ამ პოსტის ინსპირატორი კორტასარის “კლასობანა” გახდა, თუ მთლიანად წიგნი არა, დიალოგის ერთი ნაგლეჯი, როცა პოლიციელი მაწანწალებს აგინებს და ლანძღავს, ორასიო ოლივეირა მაგას ეუბნება:”ამ უნიფორმიდან მოქალაქეთა სირცხვილის სუნი გვცემს. წავიდეთ, კიდევ ერთხელ გავიქცეთ”. პოსტი სწორედ ასეთ ადამიანებს ეძღვნება, რომლებიც ქუჩაში მოსიარულე ასობით პოლიციელების უნიფორმიდან საკუთარ სირცხვილს გრძნობს, საკუთარ სირცხვილს გრძნობს კარში გაჩრილ გადასახადებისგან, საკუთარ სირცხვილს გრძნობს [...]
Posts Tagged ‘ბლოგი’
რაღაც, ხომ კეთდება?!…
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, კლასობანა, კონდუქტორი, კორტასარი, მაგა, ორასიო ოლივეირა, რარაც, ყვითელი მარშუტკები, ხომ კეთდება? დასუფთავეის გადასახადი on September 27, 2011 | 2 Comments »
ჩემი ქმარი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, გაზეთი, ელემენტარული ნაწილაკები, ლოცვა, რედაქტორი, რეცენზია, უელბეკი, უტა, ქმარი, ღამე on January 25, 2011 | 22 Comments »
ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ [...]
პეპის დღე
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, მამა ვიტალი, მარი, მარჯანიშვილი, პეპი, ღრუბელი, ხარისხი, ჯინსის კურტკა on January 21, 2011 | 5 Comments »
გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა [...]
დააშეარეთ სიყვარული!!!
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, დაშეარება, თემატური ბლოგები, იუზერნეიმი, ტოლერანტობა, ჩაბჟირება on January 14, 2011 | 7 Comments »
იდეაში, მინდა სიყვარულზე დავწერო, ოღონ ეხლავე და აქვე, თორე შეიძლება განწყობები გამიქრნენ და დავრჩე ისე, როგორიც ვარ სხვა ჩვეულებრივ დღეებში. რამდენიმე, წუთის წინ ჩემს თავზე ვფიქრობდი, რომ შეძლებისდაგვარად ტოლერანტული ვარ, განსხვავებული აზრების მიუხედავად პატივისცემას და აღფრთოვანებას ვგრძნობ ზოგიერთი ადამიანის მიმართ, ზოგი იმ წამს ისე მიყვარს, გული მიჩქარდება, ზოგს მინდა რაღაც თბილი და კარგი ვუთხრა, რამდენიმე [...]
რას ვფუსფუსებ
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, გეგი, თაა, იუნგი on April 20, 2010 | 8 Comments »
თაა უკვე მეორე ბლოგერია თბილისიდან, დოდკას შემდეგ, რომელიც რადიოში მესტუმრა და მასთან ინტერვიუც ჩავწერე. ჯერ თავისი საქმეები მოაგვარა რადიოში, რეკლამაზე და მედია გეგმებზე ესაუბრა ჩვენს მარკეტინგის წარმომადგენელს და მერე ჩვენც მივხედეთ ჩვენს საქმეებს. რადიო ხალხით იყო გადაჭედილი და ძვლივს მოვძებნე ადგილი, რომ წყნარად ჩამეწერა. უახლოეს მომავალში გადაცემას გავაკეთებ ინტერნეტზე, სოციალურ მედიის განვითარებაზე, ბლოგებზე და ა.შ [...]
ჩემი შაბათი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, კამერა, მაიკო, მარი, ნანა ზარდიაშვილი, უტა, ფეისბუქი on March 27, 2010 | 13 Comments »
მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები [...]
პო გახსოვს?
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, ბჟოლები, ვანსკი, სოფო დათუაშვილი on March 26, 2010 | 6 Comments »
გახსოვთ ხელები, რომ გეყინებოდათ მაუსზე და კლავიატურაზე, ქაფქაფა ყავას და ჩაის სვამდით და ვერაფრით თბებოდით, მორჩა ამ ყველაფერმა ჩაიარა და სულ აღარ გვახსენდება, როგორ გვციოდა ზამთარში. გაზაფხულია, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემთვის ღრიანცელის და ხმაურის სეზონი დაიწყო . არაუშავს გავუძლებ, ხმაურიან ქეიფებს და საქეიფო სიმღერებს შუაღამისას, ჩემი უბნიდან, სადაც პატრული ყურს არ გაიბერტყავს ასეთ ველურ [...]
თინი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, ვიჯეტები, ვორდპრესი, თინი, ქათმის ჩხირები on March 23, 2010 | 11 Comments »
თინიზე მინდა უკვე რამდენი ხანია, რომ დავწერო, საუკუნეათქო (როგორც ვიცი თქმა) არ ვიტყვი,მაგრამ ასე 7 თვეა კი მინდა, მაგრამ როცა კი დავაპირებდი დაწერას იმწუთას გადავიფიქრებდი იმ მიზეზით, რომ მოდი ბარემ ჩემი ბლოგი გახდეს ერთი წლის და მერე დავწერთქო. თინის დიდი ღვაწლი აქვს ჩემზე და ჩემს ბლოგზე, ეს ალბათ ბევრჯერ მითქვამს და კიდევ ბევრჯერ ვიტყვი. იმ [...]
მხოლოდ სამისთვის
Posted in Uncategorized, tagged ავატარი, ბლოგი, ჟორჟ სირამუგუ, უტა on February 5, 2010 | 2 Comments »
დე როგორ ხართ?:) ასე ვერაფრით ვერ დავწერ, მაგრამ უტას სჯერა რომ დავწერ და მეც დავიწყე. ძაან უნდა, რომ დავწერო. სულ მგონია, როცა სადმე მივდივარ ყველაზე მეტად ბლოგს ეტყობა გაუჩინარებათქო. ნეტა სახლს თუ დაეტყო ჩემი გაუჩინარება.არა,როცა ვამბობ ასე არაფრის დაწერა არ შემიძლიათქო არ სჯერათ. არადა მართლა არ გამომდის. გუშინ ავატარზე ვიყავით ამირანში მე და უტა, ალბათ [...]
ჰედონისტური განწყობა და პუჭუტები
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, დედა შუშანიკი, პუჭუტები, ფოსტა, ჰედონიზმი on January 21, 2010 | 13 Comments »
მშვენიერი ამინდია აქ, ჩემს ერთსაათიანი სიმყუდროვით ავსილ ბუდეში, ეს ერთი საათი, რომ გავა ისევ ყველაფერი ახმაურდება და მეც მეცოდინება, რომ დღეს შეიძლება მოიღრუბლოს და იწვიმოს. ხანდახან უცნაურად ვიზმორები, იცით როგორ? ერთ ხელს იღლიის ქვეშ შევიყოფ და მერე რაღაც უცნაური ფორმით მივდივარ სარკესთან და ჩემს ამ უცნაურ გაზმორებას იქ ვაკვირდები. არაფერია საინტერესო აქ. წელს არ ვიცი [...]
