ ამერიკაში ერთი დღე ჭირდება ბიზნესის რაღაც საქმის კეთებას, საქართველოში სამი დღე, მაშინ როდესაც აქ ძალიან კარგი პირობებია ბიზნესისთვის. „კარგ პირობებში“ სკოტი ბიზნესის [...]

Read Full Post »

„უამრავი იდეები მაქვს, მაგარი იდეები, მალე მათი განხორციელების შესაძლებლობაც მექნება და მაგრად გაგახარებ“ – ამბობს და მწვანე პერანგს და ღია ფერის ჯინსს იცვამს. იდეები გექნება, მაგრამ დრო არ გექნება– ვეუბნები და ისე არ მინდა რომ მიდიოდეს. მწარე ყავასავით ვარ დილით. ისწავლიან მონტაჟს და მერე უკვე უფრო მეტი დრო მექნება– ამბობს და თავის სუნამოს ისხამს. სამი [...]

Read Full Post »

“შო რას შვები? შვილის გაჩენას ხო არ გეგმავ? იქნებ დაფიქრდე. ა?”– ასეთი იყო ის სმს–ი, რომელიც რამდენიმე წუთის წინ მივიღე და პასუხად მივწერე, რომ ვცდილობ ვიფიქრო. “შორე უცებ და სასიამოვნოდ გაივლის ყველა თვე. იფიქრე ამ თემაზე კარგად და ღრმად ჩაწვდი აზრს”– ასეთი იყო მეორე სმს–ი, ხოლო მესამე და მეოთხე სულ სხვა საკითხებს შეეხებოდა, რომ ჩვენ [...]

Read Full Post »

ალბათ კარგა ხანს ვეღარ დავწერ ისეთს, კმაყოფილი, რომ გადავხედავ და ჩემი თავი მომეწონება. ასე რატომ ვფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ასე ვფიქრობ და მორჩა! რა ხდებოდა? ვიყინებოდი, მციოდა, უტას ♥ დაბ.დღე ჰქონდა გუშინ, ლურჯი ხალათი მეცვა და თონეში კვლავაც ცხვება უამრავი პური, რომელიც ჩემი აზრით არ შეიძლება აჭამო ხალხს და ის პური საპურეში დამიობდა. ასევე დამიობდა [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.