Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘უტა’

შემზიზღდა ეს ბლოგი.ყოველდღე შემოვდივარ და არაფერი იცვლება, ისევ ძველი დიზაინი, ისევ ძველი პოსტები. ნუთუ, აღარ მოგბეზრდა ეს მოხუცი ფილოსოფოსები და მოხუცი მწერლები? რატომ, არ წერ შენს ძველ მეგობარზე, აივანზე მის ფანჯრამდე წითელი თოკი, რომ გაკიდე, სიგარეტის კოლოფი, რომ დაამაგრე და იმაში უყრიდი წერილებს? ალბათ იმ წერილებს სხვაც კითხულობდა. ან იმაზე რატომ არ წერ, მერე ეს [...]

Read Full Post »

ვცდილობ შევეჩვიო, სიტყვა ქმარს და ამიტომ ამ შუაღამით, საკუთარი ქ მ ა რ ი მივატოვე ლოგინში, ფანჯარა შევუღე და ვაპირებ ამ სიტყვასთან მიჩვევას. მანამდე, ჩემი დაწერილი რეცენზია, როგორც რედაქტორმა ისე წაიკითხა და მე იმ წუთას ყველა ლიტერატურათმცოდნე ფეხებზე მეკიდა, მერე იმის მაგივრად, რომ რამე თბილი ეთქვა, მითხრა ისევ შენს ნაწერზე ვფიქრობდიო და ამის მოსმენა ყველანაირ [...]

Read Full Post »

გუშინ სიზმრებზე მელაპარაკებოდა ქეთი, მე ვუთხარი რომ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობ მათ გახსენებას და მითხრა ეგ ძაან  ცუდიაო. დილით ორი საშინელი სიზმარი მესიზმრებოდა. ბაღდათში , დედაჩემის სახლის  ქვედა სართულის სარდაფში ვიყავი,ოღონდ გაურემონტებელში, რატომღაც  კბილები უნდა გამეხეხა, არადა ადრე იქ არც პირსაბანი იყო და კბილებიც არასდროს გაგვიხეხია, ბებიაჩემი ძველ გადასაყრელ ნივთებს ინახავდა, ძველ დაჟანგებულ ღუმელს და შეშას. სულ [...]

Read Full Post »

ცოტა ხანში ყავას მოვადუღებ და მერე ისევ გავაგრძელებ წერას. ამ დღეებში ისე ჩანდა თითქოს ბლოგი დავიკიდე, მაგრამ რაღაცის დაწერას ვაპირებდი და არ ვფიქრობდი, რომ რაც ჩემს თავს ხდება ესეც საინტერესოა ბლოგისთვის. ცვლილებების ქარი, რომ არ დატრიალდებოდა, ეს ყველამ იცის, უბრალოდ ჩემთანაც ხდებოდა ცოტ-ცოტა ცხოვრებისეული ამბები. ჯერ ყავა  თუ პოსტის მერე? მოკლედ ყავებს კარგა ხანია არ [...]

Read Full Post »

მინდა დავწერო გუშინდელ დღეზე, ულტრავიოლეტზე და იმაზე, რომ ეს სურნელი მგონი ჩემია. ეს არის სურნელი რომანტიული გოგონების, რომლებსაც აცვიათ ჰაეროვანი მოიისფრო კაბები და თმები აქვთ შეკრული ფერადი ლენტებით. გუშინ უტამ საჩუქრები გამომიგზავნა, რაღაცა ისეთი ნათქვამია ეს “საჩუქრები”, მაგრამ ამ წამს მეტი ვერ მოვიფიქრე. ჰოდა ამ რაღაცეებს ველოდებოდი  ჭავჭავაძის სადგურზე შუაღამით და თითქმის ყველა ტაქსის მძღოლმა [...]

Read Full Post »

მოკლედ დღეს არაფრის წერას არ ვაპირებდი, გუშინ პირდაპირ ჩემი აივნიდან თბილისში გამოქცეული ახლაც მოსულიერებას ვცდილობ და დასვენებას, მაგრამ ყველაზე მეტად რაც მღლის მაინც უსაქმურობაა. ჰოდა გუშინ დაუგეგმავად თბილისში გამოქცეული მარშუტკაში ბევრი დრო მქონდა ფიქრისთვის, ჩემი ბლოგის მკითხველებზე ვფიქრობდი, ძირითად მკითხველებში მაინც ფეისბუქელი ფრენდები მოიაზრება, კიდევ სხვადასხვა ქველინკებიდან და ბლოგებზე დატოვებული კომენტარებიდან  გადმობარგებული ხალხი, კიდევ ადამიანები [...]

Read Full Post »

დე როგორ ხართ?:) ასე ვერაფრით ვერ დავწერ, მაგრამ უტას სჯერა რომ დავწერ და მეც დავიწყე. ძაან უნდა, რომ დავწერო. სულ მგონია, როცა სადმე მივდივარ ყველაზე მეტად ბლოგს ეტყობა გაუჩინარებათქო. ნეტა სახლს თუ დაეტყო ჩემი გაუჩინარება.არა,როცა ვამბობ ასე არაფრის დაწერა არ შემიძლიათქო არ სჯერათ. არადა მართლა არ გამომდის. გუშინ  ავატარზე ვიყავით ამირანში მე და უტა, ალბათ [...]

Read Full Post »

რას ვაკეთებ? არაფერსთქო, რომ ვთქვა ტყუილი იქნება. დღეს და გუშინ დღის სამ საათამდე მეძინა, მერე წამოვდექი და მთელი დღე იმაზე ვფიქრობდი, ამ ღამით კარგად რომ არ დამეძინება, როდისღა მოვასწრებ ძილსთქო. მოკლედ საკუთარ თავს ვადუნებ და ვადონდლოებ. ხვალიდან გამოფხიზლების კვირა იწყება. დილით წამოგდებების. გავარდნების და გამოვარდნების. მომენატრა ეს ყველაფერი. თბილისიდან რაც ჩამოვედი წყალს ველოდი, წყალი კი [...]

Read Full Post »

შავი სახლში დაბრუნება, იმისთვის მეჩქარებოდა, რაც შავი მეცვა გამეხადა და მომეშორებინა. ამიტომ, როგორც კი კარი გამიღეს, ყველაფერი გავიხადე, მარის შავი ჩექმები ვაჩუქე, დედაჩემს შავი პალტო და შავი ხელთათმანები და ამის შემდეგ, ასე განძარცვულად ბედნიერი  ვიჯექი სამზარეულოში მარისთან ერთად და მგონი პირველად ვჭამდი ტკბილეულს, გახსნილების შემდეგ. შავი კალგოტკა, შავი პალტო,შავი კაბა, შავი ჩექმა, შავი კაბა, შავი [...]

Read Full Post »

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები [...]

Read Full Post »

Older Posts »

Follow

Get every new post delivered to your Inbox.