Feeds:
Posts
Comments

Archive for December, 2010

ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს [...]

Read Full Post »

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სულაც ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას, მგონი ყველა ასეა. გუშინ, სხვისი ნაძვის ხე გავაწყვეთ სხვის სახლში, სხვისი სათამაშოები დავკიდეთ ნაძვის ხეზე, ფერად “წვიმებს” რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის ოცნებები მახსენდებოდა, რომელსაც ეხლა ცოტა სხვანაირად განვახორციელებდი. მოკლედ, არც სხვისი ნაძვის ხე და არც სხვისი სათამაშოები, არ არის გასაკვირი და საერთოდაც არაფერი [...]

Read Full Post »

მინდა ვიცოდე , როგორ მიიღწევა კათარზისი. შეიძლება სახეში ირტყა ხელი და ლოყები დაილურჯო, მაგრამ მგონი ამით ვერაფერსაც ვერ მიაღწევ. ამ საკითხის ასე პრაგმატულად და აბსურდულად გადაჭრას, მე ვცდილობ. კათარზისის არსი თვითგვემაში და მაზოხიზმში, რომ მდგომარეობდეს, მაშინ ყველაფერი ძალიან მარტივად იქნებოდა და მეც ასე სერიოზულად აღარ მივუდგებოდი ამ საკითხს. მოკლედ არც შიში და არც თვითვემა , არ არის [...]

Read Full Post »

ეხლა კულინარიული საღამო მექნება და ამჯერად, აღარ მოვყვები განცდილ მარცხებზე და გურმანულ შეცდომებზე. პირიქით დავწინაურდი ამ ასპარეზზე და ამ საღამოს შევუდექი კატლეტების მზადებას. არის ასეთი თევზი, პანგასიუსი ჰქვია, უფროსწორად თევზის ფილე, თევზსაც ჰგავს გარეგნობით, მოკლედ  რა მნიშვნელობა აქვს ამას, მთავარია, რომ როცა გაკეთებას გადაწყვეტთ, ორი საათი წყალში უნდა გააჩეროთ და შემდეგ გაატაროთ ხორცის მანქანაში, ასევე შავი პურის [...]

Read Full Post »

ამ დილით ვფიქრობდი, განსაკუთრებით ის ადამიანები მიყვარს, რომლებსაც ჩემი ძალიან სჯერათ, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ადამიანებს, წინასწარ ვაფრთხილებ, რომ არც ისეთი ჭკვიანი ვარ და არც ისეთი კარგი, როგორიც მათ ვგონივარ. გუშინ მეგობარს ვწერდი, რომ სულაც არ მაქვს კარგი აურა, რომ მგონია მუდმივად ვაფორიაქებ იმ ადამიანებს ვინც ჩემთან ურთიერთობს, ვერაფრით დავაჯერე რომ მართლა ასეა, ხოდა მერე [...]

Read Full Post »

თავიდანვე განვმარტავ, რომ არ მიყვარს ჩაბოღმილი, დემაგოგიური, მორალის კითხვის შემცველი პოსტების კითხვაც და წერაც და ყოველთვის, როცა ასეთ რამეს ვწერ, მუდმივად მაქვს დისკომფორტის შეგრძნება, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი კარგი თვისება აღმომაჩნდა, ყველა პოსტი ვერ იქნება “მალინის ჩაი, ბედნიერების კრიტერიუმი და სხვადასხვა კანონზომიერებანი”–ში, რომ ემოციებია ისეთი, ხოდა არ მიყვარს ადამიანები საკუთარ ღირებულებებს, რომ მახვევენ თავზე და [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.