მოცემულ მომენტში ქუთაისში 11 გრადუსია, საშინლად ცივა და ჯამბულას დაეკარგა შვიდი თვის, შავი ნაგაზი. თავის განცხადებაში, რომელიც რადიოში დატოვა წერია, რომ ძაღლს უკეთია საყელური და იქვე მითითებულია კოორდინატები. თოვლს ველოდები გუშინ დილიდან და ამ დღეებში ალბათ, ფიფქებს მოაფენს აღმოსავლეთიდან წამოსული ცივი ჰაერის მასები. ხო კიდევ ისე ეწერა, მპოვნელი დასაჩუქრდებაო. მოკლედ შავი ნაგაზია დაკარგული. და კიდევ [...]
Posts Tagged ‘რადიო’
სანამ მოთოვს
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, ნაგაზი, რადიო, სოფი გოლდენ, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნები, უხაბრო, ჰაიტი on January 19, 2010 | 10 Comments »
ფოტოკოლაჟი-ღრუბლიანი დღე ქუთაისში
Posted in Uncategorized, tagged ბაგრატის ტაძარი, ბლოგი, რადიო, ქუთაისი on January 17, 2010 | 8 Comments »
დღეს შუადღიდან დრო ჩემს თავს დავუთმე და სასეირნოდ წავედი. ხშირად მწერენ კომენტარებში, რომ ქუთაისზე დაწერეო, ხანდახან მართლა ვერ ვხვდები რაღა უნდა დავწერო ქუთაისზე, შეიძლება იმიტომ რომ ჩემთვის აქ ყველაფერი ნაცნობია, შეიძლება იმიტომაც რომ ყველა კაიფობს ქუთაისელ მერებზე და გუბერნატორებზე. ამ პოსტის და საერთოდ ფოტოების გადაღების იდეა კარნავალის პოსტზე დაწერილმა კომენტარმა შთამაგონა, სადაც ერთი სასიამოვნო გოგონა [...]
დილის განწყობა
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, ვენეციელი ვაჭარი, რადიო, უძილობა, შექსპირი on January 14, 2010 | 4 Comments »
რადოში ვარ. 07:45. ბლაბლაბლა. კალანდა, ძველით ახალი წელი საქართველოში, ჩიჩილაკს თურმე ”ბასილის წვერებს” ეძახოდნენ ადრე, ანუ ოდესღაც. ფუუ გადაცემა ”კბილის ჯაგრისი”. ფუუ კიდევ ნახევარი საათი დარჩენილი. ფუუ კიდევ ამას პლიუს ერთი საათი. ფუუ ამ ერთი საათის მერე კიდევ ერთი საათის სალაპარაკო. დაღლილი ვარ. უძილო, საერთოდ უძილო, ყავით გაჭყეპილი, ჩემს თავს ვებრძვი, ღამეებს ვათენებ, კი არ [...]
კბილის ჯაგრისი
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, მადონა, რადიო, სოფის ბლოგი, ცხელი შოკოლადი on January 12, 2010 | 9 Comments »
ალბათ 2 კვირა იქნებოდა რაც რადიოში არ ვყოფილვარ. რადიოში არ ვყოფილვარ ვგულისხმობ ეთერში არ ვყოფილვარ. ისე თუ საქმე არა მაქვს უკვე აღარც ავდივარ რადიოში. რა უნდა გავაკეთო იქ? არც არაფერი. სიგარეტს მე აღარ ვეწევი,ყავა თუ მომინდა სახლშიც დავლევ, ვინმესთან საუბარი თუ მომინდა, სახლიდანაც მშვენივრად მოვახერხებ ინტერნეტის დახმარებით. ხოდა რატომ უნდა ვიარო ყოველდღე თუ საქმე არ [...]
