Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘მარი’

შემზიზღდა ეს ბლოგი.ყოველდღე შემოვდივარ და არაფერი იცვლება, ისევ ძველი დიზაინი, ისევ ძველი პოსტები. ნუთუ, აღარ მოგბეზრდა ეს მოხუცი ფილოსოფოსები და მოხუცი მწერლები? რატომ, არ წერ შენს ძველ მეგობარზე, აივანზე მის ფანჯრამდე წითელი თოკი, რომ გაკიდე, სიგარეტის კოლოფი, რომ დაამაგრე და იმაში უყრიდი წერილებს? ალბათ იმ წერილებს სხვაც კითხულობდა. ან იმაზე რატომ არ წერ, მერე ეს [...]

Read Full Post »

გუშინდელი განწყობებიდან მხოლოდ ნარჩენები მაქვს შემორჩენილი. აღარც თოვლს ველოდები და საერთოდ აღარაფერს კარგს, ყურები ჩამოვყარე. ცოტა ხნით ასე უიმედოდ და უბედურად ვიქნები და არ მინდა მორალის მკითხველი საზოგადოების აზრები. ხანდახან არავის აზრი არ მაინტერესებს, იმიტომ რომ ჩემზე უკეთ არავინ იცის, რატომ არის კარგი “კარგი” და რატომ არის ცუდი “ცუდი”, ისიც ვიცი, რომ ეს მარადიული მდგომარეობა [...]

Read Full Post »

დღეს დილით  ვითომ თოვდა, მე კი ვერაფრით ფეხზე ვერ ვდგებოდი, უტას წასვლის დროს ძალით გამოვიფხიზლე თავი და მერე ისევ, დავიკარგე ძილში. ლამაზტუჩებიანი სკარლეტიკოს ავატარი დავაყენე  ფეისბუქზე. ამ დღეების განმავლობაში, არანაირი ინტერნეტ სივრცისთვის არ მეცალა და ბოლო დროს, აკიდებული მიჯაჭვულობებიც მომეხსნა. კარგი რამეა, როცა დები შენთან არიან. მარი სამზარეულოში  მწვანე სუპს აკეთებს. ჩემი ლურჯი ჟაკეტი აცვია. საცხობიდან [...]

Read Full Post »

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები [...]

Read Full Post »

იმდენი რაღაცეები ააფეთქეს გამომეღვიძა, ომი ხომ არ დაიწყოთქო. გილოცამთ ყველას. რა საშინლად ვიცი მანიკურის გაკეთება. ადრე ვარ ასადგომი. მარტო სახლში ძველით ახალ წელს, 4 წლის წინ ვიყავი და სულაც არ იყო კაი შეგრძნება. დეე, მაარ, მირ დროზე მოდით სახლში და რამე გემრიელი რამე გააკეთეთ საჭმელი, ჩემი შემწვარი კარტოფილი საზიზღრობა იყო.

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი. თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი [...]

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]

Read Full Post »

ალბათ მეხუთედ ვიწყებ დადრაფტებულ ფაილში პოსტის წერას და ამჯერად მაინც, იქნებ შევძლო,ბოლომდე დავწერო. განსაკუთრებულის დაწერას არაფერს ვაპირებ,ანდა რა უნდა დავწერო განსაკუთრებული, როცა არაფერი ხდება. შემოდგომის სიჩუმეა გარეთ,თუ რამე გამაჩნია თბილი,ყველაფერი მოვიხურე. დღეს რაღაც უცნაური დღეა, ტკბილეული მომინდა.  კიდე ფურცელზე მომინდა რაღაცის დაწერა. უტაზე ვაპირებდი დამეწერა. ცოტა ხანში თავის ტკივილი,რომ გადამივლის მაღაზიაში ჩავალ და რაღაცეებს ვიყიდი,იქნება [...]

Read Full Post »

”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა [...]

Read Full Post »

გუშინ მარიმ მითხრა:”გახსოვს პურის რიგებში რომ ვიდექით დილით,სკოლაში წასვლის წინო?” გამიკვირდა,ეს რომ ახსოვდა.მარი ჩემზე 3 წლით უმცროსია და ყოველთვის მგონია,ალბათ ბევრი რამ დაავიწყდათქო.მე ვერაფერი გავიხსენე,იმ ზოგადი მძიმე სოციალური ფონის გარდა,რაც კარგა ხანს იყო საქართველოში.მერე დიდხანს ვფიქრობდი,მე რატომ არ მახსოვს პურის რიგში “დგომები” მეთქი და გავიხსენე. გავიხსენე,თუ როგორ ვიდექი პურის რიგში.მგონი მარტო ვიყავი,სხვა არავინ მახსოვს ჩემს [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.