რადგან ხვალიდან შაბათ-კვირა იწყება,მეც ჩემებური გამოსავალი ვიპოვე,დეპრესიაში რომ არ ჩავვარდე და მთელი დღეები უბედურად მყოფმა არ გავატარო. საქმე რაშია? ვაპირებ ღამეების გადათენების პრინციპით,ვებრძოლო შაბათ-კვირის სევდიან და რუტინულ ხასიათს. ამიტომ დღესაც გადავათენებ და ხვალ მთელი დღე ვიძინებ,ასე მოვიქცევი შაბათ ღამითაც, კვირა ღამითაც, მერე კი რადიოში მუშაობის დღეებში,ისევ ჩავდგები ჩვეულებრივი დღის რეჟიმში და მოწყენილობაც გამივლის. მგონი მშვენიერი [...]
Posts Tagged ‘ინტერნეტი’
ბედნიერიზაცია
Posted in Uncategorized, tagged ბედნიერიზაცია, ინტერნეტი, მირანდა, მონიტორი, რუტინა, უტა, ქუთაისი, ჰოლივუდი on November 21, 2009 | Leave a Comment »
გრიგორიანული კალენდრით 321
Posted in Uncategorized, tagged ბესიკ ხარანაული, ბიძინა მაყაშვილი, დედა მარიამი, დედა შუშანიკი, ინტერნეტი, რადიო, სიგარეტი, უტა, შობა on November 17, 2009 | Leave a Comment »
ისევ დილის რეჟიმში ვწერ პოსტებს,ანუ რადიოს სტუდიაში,სადაც შემოსვლისთანავე ვანიავებ ოთახს,სველი სალფეთქით ვწმენდ მაგიდას და აპარატურას,ვთბები,შემდეგ ისევ ვანიავებ და ასე გრძელდება იმ დრომდე,სანამ თავისუფლება არ ჩაგვერთვება და მეც,ცოტა ხანს მოვიცლი ბლოგისთვის. ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი დღეს დილით გადაცემაში,ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ დღეს ვერაფერი აღმოვაჩინე ისეთი, კარგიც რომ ყოფილიყო და წაკითხულიც,რომ არ მქონოდა,ამიტომ ბიძოს(ასე ეძახის დედა მარიამი) ბლოგი [...]
პაუზა ანუ რადიო ”თავისუფლება” ერთი საათით
Posted in Uncategorized, tagged აკო, ანტონ სუროჟელი, ბლოგი, დედაჩემი, ინტერნეტი, მარი, მენაგვე ქალი, მირანდა, პმს-ი, რადიო ”თავისუფლება”, უტა, ქუთაისი, ღმერთი on November 9, 2009 | Leave a Comment »
”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა [...]
უინტერნეტოდ:(
Posted in Uncategorized, tagged ინტერნეტი, მამაჩემი, რადიო, რობი უილიამსი, უტა, წვიმა on October 27, 2009 | Leave a Comment »
ამ საშინელ ამბავს არ ველოდი,ასე დილა ადრიან.რადიოში ვარ და დავამთავრე მუშაობა.მარიმ დამირეკა და ინტერნეტი გაითიშაო(გაეთიშათ ცხოვრება:) და თითქოს ლოდი გადავყლაპე,მუცელი ისე დამიმძიმდა. უეცარი გადაწყვეტილება :სახლში გვიან წავალ. ჰოდა დღეს ვიბოდიალებ ბევრს გარეთ,მამაჩემს ვნახავ,იმ საშინელ ვითომ ზაგანი პუდრას გამოვცვლი და მერე წავალ სახლში.სადაც დავალაგებ,დავრეცხავ და დავაუთოვებ.არადა მართლა უამრავი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხა გამომიჩნდა თავისუფალი დრო:( [...]
