ამ ბოლო დროს ბლოგს თითქმის საერთოდ არ ვაქცევ ყურადღებას, შეიძლება ითქვას განწყობების ნაკლებობას განვიცდი და ჩემი პასიურობაც ამან გამოიწვია. უხასიათობის დროს კი შემიძლია უაზროდ დიდხანს ვიჯდე და ფეისბუქში მოვკლა საათები. ყველა სტატუსი, რომელიც ფბ-ზე იწერება პოტენციური პოსტია, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ, რომ სათანადო განწყობა მოვიკრიბო და ნიუ პოსტის ფანჯარა გავხსნა:/
ამ პოსტში შეიძლება რამდენიმე თემა გავაერთიანო და პოსტიც ისეთი ეკლექტური და ქაოსური გამოვიდეს, როგორი არეულიც მე ვარ. მოკლედ ხან ჭრა, ხან კიდე კერვა, ორივე სასარგებლო რამეა.
კვირას შემთხვევით სამებაში მოვხვდი შენდობის ლოცვაზე, უფროსწორად დედა მაკრინეს მივაკითხე მონასტერში და მანაც ხელი დამავლო და წაგვიყვანა მე და უტა. არ მოვყვები რა ხდებოდა სამებაში, არ გავლანძღავ და შეურაცხყოფას არ მივაყენებ მორწმუნეებს (რადგან არაფერი ყოფილა ისეთი, რასაც შეეძლო გავეღიზიანებინე, ანდა რატომ უნდა მაღიზიანებდეს ადამიანი, რომელსაც სურს იგრძნოს თავისი შეცდომები და ამას აღიარებს და რა მოხდა მერე თუ ამას ტაძარში აკეთებს,ან ამის გამოხატვას ფეისბუზე ცდილობს, მოკლედ ვერაფრით ვერ ჩავწვდი “ლიბერალი და ტოლერანტული” საზოგადოების სარკაზმს ფეისბუქზე). რაც შეეხება მიტევების დღეს, როდესაც მორწმუნეები ერთმანეთს პატიებას სთხოვენ და გულით შეუნდობენ ერთმანეთს წყენინებას, ახალი გამოგონება არ არის. იგი ძველი სამონასტრო ცხოვრებიდან მოდის. ადრე აღდგომის მარხვის დაწყების წინ, მონასტრის ბერები, რომლებიც მარხვის გასატარებლად ასკეტურ წესებს მიმართავდნენ და მკაცრი ცხოვრების სტილს ირჩევდნენ, სანამ მონასტრიდან სამოღვაწეოდ გავიდოდნენ, მანამდე ყველა ძმას ემშვიდობებოდნენ და შენდობას სთხოვდნენ, რადგან არ იცოდნენ თუ ვინ დაბრუნდებოდა ცოცხალი აღდგომის მარხვის დასრულების შემდეგ. ეს ტრადიცია კი სწორედ ძველი, მეუდაბნოე ბერებიდან მოდის.დიდი მარხვის პირველი კვირის 4 დღეს ტაძრებში იკითხება ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, როგორც დედა მაკრინემ ამიხსნა ეს ლოცვები იმისთვისაა, რომ დავინახოთ რომ მარტო ჩვენ არ ვართ ცოდვილები, მარტო ჩვენ არ გვაქვს შეცოდებები და შეცდომები და ცოდვა არ შეიძლება გახდეს დაცემის და სასოწარკვეთის მიზეზი. ანდრია კრიტელის სინანულის ლოცვები, მორწმუნეებს მიახვედრებს, რომ მათაც აქვთ სულიერი ძალა, თავის თავში დაამარცხონ ბოროტი.
მეორე თემაზე წერა, რითაც ეს პოსტი უნდა ამერია, საკმაოდ ვრცელი და შრომატევადი საქმიანობა შეიძლება იყოს და ამიტომ, ეს თემა სხვა დროისთვის გადავდე.
თან ეხლა ძალიან კარგი საბაბი მაქვს, სხვა საქმიანობით დავკავდე, რადგან მალე ულამაზესი და უჭკვიანეს რესპონდენტან მომიწევს შეხვედრა და რაღაცეები უნდა დავგეგმო.
რაც შეეხება პოსტის პათოსს და შენდობის დღესთან დაკავშირებულ თემებს, ვფიქრობ სულაც არ უნდა იყოს გამაღიზიანებელი, თან მითუმეტეს საჯაროდ არავის გთხოვთ შენდობას:))
შენდობის დღე და სხვა თავისებურებები
March 8, 2011 by shorena

შენდობის დღე უძველესი ტრადიციაა და ამაში დასაცინი რა არის, მართლა ვერ ვხვდები…
ზოგადად, სხვის რწმენას, თუ ის მართლა რწმენაა და არა მოდური იმიჯი, რატომ უნდა დასცინო, არ მესმის.
მოდური რელიგიურობა და ეკლესიურობა არ ვიცი როგორია, მაგრამ ხანდახან ადამიანები ვერ ვხვდებით, რამდენად მართლები ვართ, როცა სხვას თუნდაც ამ ადამიანის რწმენას, გემოვნებას ან ინტერესებს, როგორც ბნელს ისე მოვიხსენიებთ…
ძალიან მიჭირს ეკლესიურ ფანატიკოსებთან ურთიერთობა და ასევე იმ “ლიბერალებთან” და პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებთან, რომლებიც მაღალი იდეებით აპელირებენ და შემდეგ ასევე მარტივად შეუძლიათ უწოდონ ადამიანს ბნელი…
ეს საშინელი სიტყვა, რამ მოაფიქრებინათ:)
მოდური – წამბაძველობის გამო ეკლესიაში სიარულია და კიდევ იმის გამო, რომ ასეა მიღებული და თუ ივლი, კარგ ტიპად ჩაითვლები.
ამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ისევ წამბაძველობის გამო ათეისტობა და “ლიბერალობა” მხოლოდ იმიტომ, რომ ჭკვიანად და თანამედროვედ ჩაგთვალონ.
ჩემთვის ორივე მიუღებელია.
ფანატიკოსებთან, რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ, საერთო ენას ვერასოდეს მოვნახავ. მარგინალი, რა პოზიციასაც არ უნდა იცავდეს, ნებისმიერ შემთხვევაში ცდება.