Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘დედა შუშანიკი’

რამდენიმე დღით გავუჩინარდი, სუ ასე ვიცი ავდგები ჩავაწყობ ჩემს ბარგს და რამდენიმე დღით გადავიხვეწები ხოლმე, ოღონდ გადახვეწამდე უნდა მითხრან, რომ გადახვეწის დროა. რა ვქნა ვერ ვარ კარგად. საერთოდ ვერ ვარ კარგად. არც კარგ სიტყვებზე ვფიქრობ და არც სხვა რამეებზე, არავითარ მატერიალურზე, არავითარ ამაღლებულ იდეებზე. უბრალოდ ვიძირები, ამას რომ ვგრძნობ, სწორედ ეს მღუპავს. მეშინია იმ ადამიანის სიკვდილი, [...]

Read Full Post »

მშვენიერი ამინდია აქ, ჩემს ერთსაათიანი სიმყუდროვით ავსილ ბუდეში, ეს ერთი საათი, რომ გავა ისევ ყველაფერი ახმაურდება და მეც მეცოდინება, რომ დღეს შეიძლება მოიღრუბლოს და იწვიმოს. ხანდახან უცნაურად ვიზმორები, იცით როგორ? ერთ ხელს იღლიის ქვეშ შევიყოფ და მერე რაღაც უცნაური ფორმით მივდივარ სარკესთან და ჩემს ამ უცნაურ გაზმორებას იქ ვაკვირდები. არაფერია საინტერესო აქ. წელს არ ვიცი [...]

Read Full Post »

ჩვეულებრივი საღამო იყო ქუთაისში, როცა ჩამოვედი. ცრიდა და მეც ფრთხილად ავიწიე ქურთუკის საყელო. შინ დამხვდა ცხელი ჩაი, ცხელი ყავა და ქრისტინეს მესიჯი:”მინდა თოვდეს, ვქსოვდე წინდას, ბედი გვქონდეს, თოვდეს მინდა, მინდა ოდენ მეჯდე წინ და ,შენ ლექსს ქსოვდე, მე კი წინდას”. ღამით ისევ მოწვიმა და მე ჩემს ორკვირანახევარზემეტხნიან მოგზაურობაზე დამაწყებინა ფიქრი. ახლა, ზუსტად 03:19 წუთზე, გწერთ [...]

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი. თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი [...]

Read Full Post »

შავი სახლში დაბრუნება, იმისთვის მეჩქარებოდა, რაც შავი მეცვა გამეხადა და მომეშორებინა. ამიტომ, როგორც კი კარი გამიღეს, ყველაფერი გავიხადე, მარის შავი ჩექმები ვაჩუქე, დედაჩემს შავი პალტო და შავი ხელთათმანები და ამის შემდეგ, ასე განძარცვულად ბედნიერი  ვიჯექი სამზარეულოში მარისთან ერთად და მგონი პირველად ვჭამდი ტკბილეულს, გახსნილების შემდეგ. შავი კალგოტკა, შავი პალტო,შავი კაბა, შავი ჩექმა, შავი კაბა, შავი [...]

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]

Read Full Post »

ბევრ რამეს ვაკეთებ უკუღმა, მაგრამ ამ ბევრიდან ერთს გამოვარჩევ. ჟურნალების კითხვას ბოლოდან ვიწყებ, მოვყვები და წინა გვერდამდე გადავათვალიერებ. ეს მარტო ჟურნალებზე მჭირს. ასე უკუღმა ვიწყებ ხოლმე რაღაცის მოყოლას, მთავარ სათქმელს ბოლოში მოვაქცევ და მსმენელს საერთოდ ვუკარგავ ინტერესს. განსაკუთრებულის თქმას არც ვაპირებ. ისე ჩვეულებრივად ვცხოვრობ, როგორც წინა დღეებში, წინა თვეებში, ჩვეულებრივად დავდივარ სადღაც- სადღაც, ხანდახან ვესწრები [...]

Read Full Post »

ისევ დილის რეჟიმში ვწერ პოსტებს,ანუ რადიოს სტუდიაში,სადაც შემოსვლისთანავე ვანიავებ ოთახს,სველი სალფეთქით ვწმენდ მაგიდას და აპარატურას,ვთბები,შემდეგ ისევ ვანიავებ და ასე გრძელდება იმ დრომდე,სანამ თავისუფლება არ ჩაგვერთვება და მეც,ცოტა ხანს მოვიცლი ბლოგისთვის. ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი დღეს დილით გადაცემაში,ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ დღეს ვერაფერი აღმოვაჩინე ისეთი, კარგიც რომ ყოფილიყო და წაკითხულიც,რომ არ მქონოდა,ამიტომ ბიძოს(ასე ეძახის დედა მარიამი)  ბლოგი [...]

Read Full Post »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.