მიშელ უელბეკის მსგავსი ინტელექტუალური და ფინანსური რესურსი, რომ გამაჩნდეს, მეც დიდი სიამოვნებით გადავსახლდებოდი ირლანდიის დასავლეთ სანაპიროზე , ვიყიდიდი სახლს, ბევრ წიგნებს, ყავის აპარატს, გამოვიკეტებოდი მარტო და ბევრ სულელურ პოსტს დავწერდი ბლოგზე. არა, დარწმუნებული ვარ, იმ დროს უფრო კარგადაც გამოვიყენებდი, მაგრამ მე ისეთი ოცნებები მაქვს, რომლის ბედი თავიდანვე განწირულია. ამასთან ერთად გენეტიკურადაც პესიმისტი ვარ.
პოპულარული ,ფრანგი მწერალი პარიზიდან ირლანდიაში გადაბარგებას მაღალ გადასახადებს უკავშირებს. დღესდღეობით ნამდვილად არ ვიცი სად იმყოფება “თანამედროვე, ცოცხალი, ფრანგი მწერალი”/ფ.ბეგბედერი/, მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, დარწმუნებული ვარ გამუდმებით ეწევა სიგარეტს, აქვს დეპრესიული სახე და რაიმე, პროვოკაციულ საკითხავს გვიმზადებს.
არა, უელბეკზე წერას ნამდვილად არ ვაპირებ. ეს ტექსტიც წინას მსგავსად სოციალური პრობლემების გამოძახილია და სამწხაროდ, ჩემი ბლოგიც სოციალური კრიტიკოსის ბლოგს დაემსგავსება, თუ ასეთი ტემპით გავაგრძელებ წერას.
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სუნზე…სუნი სხვადასხვაგვარია, არის კარგი სუნი და ცუდი სუნი, სასიამონო და უსიამოვნო, არის აუტანელი სუნი, დახუთული სუნი, ბინძური სუნი და ა.შ არსებობს კიდევ ერთი სუნი, რომელსაც ჩვენ სახელს ვერ ვუწოდებთ, მას ”ყოფითი სუნი” სუნი ჰქვია.
ზუსტად ასეთ, ყოფით სუნს “წავაწყდი”ამ დილით მეტროში, როდესაც ვიღაც ქალს მივუჯექი გვერდით. ჩემს წინ მჯდომი თვალებგაფართოებული მგზავრებისგან მივხვდი, უცნაური გარეგნობის მქონე თანამგზავრის გვერდით მოვხვდი. მას უცნაური, შინნაკეთი მალამოს სუნი ასდიოდა, მერე აღმოვაჩინე, რომ შუახანს მიღწეული ჩემი თანამგზავრი ქალთა იმ კატეგორიას ეკუთვნოდა 60 წლის ასაკში, კვლავაც რომ აგრძელებენ 18 წლის გოგონებივით პრანჭიაობას. თვალი შევავლე და ხასიათი წამიხდა, ეს უცნაური სუნი მის პარფიუმერიას ასდიოდა, რომლითაც თავი გაელამაზებინა. გასვლისას, მთელმა ვაგონმა თვალი გააყოლა. ნეტა, როგორი სუნი ასდით დაბერებულ მეძავებს? შეიძლება, მათ ყველაზე სევდიანი სუნი აქვთ მთელს დედამიწაზე.
შინ დამზადებული მალამოს სუნის გარდა საზოგადოებრივ ტრანსპორტში სხვა სუნებსაც შევიგრძნობთ, ხანდახან უბრალოდ გვეუხერხულება თქმა თუ რისი სუნი გვცემს. მეტროში, ყვითელ ავტობუსებსა და ყვითელ მიკროავტობუსებში მართლაც აუტანელი სუნი დგას, მგზავრებს ყოველთვის ეშინიათ “არ გაცივდნენ” ან “პატარა არ გაცივდეთ”, სამაგიეროდ მზად არიან ერთმანეთი ფიზიკურადაც კი შეიწოვონ, ოღონდ სუფთა ჰაერს ნუ შემოუშვებენ, ფანჯრის შეღებვის მოთხოვნაზე კი ისე შემოგხედავენ , თითქო ანარქისტი იყო და სახელმწიფოებრივ გადატრიალებას გეგმავდე.
ჩვენ დაავადებულები ვართ ერთმანეთის სუნებით, მაგრამ რთმანეთი მაინც არ გვიყვარს, იმიტომ რომ ჩვენ მათზე კარგი სუნი აგვდის, საბოლოოდ ჩვენ ყველას სპეციფიური სუნი გვაქვს და ამას ვერსად გავექცევით.
