იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო. გილოცამთ ყველას. რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.
Posts Tagged ‘დედაჩემი’
ვარდისფერი
Posted in Uncategorized, tagged დედაჩემი, მარი, მირანდა, ომი, ღამე, ძველით ახალი წელი on January 13, 2010 | Leave a Comment »
მარწყვის მურაბიანი ჩაის ნოსტალგია
Posted in Uncategorized, tagged ბედიანი, დედა შუშანიკი, დედაჩემი, მარი, პეტვილი, უტა, ქუტაისის 24 საატიანი წყალმომარაგება, შექსპირი on January 11, 2010 | 7 Comments »
რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი. თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი [...]
ისევ მივრბივარ
Posted in Uncategorized, tagged აკო, ბედიანი, დედა შუშანიკი, დედაჩემი, მარი, ოკრიბა, რადიო, უტა, ქუთაისი, ძველი ქალაქი on January 4, 2010 | 4 Comments »
ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]
სასიამოვნო პრევენციები
Posted in Uncategorized, tagged არაყი, ბავშვობა, დედაჩემი, მასაჟები, რორის გრიპი, უტა, შობა, ცეკვა on December 17, 2009 | 18 Comments »
ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან [...]
სანამ პარიზში მოვხვდები
Posted in Uncategorized, tagged ბიუსჰალტერი, დედაჩემი, მაკიაჟი, შობა on December 16, 2009 | 4 Comments »
გუშინწინაც რადიოში ვიყავი,გუშინ დილითაც,გუშინ საღამოსაც,მერე აქ დავრჩი,ახლაც აქა ვარ. დილაა და მე ისევ ვლაპარაკობ. მოლაპარაკე მაიმუნად გადავიქეცი. ამდენი მიმიკური მანჭვა -გრეხვის შემდეგ ჭკვიანი ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ყალბი იყო ყველა ის მიმიკა, ინტონაციებიც აშკარად ყალბი იყო, როდესაც ვიღაცეებს კარგი განწყობისკენ მოვუწოდებდი. აქცენტებიც არასწორად დასმული. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, საერთოდ რა ენაზე მეტყველებთ და საიდან მოიტანეთ ეს არაქართული [...]
სექციებად დაყოფილი
Posted in Uncategorized, tagged ახალი წელი, ბინდი, ბლოგი, ბლოგროლ.ჯე, დედაჩემი, თინი, კაკადუ, კალვინ ჰარისი, მეზობლები, ნიუ იორკი, რადიო, ტოპ.ჯე, უტა, შობა, ძველი ქალაქი on December 4, 2009 | 4 Comments »
დღე პირველი სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა. “რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად [...]
მგონი შაკიკი
Posted in Uncategorized, tagged დედაჩემი, მარი, სიზმარი, სურდო, უტა, შაკიკი on November 12, 2009 | Leave a Comment »
ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება. შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა. კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება [...]
პაუზა ანუ რადიო ”თავისუფლება” ერთი საათით
Posted in Uncategorized, tagged აკო, ანტონ სუროჟელი, ბლოგი, დედაჩემი, ინტერნეტი, მარი, მენაგვე ქალი, მირანდა, პმს-ი, რადიო ”თავისუფლება”, უტა, ქუთაისი, ღმერთი on November 9, 2009 | Leave a Comment »
”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა [...]
პურის რიგში
Posted in Uncategorized, tagged ბავშვობა, დედაჩემი, მარი, მწერალი, პურის რიგი, ჯოკერი on November 5, 2009 | Leave a Comment »
გუშინ მარიმ მითხრა:”გახსოვს პურის რიგებში რომ ვიდექით დილით,სკოლაში წასვლის წინო?” გამიკვირდა,ეს რომ ახსოვდა.მარი ჩემზე 3 წლით უმცროსია და ყოველთვის მგონია,ალბათ ბევრი რამ დაავიწყდათქო.მე ვერაფერი გავიხსენე,იმ ზოგადი მძიმე სოციალური ფონის გარდა,რაც კარგა ხანს იყო საქართველოში.მერე დიდხანს ვფიქრობდი,მე რატომ არ მახსოვს პურის რიგში “დგომები” მეთქი და გავიხსენე. გავიხსენე,თუ როგორ ვიდექი პურის რიგში.მგონი მარტო ვიყავი,სხვა არავინ მახსოვს ჩემს [...]
წასვლა
Posted in Uncategorized, tagged დედაჩემი, ვივალდი, მარი, მირანდა, რომეო და ჯულიეტა, უტა, ხატების გამყიდველი, ჰელოუინი on November 2, 2009 | Leave a Comment »
ვივალდის ზამთარი,ლურჯი ძაან თბილი ჟაკეტი,დიდი შავი გეტრები და სამაზარეულოში მადუღარა დუღს.ეს ამ წამის ასოციაციებია,როცა საკუთარ თავს შევხედე გარედან:)კიდევ კარგი გადავწყვიტე,რომ ბლოგსაც სჭირდება ყურადღება და მეც მაგიტო გავხსენი ნიუ პოსტის ფანჯარა.რამდენიმე დღე წასული ვიყავი სახლიდან,დედაჩემმა იცოდა სადაც ვიყავი,მარიმაც,მირანდამაც,კიდევ რამდენიმე მეგობარმა,მამაჩემმა იცოდა რომ თბილისში ვაპირებდი წასვლას,მაგრამ მერე რას ვიზამდი,ეს არ იცოდა.თუმცა მამაჩემიც მიხვდება,რომ თბილისში ისე ვიღაცის სანახავდ [...]
