ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ [...]
Archive for January, 2011
ჩემი ქმარი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, გაზეთი, ელემენტარული ნაწილაკები, ლოცვა, რედაქტორი, რეცენზია, უელბეკი, უტა, ქმარი, ღამე on January 25, 2011 | 22 Comments »
დაზეპირებული ნერწყვი
Posted in Uncategorized, tagged გულწრფელობა, დაზეპირებული ნერწყვი, ნერწყვი, უწიპუწი on January 24, 2011 | 4 Comments »
გუშინ ღამით, უტამ მითხრა დაზეპირებული მაქვს ნერწყვი როდის უნდა ჩაყლაპოო, ხოდა ამ დღეების განმავლობაში და კარგა ხანია ასეთი კარგი და გულწრფელი რამე აღარ მომისმენია. კატეგორიულად ვეწინააღმდეგები, სხვადასხვა უწი–პუწი კომპლიმენტებს, სიტყვის იქით წასასვლელს, რომ არ დაგიტოვებს ადამიანს, თითქოს რომ უნდა მოჯადოვდე და მართლა დაიჯერო, რომ ძაან “ჰოთ” ხარ, ზედმეტად სექსუალური, ულამაზესი და უმშვენიერესი ფერია. განსაკუთრებით ის [...]
პეპის დღე
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, მამა ვიტალი, მარი, მარჯანიშვილი, პეპი, ღრუბელი, ხარისხი, ჯინსის კურტკა on January 21, 2011 | 5 Comments »
გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა [...]
ამბები ფერების ასოციაციაციით
Posted in Uncategorized, tagged თოვლი, იმედგაცრუება, ლურჯი, მარი, პიემესი, საყრდენი, სკარლეტი, ქართული მწერლობა on January 20, 2011 | Leave a Comment »
დღეს დილით ვითომ თოვდა, მე კი ვერაფრით ფეხზე ვერ ვდგებოდი, უტას წასვლის დროს ძალით გამოვიფხიზლე თავი და მერე ისევ, დავიკარგე ძილში. ლამაზტუჩებიანი სკარლეტიკოს ავატარი დავაყენე ფეისბუქზე. ამ დღეების განმავლობაში, არანაირი ინტერნეტ სივრცისთვის არ მეცალა და ბოლო დროს, აკიდებული მიჯაჭვულობებიც მომეხსნა. კარგი რამეა, როცა დები შენთან არიან. მარი სამზარეულოში მწვანე სუპს აკეთებს. ჩემი ლურჯი ჟაკეტი აცვია. საცხობიდან [...]
დააშეარეთ სიყვარული!!!
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, დაშეარება, თემატური ბლოგები, იუზერნეიმი, ტოლერანტობა, ჩაბჟირება on January 14, 2011 | 7 Comments »
იდეაში, მინდა სიყვარულზე დავწერო, ოღონ ეხლავე და აქვე, თორე შეიძლება განწყობები გამიქრნენ და დავრჩე ისე, როგორიც ვარ სხვა ჩვეულებრივ დღეებში. რამდენიმე, წუთის წინ ჩემს თავზე ვფიქრობდი, რომ შეძლებისდაგვარად ტოლერანტული ვარ, განსხვავებული აზრების მიუხედავად პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ ზოგიერთი ადამიანის მიმართ, ზოგი იმ წამს ისე მიყვარს, გული მიჩქარდება, ზოგს მინდა რაღაც თბილი და კარგი ვუთხრა, რამდენიმე [...]
ორი სიზმარი და უფასო ონლაინ შოფინგი
Posted in Uncategorized, tagged ბაღდათი, ვარდისფერი, იუნგი, კაშნე, ონლაინი, საიტი, სარდაფი, სიზმარი, უტა, ქეთი, ჯაგრისი, Fool's Garden lemon tree on January 12, 2011 | Leave a Comment »
გუშინ სიზმრებზე მელაპარაკებოდა ქეთი, მე ვუთხარი რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ მათ გახსენებას და მითხრა ეგ ძაან ცუდიაო. დილით ორი საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა. ბაღდათში , დედაჩემის სახლის ქვედა სართულის სარდაფში ვიყავი,ოღონდ გაურემონტებელში, რატომღაც კბილები უნდა გამეხეხა, არადა ადრე იქ არც პირსაბანი იყო და კბილებიც არასდროს გაგვიხეხია, ბებიაჩემი ძველ გადასაყრელ ნივთებს ინახავდა, ძველ დაჟანგებულ ღუმელს და შეშას. სულ [...]
შობის ღამე ბედიანში
Posted in Uncategorized, tagged 2011, ბედიანი, ბილაინი, ლიტურგია, მანდატური, ფსკვნილი, შობა on January 10, 2011 | 2 Comments »
ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე. მანამდე [...]
ფაშისტური ჩიხები
Posted in Uncategorized, tagged 2011, ბედობა, ვეტერანები, ნაციზმი, სტალინი, ფაშიზმი, ჩემი ბრძოლა on January 5, 2011 | 1 Comment »
ამ ბოლო დროს მივხვდი, რომ ახალი წიგნების წაკითხვის დროს აღარ მაქვს სინანულის გრძნობა და სინდისის ქენჯნა იმ მოტივით, რომ ნეტა რატომ ადრე არ წავიკითხე, ნეტა მომესწრო და ა.შ. პირიქით ეხლა უფრო მიხარია, ახალი და აღმოუჩენელი წიგნების წაკითხვა. საახალწლო და ბედობის დღეებში, იმის მაგივრად რომ საშობაო ლიტერატურა მეკითხა და ბედნიერი განცდები დამებედებინა, ავდექი და ადოლფ ჰიტლერის [...]
whos.amung.us
Posted in Uncategorized on January 4, 2011 | 2 Comments »
საახალწლო წინაპირობები
Posted in Uncategorized, tagged 2011, ახალი წელი, ვეფხვი, თემქა, კატა, წითელი ტრუსიკი on January 4, 2011 | Leave a Comment »
როცა, ახალი წელი მობოგინდა და წაბოგინდა, მე ვფიქრობდი , რომ არ მეცვა წითელი ტრუსიკი მარადიული სიყვარულის სიმბოლო და არ მქონდა ყვითელი ფერის მაისური ან კაბა, ნიშანი გამდიდრების წინაპირობისთვის და მაგიტომაც, სტანდარტულად უჟმურ ხასიათზე ვიდექი. მერე გამახსენდა ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე გამოვიყენე პრაქტიკაში, ხოდა, რასაც ხშირად ვიყენებ იმის გამეორება არ მიყვარს. არც ახალ წელს გავიმეორებ, გახსენებად არ ღირს. [...]
