ვერ ვიტან, დიდი მსუქანი ფანტელების შემდეგ მზე , რომ გამოანათებს და ყველაფერს წყლად აქცევს, ასეთ უაზრო ამბავს ნამდვილად ჯობია, გადაუღებლად ითოვოს და სამსახურში მიმავალს ისეთი შეგრძნება არ მქონდეს, რომ ტალახიან ხილფაფაში მივაბიჯებ. ისე კი, ყველაფერს მირჩევნია მალე დადგეს გაზაფხული, ჩემი რამდენიმე ლამაზი კაბა ჩავიცვა და მსუქანი და მძიმე კურტკები კარადაში შევინახო. ჯერჯერობით, ცხელი ჩაი გაბრიაძის კაფეში დავლიო და თეთრი, ძველი ფარდები და ტილოები გავიხსენო, დიდიხნის წინ რომ გაცვდა…და სადღაც, ჯანდაბაში გადავყარეთ.
მოკლედ, ქალური ამბებია.
თან, გაზაფხულზე ბავშვიც უნდა გაჩნდეს, მინდა ეს ყველაფერი უმტკივნეულოდ და ყველანაირი ქირურგიული კვეთის გარეშე მოხერხდეს, მერე ბავშვის დამტოვებელი და აღმზრდელი გამომიჩნდეს და მე, ჩემს საქმეს მივხედო. უტა იძახის ბავშვს უცხო ქალივით არ ელაპარაკო, ცოდოაო, მე კი აზრზე არ ვარ რა უნდა ვუთხრა და როგორ, მოვეფერო, ჯერ მუცლად მყოფს.
ჩემი ხელფასი, რომ გაორმაგდეს ამაზე კარგი არაფერი იქნება, ამიტომ წელს ჯანმრთელობასთან და სიყვარულთან ერთად, ამაზეც უნდა ვიფიქრო. პირობას ვდებ მხოლოდ, ძალიან საჭირო და სასიხარულო რამეებში დავხარჯავ.
მასწავლებელი უნდა გავხდე. ამაზე დიდიხანია ვფიქრობ, მაგრამ აქამდე საკუთარი თვითშეფასება მიშლიდა ხელს, ამ თემაზე სერიოზულად მეფიქრა, ხოდა ეხლა მკაცრად გადავწყვიტე მომავალ წელს აუცილებლად მეყოლება პატარა ჯგუფი, სადაც კარგ და სასიამოვნო რამეებზე ვილაპარაკებთ, როცა მოგვინდება იატაკზე დავჯდებით და ისე წავიკითხავთ სხვადასხვა ტექსტებს, ერთმანეთს მხოლოდ კარგ რამეებს მოვუყვებით და ა.შ და ა.შ . მთავარ მიზნებზე და გეგმებზე ჯერჯერობით მხოლოდ, ვორდის ფაილში ვწერ, იმედია რამე გამომივა.
ხოდა ასე…

cota ucnauria sheni damokidebuleba sakutari shvilis mimart. shen shens azrebs wer, me rogorc yoveltvis gkitxulob, gaprotestebac ra sisulelea – agar momewoneba agar wagikitxav – ubralod cota mashinebs sheni bolo postebis kitxva. arabunebrivad mimachnia roca deda sakutar shvils ver grdznobs da ar ukvars, tundac jer kidev muclad myopi
სისულელეა, მაგრამ არ შეგედავები:))) თან, რიგი არგუმენტების ჩამოყრა მეზარება, რატომ ვფიქრობ ასე. ასეთი დასკვნები, რომ არ გამოიტანო ამისთვის ეს ძალიან ზოგადი პოსტია და თუ კარგად დააკვირდები, გაფილტრულია ყველანაირი მგრძნობელობისგან, ვისაც ასეთი შთაბეჭდილება რჩება, ჩემს გულში არ ზის და არ იცის რას ვფიქრობ, რას ვაპირებ, რას ვგეგმავ და ა.შ ამაზე, აქ არ ვილაპარაკებ. უბრალოდ, არსებობს ასეთი ცნება :”პასუხისმგებლობა” და ხშირად ამ ტვირთს სხვას აჰკიდებენ ზურგზე, იმის მაგივრად რომ თავად ათრიონ…ეს რა შუაშია, ამას ისინი მიხვდებიან, რომლებიც ყველაფერს დამოუკიდებლად აგვარებენ, მშობლებს და სხვა ნათესავებს ბარგად არ აწვებიან, მუდმივად მუშაობენ და ბევრი რამის გაკეთებას ასწრებენ. თუ ბუნდოვანია რამე, ამ თემაზე აუცილებლად დავწერ როდესმე პოსტს, მანამდე კი ნუ წამიკითხავთ, ვინძლო არ შეშინდეთ:)
გისურვებ, წლის ბოლოს თქვა, ამ წელს ყველაფერი გამომივიდაო :*
მადლობა ქეთი, ვნახოთ რას ვიტყვი წლის ბოლოს:) შენც, წარმატებები
მადლობა, იმედია, მხოლოდ კარგს ვიტყვით
გისურვებ ყველა სურვილის განხორციელებას
ეს თოვლის დნობა, მართლაც სასტიკი რამეა, ამიტომაა თებერვალი კიდევ მძიმე…