Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ახალი წელი’

როცა, ახალი წელი მობოგინდა და წაბოგინდა, მე ვფიქრობდი , რომ არ მეცვა წითელი ტრუსიკი მარადიული სიყვარულის სიმბოლო და არ მქონდა ყვითელი ფერის მაისური ან კაბა, ნიშანი გამდიდრების წინაპირობისთვის  და მაგიტომაც, სტანდარტულად უჟმურ ხასიათზე ვიდექი. მერე  გამახსენდა  ფრაზა, რომელიც რამდენჯერმე გამოვიყენე პრაქტიკაში, ხოდა, რასაც ხშირად ვიყენებ იმის გამეორება არ მიყვარს. არც ახალ წელს გავიმეორებ, გახსენებად არ ღირს. [...]

Read Full Post »

ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს [...]

Read Full Post »

ალბათ, არც გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ სულაც ვერ ვგრძნობ ახალი წლის მოახლოებას, მგონი ყველა ასეა. გუშინ, სხვისი ნაძვის ხე გავაწყვეთ სხვის სახლში, სხვისი სათამაშოები დავკიდეთ ნაძვის ხეზე, ფერად “წვიმებს” რომ ვუყურებდი, ჩემი ბავშვობის ოცნებები მახსენდებოდა, რომელსაც ეხლა ცოტა სხვანაირად განვახორციელებდი. მოკლედ, არც სხვისი ნაძვის ხე და არც სხვისი სათამაშოები, არ არის გასაკვირი და საერთოდაც არაფერი [...]

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ ამ წელს, მუდმივად კოცნის განწყობაზე ვიქნები, რადგან 2010-ში ჰერპესები დამებედა.ჰერპესები ჩემთვის რასაც ნიშნავს, ეს დიდი და გრძელი თემაა, ამიტომ ჩემს ჰერპესებს მომავალში პოსტს მივუძღვნი. მანამდე კი ვიცი ჩემი ვეფხვუნიები ამ წელს ჩემი ბედნიერებისთვის იზრუნებენ:) ყველას ვულოცავ ვინც მომილოცა და ვინც ვერ მომილოცა. მე მართლა მჯერა, რომ ყოველ წელს ადამიანის ცხოვრებაში ახალი სასწაულები ხდება, [...]

Read Full Post »

რა ვქნა ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, დილის 10 საათზე სადარბაზოში რომ დგანან და ლაყბობენ. კაცთომყვარეობით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ამათ მართლა ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. უსაქმურები და ჭორიკნები. მოცლილები და უმოტივაციოები. უდარდელები და უაზროები. ცუდი ქმრები და ცუდი საყვარლები. უმუშევრები და სამსახურის შოვნის სურვილდაკარგულები. დედიკოს ბიჭები და მატყუარები. ლოთები, საეჭვო წარსულის მქონეები, ქურდული გაგებით [...]

Read Full Post »

მე ნიკოლი ვარ და ჭადრების შესახვევში ვცხოვრობ, სადაც უკვე დაიწყეს საახალწლო განათების დამონტაჟება. გუშინდელ სიზმარში ნაძვების ხეივანში ვსეირნობდით და ყელზე ნაძვის გირჩებისაგან ასხმულა მეკეთა. სეირნობისგან დაღლილი იქვე გრძელ სკამზე, როცა დავჯექით, მე შენი მხრების გაზონებს ჩამოვადე თავი. მერე ჩემი გაყინული ხელები აიღე და შენი ქურქის ჯიბეში ჩაიწყვე. სულ სულ პირველად, რომ გამიცანი ერთმანეთის პირდაპირ ვიჯექით [...]

Read Full Post »

დღე პირველი სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა. “რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.