Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბავშვობა’

ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან [...]

Read Full Post »

გუშინ მარიმ მითხრა:”გახსოვს პურის რიგებში რომ ვიდექით დილით,სკოლაში წასვლის წინო?” გამიკვირდა,ეს რომ ახსოვდა.მარი ჩემზე 3 წლით უმცროსია და ყოველთვის მგონია,ალბათ ბევრი რამ დაავიწყდათქო.მე ვერაფერი გავიხსენე,იმ ზოგადი მძიმე სოციალური ფონის გარდა,რაც კარგა ხანს იყო საქართველოში.მერე დიდხანს ვფიქრობდი,მე რატომ არ მახსოვს პურის რიგში “დგომები” მეთქი და გავიხსენე. გავიხსენე,თუ როგორ ვიდექი პურის რიგში.მგონი მარტო ვიყავი,სხვა არავინ მახსოვს ჩემს [...]

Read Full Post »

იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა. იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე [...]

Read Full Post »

ბებიაჩემი არასოდეს მოკვდებოდა. ბანაობის დროს ფეხებს ერთმანეთს თუ არ გადავუსმევდი, მშობლები არ მომიკვდებოდნენ. თუ დამასლოკინებდა ნათლია მახსნებდა. თუ ძაღლი ყმუოდა,ვინმე მოკვდებოდა(ეს ახლაც მგონია). თუ ბებიაჩემს დააცემინებდა,მეც დარწმუნებული ვიყავი,რომ ვინმე მოვიდოდა. მეგონა ერთ ღამით ჩემს სახელსაც დაიძახებდა ჭინკა. მეგონა ბებიაჩემს ყველაზე დიდი ძუძუები ჰქონდა. მეგონა ბაღიდან თუ გამოვიპარებოდი,სახლს ვეღარ მოვაგნებდი და კორპუსებში ჩავიყლაპებოდი . მეგონა ცისფერი [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.