გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა არ არის და ცვლილებებს ველოდები და სანამ ეს ცვლილებები მოხდება, მანამდე არა უშავს ჩემი ბლოგი ღრუბელივით თუ შეიწოვს ჩემს უხასიათობებს.
მამა ვიტალის საფლავზე ვიყავით მე და მარი. თურმე მარის დიდიხნის სურვილი ყოფილა იქ წასვლა, ხოდა დღეს მოვინახულეთ.
ისეთი განწყობა მქონდა, თითქოს საკუთარი თავის დაკრძალვაზე ვიყავი, ჩაშავებული და ჩათბუნული პირ–ცხვირით.
მერე მაღაზიებში შევიარეთ. ამან სულ ბოლო მომიღო, ჩემი საყვარელი ჯინსის კურტკები სულ რაღაც, 38 ლარი ღირდა, ხარისხი რათქმაუნდა აღარ მირკვევია, მაინც ძალიან სიმპათიურად და ვიწროდ გამოიყურებოდა. ეს სივიწროვე კი ყველაზე მთავარი დეტალია ჩემთვის.
თუ გინდა საკუთარი თავი მაგრად მიჟიმო, 50 % ფასდაკლების სრულიად უფულოდ უნდა შეხვიდე მაღაზიაში, ყველაფერი უნდა დაათვალიერო, მოგეწონოს და ვერაფერიც ვერ იყიდო.
მერე მაინც, თავის დამშვიდებას შეეცადო, რომ ყველაფერი არარაობაა და განსაკუთრებით ეს უხარისხო ძონძები.
ჩემთვის ვიქნები და პეპის ვიკითხავ დღეს.

“…თუ გინდა საკუთარი თავი მაგრად მიჟიმო, 50 % ფასდაკლების სრულიად უფულოდ უნდა შეხვიდე მაღაზიაში…”
…არა, სხაც ბევრი რამ მომწონს შენს ბლოგზე, მაგრამ ხან ისეთი რეალური ხარ… ათასჯერ რომ მიფიქრია ქვეცნობიერად და ასე მაგრად ვერ ვიტყოდი სულ რომ მეფიქრა….
უუუფ. ამ სიტყვის გამო მომხვდება:)
მაგრამ, მე ესე ვიგრძენი და არსადაც არ მიმაქვს.
მე პეპის კითხვა მშველის ასეთ დღეებში
რაც არ უნდა ცუდად ვიყო, პეპის გადავხედავ და უკვე “მაგრად ვარ, დავრბივარ ”
აი, უფულობის დროს მაღაზიების თვალიერება ჩემი ტკივილია
პეპილოტას ისეთი კარგი ფოტო ვნახე გუშინ, დაგთაგო მოიცა
ვნახე. გული გამითბა ცოტათი:)
მადლობა