ბედიანში საღამოს შვიდისთვის ჩავედით, ყველაფერი ჩაბნელებული იყო , რამდენიმე სახლიდან ბჟუტავდა სინათლე. ვერაფრით დავიჯერე, სანამ არ დამიდასტურეს, რომ ეკონომიურობის გამო იყო ასე ძალიან ჩაბნელებული სოფელი. სამ სართულიანი კორპუსის წინ სიბნელეში ისევ ძველებურად იდგნენ სოფლის ბიჭები, მე რამდენიმე მათგანი ვიცი საქულიკა, გურგენა, კოპა და ა.შ, მაგრამ თავს ვერ დავდებ, რომ ზუსტად ისინი იდგნენ იმ კიბეებზე. მანამდე [...]
Posts Tagged ‘შობა’
შობის ღამე ბედიანში
Posted in Uncategorized, tagged 2011, ბედიანი, ბილაინი, ლიტურგია, მანდატური, ფსკვნილი, შობა on January 10, 2011 | 2 Comments »
საახალწლო შეჯამება
Posted in Uncategorized, tagged 2011, ახალი წელი, დედამთილი, ლინგვისტიკა, რძალი, უფხო, შობა on December 30, 2010 | 2 Comments »
ეხლა, თითქმის ყველა ბლოგერი წერს წლის შემაჯამებელ პოსტს, ზოგ მათგანს უკვე დაწერილი აქვს ალბათ, მე კი როგორც ყოველთვის ასე გვიან შემოვიტოვებ. ორ დღეში, ახალი წელი მოვა, მზად ვარ ჩემი ვეფხვის წელიწადი გავაცილო და ყველაფერი ცუდი მას გავატანო და ისევ სუფთა ფურცლით დავიწყო ახალი წელი. მომაბეზრებელი სიტყვებია, მეც ვხვდები ისედაც. რამდენიმე მნიშვნელოვან მოვლენას გავიხსენებ, რაც 2010 წელს [...]
შობის დღეები
Posted in Uncategorized, tagged აკო, ბედიანი, ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფო, დედა მაკრინე, დედა შუშანიკი, უტა, შობა on January 10, 2010 | 8 Comments »
შავი სახლში დაბრუნება, იმისთვის მეჩქარებოდა, რაც შავი მეცვა გამეხადა და მომეშორებინა. ამიტომ, როგორც კი კარი გამიღეს, ყველაფერი გავიხადე, მარის შავი ჩექმები ვაჩუქე, დედაჩემს შავი პალტო და შავი ხელთათმანები და ამის შემდეგ, ასე განძარცვულად ბედნიერი ვიჯექი სამზარეულოში მარისთან ერთად და მგონი პირველად ვჭამდი ტკბილეულს, გახსნილების შემდეგ. შავი კალგოტკა, შავი პალტო,შავი კაბა, შავი ჩექმა, შავი კაბა, შავი [...]
საახალწლო ჰერპესები
Posted in Uncategorized, tagged ახალი წელი, ბედიანი, თმა, უტა, შობა, ჰერპესი on January 3, 2010 | 5 Comments »
დარწმუნებული ვარ ამ წელს, მუდმივად კოცნის განწყობაზე ვიქნები, რადგან 2010-ში ჰერპესები დამებედა.ჰერპესები ჩემთვის რასაც ნიშნავს, ეს დიდი და გრძელი თემაა, ამიტომ ჩემს ჰერპესებს მომავალში პოსტს მივუძღვნი. მანამდე კი ვიცი ჩემი ვეფხვუნიები ამ წელს ჩემი ბედნიერებისთვის იზრუნებენ:) ყველას ვულოცავ ვინც მომილოცა და ვინც ვერ მომილოცა. მე მართლა მჯერა, რომ ყოველ წელს ადამიანის ცხოვრებაში ახალი სასწაულები ხდება, [...]
სასიამოვნო პრევენციები
Posted in Uncategorized, tagged არაყი, ბავშვობა, დედაჩემი, მასაჟები, რორის გრიპი, უტა, შობა, ცეკვა on December 17, 2009 | 18 Comments »
ცეკვა მომენატრა. არ ვიცი მარა ძაან მინდა, არაყით რომ გამოვთვრე, სარწყევად რომ დავრბოდე ტუალეტში, მარა მაინც რომ ვიცეკვო. თან ზაფხული, რომ იყოს და მეც არაფერი მავალდებულებდეს. ზამთარი ვალდებულებების სეზონიათქო მგონია. რომ მკითხოთ რატომო, ვერ გეტყვით. დიახ მე ჩემს თავს ვერ ვუღრმავდები, ასე მსაყვედურობენ, შეიძლება არც ისეთი ღრმა ვარ და მაგიტო არ გამომდის ეს ჩაღრმავებები. ძაან [...]