ისევ მივრბივარ
Posted in Uncategorized, tagged აკო, ბედიანი, დედა შუშანიკი, დედაჩემი, მარი, ოკრიბა, რადიო, უტა, ქუთაისი, ძველი ქალაქი on January 4, 2010 | 4 Comments »
ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]
რეზიუმეს გარეშე
Posted in Uncategorized, tagged აბორტი, ახალი წელი, ბაჟე, დემოგრაფიული მდგომარეობა, იზაიას ბორდელი, მეზობელი კაცები, რადიო, საცივი on December 29, 2009 | 12 Comments »
რა ვქნა ჩემს მეზობელ კაცებს ვერ ვიტან, დილის 10 საათზე სადარბაზოში რომ დგანან და ლაყბობენ. კაცთომყვარეობით დიდად არასდროს გამოვირჩეოდი, მაგრამ ამათ მართლა ვერ ვიტან. ამაზრზენები არიან. უსაქმურები და ჭორიკნები. მოცლილები და უმოტივაციოები. უდარდელები და უაზროები. ცუდი ქმრები და ცუდი საყვარლები. უმუშევრები და სამსახურის შოვნის სურვილდაკარგულები. დედიკოს ბიჭები და მატყუარები. ლოთები, საეჭვო წარსულის მქონეები, ქურდული გაგებით [...]
დაპირებული ფოტოები
Posted in Uncategorized, tagged ალტრუიზმი, კაპუჩინოს აპარატი, კომუნისტები, ლაგერკვისტი, რადიო on December 15, 2009 | 5 Comments »
რადგან ამ დღეებში არც არავის ვაინტერესებ, მარტო მე მაინტერესებს ჩემი თავი, ასე გამოდის. დღეს ვაპირებ ზედმეტად ეგოისტური ვიყო, ვისთვის მოუტანია კარგი ალტრუიზმს და სხვაზე გადაგებას. ამ ერთჯერად ყავებსაც ავითვისებ და ღამის ორამდე ასე გავატან. სტუდიაში რაღაცეებია არეული, ახალი მონიტორები დაამონტაჟეს, საშინლად მომეწონა რომ მოვედი. ყავაზე გავალ მალე. მანამდე იმ რამდენიმე ფოტოს ავტვირთავ, კვირას რომ გადავიღე:)უფროსწორად [...]
რადიო “ძველი ქალაქის” დაბ.დღე
Posted in Uncategorized, tagged დაბ.დღე, რადიო, ძველი ქალაქი on December 5, 2009 | Leave a Comment »
დილაათქო მგონია, რადიო ძველი ქალაქის ივენთის ვიდეოებს ვუყურებ. ამ ვიდეოს ჰქვია ”კაკადუ არ მინდა შენთან სექსი,მაგრამ არ ნიშნავს რომ არ მევასები” კლუბის მეორე მხარეც რო ჩანდეს კაი იქნებოდა:) ავთოს და აკოს მოვკარი თვალი:) მორჩა დანარჩენი საინტერესო არაა. ვიდეოები ერთმანეთს ჰგავს.
სექციებად დაყოფილი
Posted in Uncategorized, tagged ახალი წელი, ბინდი, ბლოგი, ბლოგროლ.ჯე, დედაჩემი, თინი, კაკადუ, კალვინ ჰარისი, მეზობლები, ნიუ იორკი, რადიო, ტოპ.ჯე, უტა, შობა, ძველი ქალაქი on December 4, 2009 | 4 Comments »
დღე პირველი სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა. “რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად [...]
სიმარტოვის აუტანელი სიმსუბუქე
Posted in Uncategorized, tagged ბლოგი, თინი, რადიო, უტა on November 27, 2009 | 1 Comment »
დღეს თინის ბლოგის დაბადების დღეა. ჰოდა ვულოცავ, თინი არის ის ადამიანი, ვინც ჩემი ბლოგის ჩამოყალიბებაში დამეხმარა და მისი დამსახურებაა, რაღაცას რომ წარმოადგენს. მესამე თვე გადის, რაც ეს ბლოგი მაქვს, ვფიქრობ რამე ხომ არ შეიცვალათქო, მაგრამ ვერაფერს ვასკვნი, გარდა იმისა რომ კმაყოფილი ვარ ამ შენაძენით:) უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში, რომ მქონოდა უფრო კარგი იქნებოდა, მაშინ გაცხოველებული მქონდა [...]
