ეხლა, როცა რაქიტიანს დავემსგავსე ჩემი მუცლის გამო, ესეც ღმერთის და ბებიაჩემის დამსახურებაა, დროულად რომ ჩამსვა საქონლის ფაშვში. ამ ამბის გახსენებამ, ბავშვობაში დამაბრუნა, როცა ეს ამბავი, საშინლად მაღიზიანებდა და მარცხვენდა, ეხლა კი გადავწყვიტე შევიყვარო ისტორიები, რომლებმაც ძვლები გამიმაგრა და და სიკვდილს გადამარჩინა. რაც, დრო გადის ეს ამბავი უფრო და უფრო მიყვარდება, თანდათან კი გაზაფხული დგება და [...]
Archive for February, 2012
რაქიტიანი გოგოს ამბები
Posted in Uncategorized, tagged ველესი, რაქიტი on February 28, 2012 | 5 Comments »
გაზაფხული
Posted in Uncategorized, tagged გაზაფხული on February 27, 2012 | 2 Comments »
ნუ ეცდებით სისტემატიზაციას და გამოგონილი ამბების გარეალურებას… “ორშაბათი დღე ეზოთერიკას მიუძღვენით. მორიელებო, დღეს თქვენ გაამართლებთ თქვენზე ნათქვამს, სექსის მერე შეგეძლებათ ყანაც კი მოთოხნოთ, ისეთ ენერგიებს მიიღებთ. ჭიპის ქვეშ, ხუთ სანტიმეტრში არის სიცოცხლის და სიყვარულის ცენტრი, ამიტომ გულუხვად გამოუშვით სიყვარული”…რომელიღაცა, რადიო და ამ დროს მორიგმა მამაკაცმა ურცხვად გამაწმინდა თავისი ოფლიანი უკანალი. საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჭედილია. ყველა ყველას [...]
სოციალური მტვერსასრუტები
Posted in Uncategorized, tagged მტვერსასრუტი on February 20, 2012 | 1 Comment »
უტამ მითხრა, დაანებე თავი ამ სექსებზე და ანანიზმზე წერას, სოციალურ თემებზე და პოლიტიკაზე წერეო. არადა, მე არცერთზე ვწერ, სოციალური თემები კი უფრო მეტად არ მიზიდავს, რა აზრი აქვს ყოველდღე ერთი და იგივეზე ლაპარაკს, მომაბეზრებელია და თან ხალხიც დაიღალა, როცა ადამიანები ჩართულ ტელევიზორს ემსგავსებიან, ეს სულაც არ უნდა იყოს კარგი. უფროსწორად, სიმართლე იმაშია, რომ ჩემი სოციალური [...]
ჩემგან, ამოკენკილი ამბები
Posted in Uncategorized, tagged ამოკენკილი ამბები, ბათუმი, ბათუმის პრესკაფე, მივლინება on February 17, 2012 | Leave a Comment »
ჩემი ორდღიანი მივლინება დღეს დილიდან დაიწყო. დილის შვიდის ნახევარზე მაღვიძარას ზარმა დაუყოვნებლად წამომახტუნა, დიდხანს აღარ გამიჭიანურებია. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოთხოვება ერთმანეთთან, უფრო მე, ყველაფერს ვისუნთქავ მისას, ყელს, თვალებს, კისერს, შუბლს, ცხვირს, ყველაფერს ვიმახსოვრებ. რა საშინელებაა წასვლა, თუნდაც ორი დღით, ნეტა როდის შევეშვები ამ ტრაგიკულ გამოხტომებს. ბათუმში საღამოა და სითბო, არ ვიცი შეიძლება მე მომეჩვენა ასე, [...]
ჩემი, გრძელფეხება მამილო
Posted in Uncategorized on February 14, 2012 | Leave a Comment »
რადგან, საბოლოოდ დავითარსე და წავედი ხელიდან, მხოლოდ ამ ორ სიმღერას დავდებ ბლოგზე. უტას ეყენა მობილურზე ზარად. ხოდა ყველაზე კარგ ზარებს მახსენებს ეს სიმღერები:) ესეც:) ტკბილად, დაიძინეთ ხალხებო:)
არჩილი
Posted in Uncategorized, tagged ანიმაცია, არჩილი, ერლომი, კოღო ქალაქში, ნიქოზი on February 6, 2012 | 1 Comment »
როცა, სამუშაო კვირის პირველივე დღეს მწარედ გაცივდები, რამე კარგი უნდა გააკეთო, თუნდაც ადგე და ხბოს ხორცი მოიხარშო, მერე თბილად მოკალათდე და კარგი ადამიანები გაიხსენო. მაშასადამე, დღეს გავიცნოთ არჩილი. არჩილი მაღალი და სიმპატიურია, ხშირად ატარებს დაბალ წვერს, გულიანად იცინის, ცოტა ხნის წინ ნიქოზში, თითქმის ცხინვალის საზღვარზე ბავშვებს ხატვას ასწავლიდა, როგორც ვიცი ბავშვები ჩერჩილს ეძახიან და ძალიან [...]
რა, მინდა წელს?
Posted in Uncategorized, tagged 2012, ბავშვი, მასწავლებელი, შვილი, ხელფასი on February 5, 2012 | 6 Comments »
ვერ ვიტან, დიდი მსუქანი ფანტელების შემდეგ მზე , რომ გამოანათებს და ყველაფერს წყლად აქცევს, ასეთ უაზრო ამბავს ნამდვილად ჯობია, გადაუღებლად ითოვოს და სამსახურში მიმავალს ისეთი შეგრძნება არ მქონდეს, რომ ტალახიან ხილფაფაში მივაბიჯებ. ისე კი, ყველაფერს მირჩევნია მალე დადგეს გაზაფხული, ჩემი რამდენიმე ლამაზი კაბა ჩავიცვა და მსუქანი და მძიმე კურტკები კარადაში შევინახო. ჯერჯერობით, ცხელი ჩაი გაბრიაძის [...]
