ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ თბილს მირჩევნოდა.
ჩემი ქმარი ნუშებს ჭამს ხოლმე, დილით ვარჯიშობს, მანამდე ერთ კოვზ თაფლს და ერთ ჭიქა წყალს სვამს, ტელევიზორს ფეხზე დამდგარი უყურებს და ამბობს “რა ნაძირალაა” , როცა სძინავს ხელები კისერქვეშ აქვს შეწყობილი, როცა სძინავს მისი ყელი სუნთქავს.
ჩემი ქმარი მარტო ჩემს ნაწერებს, ჩემს ბლოგს, ჩემს ნოუთებს, ჩემს ფეისბუქის სტატუსებს, ჩემს საგაზეთო და საჟურნალო პუბლიკაციებს, ჩემს ინტერვიუებში მხოლოდ ჩემს მიერ დასმულ შეკითხვებს, დილის და ღამის ლოცვებს კითხულობს. საერთოდ, არ ადარდებს რა ხდება თანამედროვე ქართულ პროზაში და პოეზიაში და ეს მისი ერთ–ერთი განსაკუთრებული და დადებითი თვისებაა.
ჩემი ქმარი უელბეკს, მარტო ჩემთვის ყიდულობს და მერე გამყიდველ გოგოზე ბრაზდება.
ჩემი ქმარი თვლის, რომ ეს არ არის აუცილებელი საკითხავი. მეც ასე ვთვლი.
ჩემი ქმარი ძვირიან და ხარისხიან ფეხსაცმელს და ტანსაცმელს მყიდულობს, მაგრამ მე მაინც ჩამოძონძილი და ლაქებიანი კურტკით დავდივარ და ამაზე ცოფდება(ეს ცოფდება რაღაც მოუხდა), უბრალოდ ამბობს აბა რისთვის გიყიდეო.
ჩემი ქმარი დილით მარტო ლოცულობს, მე არ მაღვიძებს, თუ გამაღვიძებს მარტო იმიტომ, რომ კარი ჩავკეტო.
ჩემი ქმარი, ჩემთვის მუშაობს. ეს მე არ მეამაყება, უბრალოდ ამას თვითონ ამბობს.
ჩემი ქმარი ამბობს, რომ მე მისი იმედი და ნუგეში ვარ და ეს მეამაყება.
ჩემი ქმარი ღმერთს სთხოვს, რომ სულ ერთად ვიყოთ და დანარჩენი ყველაფერი თავისთვის მოვა.
მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.
ჩემი ქმარი მეუბნება, რომ შვილიც რომ არ გვეყოლოს, არაფერიც არ მოხდება, მთავარია ჩემში არ დაინგრეს რამე, ისე კი შვილის გამო ცოლად არ მოვუყვანივარ.
ჩემი ქმარი ცდილობს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით ვიკვებოთ.
ჩემს ქმარს ეხლა სძინავს.
პ.ს უტა, რა კაი რამეებს ამბობ ხოლმე და რატო არაფერს არ ვიწერ

mec ver shevechvie sityva qmars :s
რატო დაიკარგე?შენს ბლოგზე მყუდროებაა
ravici xandaxan imdeni rame xdeba,sityvebit ar vici rogor davcero.
უტა მამენტ წააგავს ბუბუს
განსაკუთრებით პოეზიისა და პროზის სიყვარულში!!! რა ვიცინე! გაიხარე!
ხოდა მე გეუბნები და შენც მითხარი აი ისეთ მემწვანილე პოეზიაში ჩახედულობას, მირჩევნია სულ არ გაეგებოდეს რამე ამ სფეროში.
გაიხარე შენცა, შენს სოციოპათ ბლოგზე:))))
ჰაჰაჰა!
)))
ქმარს კი შევეჩვიე როგორღაც, აი მეუღლეს მოკალი და 6 წლის მერე კი ვერ ვამბობ
მეუღლე,უღელი,ტვირთი,ჭვირთი,თრევა, სიმძიმე.
ჩემი ქუნქულა სიყვარული:)<3
შორენა, რა თბილი და მყუდრო წასაკითხი იყო
)
მეც გამიხარდა, ოღონდ რა არ ვიცი
მეც ანალოგიურად )))))
ნინა:*
ვერ წარმომიდგენია, შენ სხვანაირი ქმარი გყავდეს, ან შენს ქმარს სხვანაირი ცოლი.
მოთხრობასავითაა შენი ცხოვრება, არა? მგონი, ადრეც მითქვამს, მაგრამ კიდევ ვიტყვი, კარგი?
სამჯერ თქვი მგონი და მერე ვფიქრობ,მართლა ასე არის თუ არა და ცოტათი არის, ოღონდ ამ მოთხრობებში კიდევ ბევრი რამე ხდება და თანდათან როცა უფრო გავძლიერდები, მაგაზეც დავწერ:)
რამდენი გავიდა…:ფიქრ: ორი წელი, და ჯერაც ვერ ვეძახი ქმარს. არ მომწნს თითქოს ეს სიტყვა. “ჩემი კაცი”, “ჩემი საყვარელი/სიყვარული”, “ჩემი” უფრო მირჩევნია
მე უფრო შენს “ლოცვას” ვეთანხმები
(“მე ღმერთს სამსახურს და ფულს ვთხოვ, რომ მერე ამ სამსახურით და ფულით ორივე სიკვდილამდე კარგად და ბედნიერად ვიყოთ.”)
“ჩემი კაცი” არასოდეს იქნება ჩემი მეორე ნახევარი. საშინლად არ მომწონს. :დ
გული ამიფანცქალდა..
პირველი პოსტი და სტატიაა, სადაც ავტორი არ ჰყვება ოჯახური პრობლემების შესახებ; სადაც არ წუწუნებს, თუ როგორ გაუფუჭდა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა; სადაც არ ამბობს, თუ როგორი სხვანაირი ყოფილა ოჯახის შექმნა და მრავალი ათასი რამ.
გულს სიამოვნებს ასეთი პოსტების კითხვა.
კარგია ბედნიერება, ძალიან კარგი.
13th-ცოტა მკრეხელური ლოცვა კი არის, მაგრამ მაინც ადამიანურია:))
Mallorie- ხო ამ პოსტში და ამ ტექსტის წერის დროს თავს იდეალურად ვგრძნობდი,რაღაცა კარგად ვიყავი და ეს მართლა იგრძნობა, ასეთი რამ ხშირად არ ხდება და თან არ მომიტყუებია:))
მაგრამ წუწუნს რაც შეეხება, ხანდახან სულაც არ არის წუწუნი ცუდი:**
რა კარგი იყო
მიხარია ხოლმე ასეთი თბილი და ბედნიერი ამბების კითხვა
ხოდა, რა კარგი პოსტი იყო. მინდოდა, რომ ცოტა დიდი ყოფილიყო და აგრერიგ მშრალი არ მომჩვენებოდა.
თითოეული სტრიქონი ისეთი გულაჩუყებით წავიკითხე. ძალიან მომეწონა.
shorenas yoveltvis tbil statiebis cerda da cers… arasdros damavicydeba shore sheni statia beboze,dzaaalian tbili,maxsovs ramdeni vitire ekam rom jurnali moitana da pirdapir sheni statia gadavshale
dzaaalian sayvareli xar da es postic dzaaalian momecona.
გვანცა შენ ხარ ხო ფარვანა, მე ეკა მეგონა:) მადლობა
vicodi rom egre gegoneboda da gagarkvie droulad
blogis sheqmna unishi davaleba mqonda da exla shentan dasakomentad gamoviyene
realurad ar mivekutvnebi blogerta jgups…