ჩვენი არასწორი და სწორი დამოკიდებულებები ბავშვობიდან მოდის და ეს მეტწილად, იმ მენტალურ სივრცეზეა დამოკიდებული, სადაც პიროვნების ჩამოყალიბება ხდება. მე ბედმა გამიღიმა, ჩემი ბავშვობის უმეტესი დრო ბებიასთან გავატარე, რომელსაც აკადემიური განათლება საერთოდ არ ჰქონია. ამას, იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ აკადემიურობის გარეშე დაგროვილ ცოდნასთან, ცხოვრებისეულ შეხედულებებთან და ცრურწმენებთან პარალელურად ხდებოდა ჩემი განვითარებაც. ეს სივრცე იყო ჩემი პატარა [...]
Posts Tagged ‘ბებია’
საშვილოსნოს ლამპიონები
Posted in Uncategorized, tagged ბებია, კომუნიზმი, ობსერვატორია, საშვილოსნო, სელექციური აბორტი on October 11, 2011 | 7 Comments »
08.08.08
Posted in Uncategorized, tagged 08.08.08, 8 აგვისტო, აგვისტოს ომი, აფხაზეთის ომი, ბებია, ლაგოდეხი, რადიო ძველი ქალაქი, რადიო ჰერეთი, რამაზ სამხარაძე, სააგენტო პირველი, სუნელიანი ჭადები, ქემელი on February 2, 2011 | 5 Comments »
ჩემი ომის ამბები რამდენნაირია, უფროსწორად ბევრნაირია. აფხაზეთის ომის დროს, ზაფხულში სოფელში ვიყავით, დედაჩემი მირანდაზე იყო ფეხმძიმედ, მახსოვს ვიღაცეები მოვიდნენ და რაღაცაზე დაუწყეს ლაპარაკი,ისეთი განცდა მაქვს ეხლა, თითქოს ამ ყველაფერს ოდნავ მიხურული კარიდან ვუსმენდი, არადა მახსოვს ეზოში ვიდექი, თბილოდა და დედაჩემი და ის ვიღაცეები ბებიაჩემის საწოლ ოთახში იდგნენ. მაშინ ყველა ცოცხალი მეგონა. მერე მივხვდი, რომ საქმე [...]
ვიქენდი
Posted in Uncategorized, tagged ბებია, ბზვანი, მამააჩემი on March 20, 2010 | 2 Comments »
ამ დილით გადავწყვიტე სოფელში წასვლა. თან მზემ გამოანათა და სტიმული მომცა. ძვლივს გვეღირსა მზე, ხვალაც კარგი ამინდი იქნება და იქ კიდე ულამაზესად იქნება აყვავებული ყველაფერი, ატმის ხეები და ტყემლის ხეები. ბებიაჩემი, რომ წვებოდა იმ ლოგინზე წამოვწვები და წიგნებს წავიკითხავ, თუ დამაცალა მამაჩემმა. ორშაბათს ჩამოვალ, კარგია რომ სოფელში წასვლა მომაფიქრდა. იქ უფრო კარგად დავწერ. ყველაფრის შეგჰრძნებებს [...]
სულიერი კრიზისი-მეორე სერია
Posted in Uncategorized, tagged ბავშვობა, ბებია, დაქალი, ზასაობა, სიგარეტი, უტა, წვიმა on October 24, 2009 | Leave a Comment »
იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა. იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე [...]
ბავშვობაში მეგონა
Posted in Uncategorized, tagged ამერიკა, ბავშვობა, ბებია, ჭინკა on October 17, 2009 | Leave a Comment »
ბებიაჩემი არასოდეს მოკვდებოდა. ბანაობის დროს ფეხებს ერთმანეთს თუ არ გადავუსმევდი, მშობლები არ მომიკვდებოდნენ. თუ დამასლოკინებდა ნათლია მახსნებდა. თუ ძაღლი ყმუოდა,ვინმე მოკვდებოდა(ეს ახლაც მგონია). თუ ბებიაჩემს დააცემინებდა,მეც დარწმუნებული ვიყავი,რომ ვინმე მოვიდოდა. მეგონა ერთ ღამით ჩემს სახელსაც დაიძახებდა ჭინკა. მეგონა ბებიაჩემს ყველაზე დიდი ძუძუები ჰქონდა. მეგონა ბაღიდან თუ გამოვიპარებოდი,სახლს ვეღარ მოვაგნებდი და კორპუსებში ჩავიყლაპებოდი . მეგონა ცისფერი [...]
მე და პრუსტის ანკეტა
Posted in Uncategorized, tagged ბებია, კედი, პრუსტის ანკეტა, უტა on October 5, 2009 | Leave a Comment »
1)თქვენი აზრით რა არის უკიდურესი გაჭირვებული მდგომარეობა? როცა ღმერთთან და საკუთარ სინდისთან თანხმობაში არ ხარ 2)სად ისურვებდი ცხოვრებას? სამოთხეში:) ცოტახნით სტოკჰოლმში,ვილა “ყიყლიყოში”ტომთან და ანიკასთან,ბატონ ნილსონთან და რათქმაუნდა პეპისთან ,ჰო ფუღუროში დავლევდი ყავას 3)რა არის უმაღლესი ბედნიერება? როცა საყვარელ ადამიანებთან ხარ და იცი ღმერთსაც უყვარხარ და მცირედითაც ბედნიერი ხარ 4)თქვენი საყვარელი ლიტერატურული პერსონაჟები? პეპი გრძელიწინდა,კარლსონი,კედი,რემედიოსი და [...]