აი, მე მაგალითად ყველანაირ სუნს ვხვრეპ, რადგან სულ პირღია დავდივარ, რატომღაც გადავეჩვიე ცხვირით სუნთქვას. ვისუნთქავს ქალაქის ნაგავს, მეტი ყოფითობა რაღა მინდა?
არიან ადამიანები, რომლებიც ცინიკურად საუბრობენ ცუდსუნიანებზე. მათ ფუფუნების, უზრუნველობის, სიმდიდრის, დონა კარანის, შანელის და დიორის სუნები მოსწონთ, მეც არ ვარ გამონაკლისი. ასეთი სუნი, როცა გვცემს, ცხვირზე ხელს არ ვიფარებთ და არც ხელს ავიქნევთ დემონსტრაციულად, რომელიც საშინელი სუნის აუტანლობას გამოხატავს.
მე მაინც არ მაქვს პრობლემა, ვისაც როგორი სუნი უნდა ისეთი ჰქონდეს, უბრალოდ მე პირადად ფანჯრების გამოღებას ვითხოვ, რათა ღრმად ჩავისუნთქო ურბანული ჰაერი, რაც არ უნდა მტვრიანი იყოს ის. თუმცა, თუ გულმოდგინე ცინიკურობას თავს დავანებებთ და ცუდი სუნების გაჩენის მიზეზს ვიკითხავთ, მივხვდებით რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ ადამიანებს ვერჩოდეთ, ეს მათი ცხოვრების სუნია, რომლითაც ისინი განაგრძობენ არსებობას, აგრძელებენ ცხოვრებას გაჭირვებით, ნერვიულობით, შიშით,ეკონომიურობით, იმედგაცრუებებით, სიყვარულით, ხანმოკლე ბედნიერებებით და ა.შ ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათი ცხოვრება განვიკითხოთ, ისინი არაფერში არიან დამნაშავე, ეს სპეციფიური სუნები მათი არაა და მათ, არ უნდა სხვენოდეთ ამ სუნის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ამ სუნის არსებობა იმ ქვეყნის სირცხვილია, სადაც ისინი საარსებო მინიმუმით თავის გადარჩენას ცდილობენ. დარწმუნებული ვარ მათ არ ეზარებათ საკუთარი ჰიგიენის მოწესრიგება, უბრალოდ ამ ხალხს ამის ელემენტარული პირობები არ გააჩნიათ, არ აქვთ წყლის გამაცხელებლები, არც იმის საშუალება აქვთ ელექტრო ენერგიის + დასუფთავების გადასახადი გადაიხადონ.
რა თქმა უნდა ეს პოსტი არ არის დაუბანლობის გამართლებისთვის დაწერილი, ეს ტექსტი საკუთარი თავისთვის დავწერე, რათა არ გავღიზიანდე იმ ყოფითი სუნებით, რომელიც მე ყოველ დღე მცემს საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სანამ, ვინმეს ცხვირს ავუბზუებდე, მანამდე კარგად უნდა გამოვიკვლიო სუნების გენეოლოგია.

როგორ გეთანხმები! მეც საზოგადოებრივი ტრანსპორტით დავდივარ, მიწევს ღრმად ვისუნთქო ეს ყოფითი სუნები და ყოველთვის ეს აზრი მქონდა ცხვირაბზუებულებზე, რომლებიც ცინკურად მოიხსენიებენ სხვებს.
აი ეს: “ჩვენ არ გვაქვს უფლება, მათი ცხოვრება განვიკითხოთ, ისინი არაფერში არიან დამნაშავე, ეს სპეციფიური სუნები მათი არაა და მათ, არ უნდა სხვენოდეთ ამ სუნის, ყოველგვარი პათეტიკის გარეშე ამ სუნის არსებობა იმ ქვეყნის სირცხვილია, სადაც ისინი საარსებო მინიმუმით თავის გადარჩენას ცდილობენ. ” – უზუსტესია!!
am boლო დროს სუნებს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ, მაღიზიანებს დილით გამოსული ადამიანები, რომელთან ენ რაოდენობით ტკბილი სუნამო ასხიათ, ან კიდევ ოფლის სუნი აქვთ
(
მომეწონა შენი ბლოგი, დღეიდან ხშირად გესტუმები და მეგობრებშჳც დაგამატე