Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბედიანი’

ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე. მანამდე [...]

Read Full Post »

გაზაფხულზე იცით როგორაა? ალაგ-ალაგ ამწვანდება ტყე, ალაგ-ალაგ გაყვითლდება, მერე თეთრდება და თანდათან მთლიანად გაგაზაფხულდება ხოლმე. აღდგომის ღამეს კი ლიტურგიის დროს ტაძარში აყვავებული კელაპტრების დღესასწაულია და ბედიანი წყვდიადშია. ბერძნები, ქართველები და სომხები მეგობრულად თანაარსებობენ და შეშასაც უჩეხავენ ერთმანეთს, თუკი ვინმეს დახმარება სჭირდება, ლიტურგიაზე კი ყველა დაუზარებლად ადის ტაძარში, რადგან ბედიანში სხვა არაფერი ხდება. კვერნასთვის კი აბსოლიტურად [...]

Read Full Post »

ვემზადები წასასვლელად, იმდენს დავდივარ გაუჩერებლად, რომ  თავი მატარებელი მგონია. დღეს პირველი აპრილია, ჩემთვის ნამდვილი გაზაფხული ამ დღეს იწყება, ადრე სულ ვწერდი აპრილზე, აპრილის თბილ საღამოებზე და დილებზე, რძის სურნელი ასდისთქო ვამბობდი. ხოდა მიყვარს აპრილი, აივანზე ჯდომებს და სტუდენტობას მახსენებს, კიდევ ყავებს და  ჩემს პიგმენტურ ლაქებს (არადა ისეთი არაფერი მაქვს  გასახსენებელი სტუდენტობაში). ხვალ მე და უტა [...]

Read Full Post »

ჩვეულებრივი საღამო იყო ქუთაისში, როცა ჩამოვედი. ცრიდა და მეც ფრთხილად ავიწიე ქურთუკის საყელო. შინ დამხვდა ცხელი ჩაი, ცხელი ყავა და ქრისტინეს მესიჯი:”მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას, ბედი გვქონდეს, თოვდეს მინდა, მინდა ოდენ მეჯდე წინ და ,შენ ლექსს ქსოვდე, მე კი წინდას”. ღამით ისევ მოწვიმა და მე ჩემს ორკვირანახევარზემეტხნიან მოგზაურობაზე დამაწყებინა ფიქრი. ახლა, ზუსტად 03:19 წუთზე, გწერთ [...]

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი. თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი [...]

Read Full Post »

შავი სახლში დაბრუნება, იმისთვის მეჩქარებოდა, რაც შავი მეცვა გამეხადა და მომეშორებინა. ამიტომ, როგორც კი კარი გამიღეს, ყველაფერი გავიხადე, მარის შავი ჩექმები ვაჩუქე, დედაჩემს შავი პალტო და შავი ხელთათმანები და ამის შემდეგ, ასე განძარცვულად ბედნიერი  ვიჯექი სამზარეულოში მარისთან ერთად და მგონი პირველად ვჭამდი ტკბილეულს, გახსნილების შემდეგ. შავი კალგოტკა, შავი პალტო,შავი კაბა, შავი ჩექმა, შავი კაბა, შავი [...]

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]

Read Full Post »

დარწმუნებული ვარ ამ წელს, მუდმივად კოცნის განწყობაზე ვიქნები, რადგან 2010-ში ჰერპესები დამებედა.ჰერპესები ჩემთვის რასაც ნიშნავს, ეს დიდი და გრძელი თემაა, ამიტომ ჩემს ჰერპესებს მომავალში პოსტს მივუძღვნი. მანამდე კი ვიცი ჩემი ვეფხვუნიები ამ წელს ჩემი ბედნიერებისთვის იზრუნებენ:) ყველას ვულოცავ ვინც მომილოცა და ვინც ვერ მომილოცა. მე მართლა მჯერა, რომ ყოველ წელს ადამიანის ცხოვრებაში ახალი სასწაულები ხდება, [...]

Read Full Post »

ბევრ რამეს ვაკეთებ უკუღმა, მაგრამ ამ ბევრიდან ერთს გამოვარჩევ. ჟურნალების კითხვას ბოლოდან ვიწყებ, მოვყვები და წინა გვერდამდე გადავათვალიერებ. ეს მარტო ჟურნალებზე მჭირს. ასე უკუღმა ვიწყებ ხოლმე რაღაცის მოყოლას, მთავარ სათქმელს ბოლოში მოვაქცევ და მსმენელს საერთოდ ვუკარგავ ინტერესს. განსაკუთრებულის თქმას არც ვაპირებ. ისე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც წინა დღეებში, წინა თვეებში, ჩვეულებრივად დავდივარ სადღაც- სადღაც, ხანდახან ვესწრები [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.