მე ჩემი ქვეყანა არ მიყვარს, ამიტომ დღეს არაფერს ვდღესასწაულობდი, დილით საშინელი კარტოფილი შევწვი, მერე იმაზე გავჭედე, რომ ვარდების რევოლუციის საკითხი ნებისმიერ დროს გადასახედია, ხალხის გადასაფასებელია და როცა, ასეთ ფრაზებს ვკითხულობ, რომ რევოლუცია, არ ექვემდებარება გადახედვას, უბრალოდ გონება მებინდება:/
მერე, წავედი სამსახურში.
ეხლა, სულაც არ მინდა ეს პოსტი პოლიტიკურ-პათეტიკური იყოს, მაგრამ რახან დავიწყე მგონი პოლიტიკაზე საუბარს ცოტა ხანს თავიდან ვერ ავიცილებ. მოკლედ, ვინ ჯანდაბა ვარ მე? მე ვარ, ექვსნიშნა(ან ცოტა მეტი, ციფრებთან ცუდად ვარ) ციფრთა კომბინაცია სახელმწიფო რეესტრში, ჩემი ქვეყანა არ მიყვარს, რადგან რომ მიყვარდეს სიყვარული ორმხრივი უნდა იყოს, მისგანაც უნდა ვიღებდე სარგებელს კარგი გაგებით და მეც უნდა ვიღვწვოდე მისთვის, სიყვარულის მოტივაცია უნდა გამაჩნდეს, მე სიყვარულის შესახებ იმ გავრცელებულ აზრს ვემხრობი, რომ იგი ეგოისტურია, ამიტომ გამოდის, რომ ყოველგვარი სიყვარულის გარეშე, ჩემი არსებობისთვის ვიხდი სახელმიწფო გადასახადებს, რახან გადასახადებსაც ვიხდი და ამ ფულით საკუთარ მთავრობის დამფინანსებელი ვხვდები, ნებისმიერ დროს, მაქვს იმის უფლება, რომ გამოვხატო ჩემი სამოქალაქო პოზიცია, დავიცვა საკუთარი და თუ ამის თავი მაქვს, სხვისი უფლებებიც, გამაჩნდეს საკუთარი შეხედულება ამა თუ იმ მოვლენაზე და ა.შ და ა.შ მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ყველას აქვს უფლება და სურვილიც უნდა ჰქონდეს, რომ უკვე მომხდარ “ისტორიული ” მნიშვნელობის ფაქტების ხელახლა გააზრება მოახდინოს, კრიტიკული თვალით შეხედოს და ახალი რეალობა დაინახოს, ეს თუ ასე არ მოხდა, ვერაფერსაც ვერ ვისწავლით, ვერ შევიძენთ პოლიტიკურ გამოცდილებას და ისევ ეიფორიულ ექსტაზში დავრჩებით, როგორი რეაქციაც გვქონდა რევოლუციის დღეებში წალენჯიხიდან ჩამოსულ ავტობუსზე…ვარდების რევოლუციის ხსენებისას, მუდმივად ეს კადრი ამოტივტივდება თავში.
ჩვენ , იმ სამოქალაქო სივრცის შვილები ვართ, როცა საზოგადოებრივი და პოლიტიკური ცხოვრება მიტინგების ფონზე მიმდინარეობდა, როცა ერის და სახელმწიფოს ხასიათი არადემოკრატიული კონტურებით იძერწებოდა, რის შედეგადაც დღეს მივიღეთ თანამედროვე ღირებულებისგან დაცლილი საზოგადოება, რომელსაც ძნელია სამოქალაქო საზოგადოება უწოდო. ადრე ხშირად მახსენებდნენ, არ ვიცი ამით რისი ხაზგასმა სურდათ, რომ იმ მიტინგების ეპოქაში, მე რამდენიმე წლის პატარა, მუშტებშემართული გავიძახოდი :”ზვიადი, ზვიადი”, ამ ფაქტის გახსენება, რომელიც მე საერთოდ არ მახსოვს, რატომღაც ყოველთვის შეურაცხმყოფდა, ვგრძნობდი, რომ ჩემგან დამოუკიდებლად, მე ვიღაცის პოლიტიკურ ტენდენციას ვახმიანებდი. მერე იგივე, მოხდა “მიშა, მიშაზე”, ეხლა რიგში “ბიძინიზმია” და საერთოდაც, ჩვენ ვერასოდეს ვსწავლობთ ჭკუას, რადგან ყოველთვის გვეზარება მოვლენების გააზრება.
გუშინ, მეტროში ვიღაც ქალი მხატავდა, ნახატს რომ დავხედე ვიღაც მოდელი დაუხატავს, არც წიგნი არ ჩანდა და არაფერი,მე ხომ ნამდვილად არ ვიყავი ის გოგო.

დასტურ