ამაზე, უფრო ადრეც უნდა დამეწერა, მაგრამ თავი ვერ მოვაბი, თუმცა არც ეხლაა გვიან. გულფინა დეიდა ჩემს კორპუსში ცხოვრობს, ადრე ჰყავდა მხოლოდ ერთი ცირა, რომელიც სკოლაში ჩემი კლასელი იყო, ეხლა უკვე ანაც ჰყავს. ცირა, ორი წლის წინ მარტვილის მონასტრის კიბეებზე შემხვდა, ვერაფრით ვერ გავიხსენე ვინ იყო, დიდი დრო დამჭირდა ძველი კლასელის გასახსენებლად, რომელიც თითქმის მთლიანად შეცვლილიყო, გამხდარიყო და სახეც დაპატარავებოდა.
ცირა ჩემი კლასელი იყო დაწყებითიდან, მეცხრე კლასის მერე კი აღარ მინახავს. ეხლა ვფიქრობ, რომ კარგი გოგოა და ჩვენ ალბათ ეხლა უფრო შევძლებდით მეგობრობას, ვიდრე მაშინ, როცა ცირა კლასის ყველაზე აქტიური მშობლის შვილი იყო. გულფინა დეიდა კრეფდა მასწავლებლის სარვამარტო და დაბადებისდღეებისთვის მოსაკრებელს, ის ადგენდა ექსკურსიის ხარჯებს, ის გავავალებდა მოგვეტანა რამდენიმე ლარი, სკოლის ოთახის ფარდებისთვის, დამლაგებლისთვის, “მასტიკისთვის”, ზუსტად მის და ცირას გამო წავიდა ჩემი ქართულის მასწავლებელი კომპრომისზე, რომ არ “შეიძლებოდა” ჯგუფში ორ ბავშვს ხუთიანი გამოჰყოლოდა, ხუთიანს მხოლოდ ცირა იმსახურებდა, ხოდა ასე უპრეტენზიოდ და ხმისამოუღებლად დავრჩი წლის ბოლოს გამართული ოთხიანით, ცირამ კი სამედიცინოზე ჩააბარა და დღემდე, ვერ ვხვდები რაში ჭირდებოდა მის დედას ის დამპალი ნიშანი, რომელიც მგონი არაფერში გამოსდგომია.
სამაგიეროდ, დედაჩემი მასწავლებელი იყო იმ სკოლაში, ლექსებს და მოთხრობებს წერდა და ა.შ და როცა ეს ამბავი მოვუყევი, დიდად არ გაუპროტესტებია, მითხრა რომ ნიშანს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ამის შემდეგ მეც დიდად არ მინაღვლია ჩემი დაკნინებული ნიშანის ამბავი.
სკოლაში,” მასწავლებლის შვილები” პრივილეგირებულებად ითვლებოდნენ, სკოლის ყველაზე “მაგარ” ბიჭებს ისინი უყვარდნენ და კლასის კართან მათ ელოდებოდნენ, სახლებშიც მათ აცილებდნენ და დაბადების დღეებზეც პლუშის დათუნიებს ჩუქნიდნენ. მე ამ კუთხითაც არაპრივილეგირებულთა სიაში ვიყავი და ზოგჯერ, ამას ძალიან განვიცდიდი, ეხლა ვფიქრობ, რომ ჩემთან მოახლოება უფრო ეშინოდათ და კიდევ, კარგი ასე რომ ხდებოდა, იმდენ უინტერესო ტიპთან ურთიერთობას გადამარჩინა ჩემმა მარტოსულმა მგლობამ:))))).
ამდენი წელი გავიდა, ცირა ალბათ კარგი ექიმი იქნება უკვე, დედის მზრუნველობიდანაც გამოვიდოდა და იმედი მაქვს დამოუკიდებლად იღებს ნიშნებს სხვადასხვა გამოცდებში. მე კი ჩემი კორპუსი და უბნის სკოლა მომენატრა და ეს ბლოგიც მას ეძღვნება, სხვა დროს დავწერ “სალაქეთაზე”, ეს ამბავი სკოლის კედლებს შემორჩა, პირველიდან მეოთხე სართულის ჩათვლით.

სკოლაში,” მასწავლებლის შვილები” პრივილეგირებულებად ითვლებოდნენ, სკოლის ყველაზე “მაგარ” ბიჭებს ისინი უყვარდნენ – ჩემ სკოლაშიც ეგრე იყო,ან აიჩემებდნენ ერთ გოგოს და ყველას ის უყვარდა:)
ჰეჰ, აზრზე არ ვარ, რად უნდოდა დედაჩემს ჩემი კრუგლი ხუთოსნობა და ვერც ვერასდროს მივხვდები, მაგრამ გვარიანად დამტანჯა.. კალიგრაფიაში ვერ ვქაჩავდი.
წლების მერე მოწვეული ფსიქოლოგი ერთერთ სამსახურში გამიოგნდა, ასეთი მონაცემებით, რატომ არ გაქვს ლიდერობის მოთხოვნილებაო? მემგონი იმიტომ რომ ნამეტანს მთხოვდნენ ბავშვობაში.
მე კიდე მგონი მხოლოდ კალიგრაფიაში და ქართულ ენასა და ლიტერატურაში ვვარგოდი, არ მიყვარს სკოლის წლები, დაუცველობას მახსენებს:/
sackali cira! ise cudi gogo ar iqneboda. dzalian sakvareli chanaceria, cota carsulis bogmit, magram mainc tbili, mec gamaxsenda bavshvobisn clebi. shore dedas nacerebi dzalian momcons, shenic ratqmainda,magramdedasimainc gansakutrebit (ar mickino)…… deda momikitxe
გოჩა, დიდი მადლობა. მიხარია, რომ ეს ბლოგი წაიკითხე. ხო, ცოტა ბოღმა ნამდვილად არის საკმაზივით:)ცირა, მართლა კარგი გოგოა, დიდხანს ვეძებე სოციალურ ქსელებში და ვერ ვნახე, თუ ვნახავ ამ ბლოგსაც წავაკიტხებ:)
ვერასდროს ვიტანდი ,,გულფინა დეიდებს”.მაჯლაჯუნებს. გულს რომ გიღრღნიდნენ ერთი ლარის გამო. არადა სად იყო მაშინ ის ერთი ლარი.
შენ ეგა თქვი:)
დედაცემი არ ყოფილა გულფინა, მარტო კრებებზე მოდიოდა ხოლმე. უბრალოდ კალიგრაფიის გარდა ყველაფერს ვსწავლობდი, თხუპნია ვიყავი
შემდეგ კლასებში სკოლა შევიცვალე და პრობლემა არარ იყო მართალი ხარ, დაუცველი წლებია და ამიტომ გვახსოვს ასე მწარედ.