ბევრს ვფიქრობ, როგორ გავექცე დანაგვიანებულ გარემოს, პირდაპირი მნიშვნელობითაც ვგულისხმობ და ირიბითაც, ამიტომ ვცდილობ ის საქმეები გავაკეთო, რომელიც წლების განმავლობაში ტრადიციასავით ჩამოყალიბდა, აი მაგალითად ყოველ ზამთარს, წინასაახალწლო პერიოდში წავიკითხო სელინჯერის “თამაში ჭვავის ყანაში” , ვცდილობ ვიყო სიჩუმეში და დავიბრუნო ძველი განწყობა, შობის ღამეს მაგიდის ქვეშ შევძვრე და სურვილები ასე ჩავიფიქრო.
ბოლო დროს ვფიქრობ უნდა არსებობდეს განწყობის კონტრაცეფტივები, რომ უსიამოვნო გრძნობები თავიდან აირიდო, მოიშორო ნევროზული გადაღლილობა და მეგობართან ერთად ასკილის ჩაი დალიო, ყელში მოწოლილი სიტყვები ამოყარო და საერთოდაც, მშვიდი ძილით იძინო, რომლიც მთელი დღის განმავლობაში გეყოფა. ვგრძნობ, რომ რაღაცაა დასაბრუნებელი, რომელიც ყველაფერს გამოაკეთებს და სასიკეთოდ შეცვლის.
ვეღარ ვწერ
