უტამ მითხრა, დაანებე თავი ამ სექსებზე და ანანიზმზე წერას, სოციალურ თემებზე და პოლიტიკაზე წერეო. არადა, მე არცერთზე ვწერ, სოციალური თემები კი უფრო მეტად არ მიზიდავს, რა აზრი აქვს ყოველდღე ერთი და იგივეზე ლაპარაკს, მომაბეზრებელია და თან ხალხიც დაიღალა, როცა ადამიანები ჩართულ ტელევიზორს ემსგავსებიან, ეს სულაც არ უნდა იყოს კარგი. უფროსწორად, სიმართლე იმაშია, რომ ჩემი სოციალური პოზიციები შესუსტდა, სიმძაფრე მოაკლდა და ჩვენი შემრიგებლობაც რუტინაში გადავიდა. ისე კი ბევრად საინტერესოა, როგორ ცხოვრობენ მარტოდმარტო ადამიანები, საკუთარ დაზიანებულ ფსიქო-სომატურ სამყაროში შეყუჟულები, ცალმხრივი სექსით და უამრავი, გამოგონილი ტიპებით. მე ამაზე მირჩევნია ვიფიქრო, ვიდრე ფეისბუქზე დღეში ოცჯერ გაშეარებული ამბები ვიკითხო.
ჩვენ ყველა ცუდად ვართ, ძალიან ცოტა ვიცი კარგად რომ იყოს , სისტემატური მელანქოლია არ უღრღნიდეს გულს და ჯანდაბაში გადაკარგვას არ სურვობდეს. ჩვენ ყველას გვინდა, რომ ძალიან კარგად ვიყოთ, მაგრამ ვერასდროს მივხვდებით რას ვგულისხმობთ კონკრეტულად კარგად ყოფნაში, ამაში არც ბოდი მასაჟი დაგვეხმარება, არც საუნა და არც სპა აბაზანები. ბედნიერების შესახებ, არავინაც არაფერი არ იცის და დანარჩენი გამოგონილი ტექსტები ბედნიერების შესახებ უაზრო ლაყბობაა იმ უმეცრებაზე, რომლის შესახებაც ვერასდროს ვერაფერს გავიგებთ. სხვებისგან შექმნილ აფიორაში ცხოვრება, კი სახარბიელო სულაც არ უნდა იყოს.
დრო, კი შესამჩნევად სწრაფად გარბის, რუტინა გრძელდება, ყოველდღიურად ჩვენი გონება სხვადასხვა სულელური ინფორმაციებით იკვებება, ნაგვისგან გავსებულ მტვერსასრუტებს ვემსგავსებით. რა მოუვა, ჩვენს მტვერსასრუტებს ამდენი ნაგვისგან, ეს ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდება. მანამდე კი, ყველანაირი ფეისბუქ-აქტივობები და ჩვენი ნელ-თბილი რეაქციები მძიმე სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე, უბრალოდ პოზის შეცვლაა. უმოქმედო და უსარგებლო პოზა.ერთი გვერდიდან, მეორეზე გადაბრუნება.

მეც ხშირად მინდა ჯანდაბაში გადაკარგვა, ამის გაკეთების თუ ამაზე ფიქრის ნაცვლად კი მივდივარ და სპა რიტუალებს ვიტარებ
))
უცნაური ისაა, რომ როცა ძალიან დაკავებული ხარ, ამის მიხვედრის თავი არ გაქვს, თუ მეგობარ ბლოგზე არ წაიკითხავ : )))