სანამ პარიზში მოვხვდები
Posted in Uncategorized, tagged ბიუსჰალტერი, დედაჩემი, მაკიაჟი, შობა on December 16, 2009 | 4 Comments »
გუშინწინაც რადიოში ვიყავი,გუშინ დილითაც,გუშინ საღამოსაც,მერე აქ დავრჩი,ახლაც აქა ვარ. დილაა და მე ისევ ვლაპარაკობ. მოლაპარაკე მაიმუნად გადავიქეცი. ამდენი მიმიკური მანჭვა -გრეხვის შემდეგ ჭკვიანი ადამიანები აღმოაჩენენ, რომ ყალბი იყო ყველა ის მიმიკა, ინტონაციებიც აშკარად ყალბი იყო, როდესაც ვიღაცეებს კარგი განწყობისკენ მოვუწოდებდი. აქცენტებიც არასწორად დასმული. დედაჩემი მეუბნება ხოლმე, საერთოდ რა ენაზე მეტყველებთ და საიდან მოიტანეთ ეს არაქართული [...]
კუკლიბაქა ანუ სურნელი შობამდე
Posted in Uncategorized, tagged კრუასანები, კუკლიბაქა, ღორის გრიპი, შობა on December 15, 2009 | 2 Comments »
დროზე გაიღვიძე,შობამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი,ვიღაცეებს დღეები გადავუნაცვლე და ახლა შენ გელოდები,ამ ყინვაში,ღორის გრიპისგან დახოცილ და დაცარიელებულ ქალაქში. დროზე მინდა გაიღვიძო,რომ თოვლი დაგახვედრო შენი სახლის გარეთ..გამოხვიდე და გაოცებისგან პირი დააღო,როცა თოვლით აჭრელებულ გარემოს დაინახავ. თოვლზე დაინახო ჩემი ხელით გამოყვანილი სიტყვები :”მიყვარხარ კუკლიბაქა”…და ისე გამოშტერდე,თოვლიც გადაივიწყო. მინდა დროზე ადრე გაიღვიძო,თუ გინდა ბანაობაც მოასწრო და ნაბანავები თავით გამოხვიდე [...]
სექციებად დაყოფილი
Posted in Uncategorized, tagged ახალი წელი, ბინდი, ბლოგი, ბლოგროლ.ჯე, დედაჩემი, თინი, კაკადუ, კალვინ ჰარისი, მეზობლები, ნიუ იორკი, რადიო, ტოპ.ჯე, უტა, შობა, ძველი ქალაქი on December 4, 2009 | 4 Comments »
დღე პირველი სახლში, რომ დავბრუნდი, სადარბაზოში ჩემი ცოლსაბერძნეთგაშვებული კაცები იდგნენ და არაყზე ლაპარაკობდნენ, წინა ღამით მე მათზე ვლაპარაკობდი რადიოში, ასე რომ მთელი ბოღმა ამოყრილი მქონდა. “რებიატა ვსე ბუდეტ ნარმალნა” -ს ვისმენდი მარშუტკაში და ვფიქრობდი, ასეთ საჭირო მუხტს მეც, რომ ვაძლევდე ჩემს მსმენელებს, გაგიჟდებოდნენ ჩემზეთქო. მოკლედ ჩამოვედი დასაკარგავში, არარსებულ გაჩერებასთან ვაჩერებინებ მძღოლს და ზრდილობიან და გულითად [...]
კრუასანები,შობა და შამპანური
Posted in Uncategorized, tagged ზამთარი, ზღვა, კრუასანი, რედაქტორი, უტა, ქობულეთი, ღმერთი, შობა, ძველი ქალაქი on November 26, 2009 | Leave a Comment »
ბლოგის კალენდარს თვალი გადავავლე და უსიამოვნოდ გავვოცდი. რამდენი დღეები გამომიტოვებია. ამ დღეებში ბევრს ვათევდი, სხვა დღეებთან შედარებით ბევრს დავდიოდი და ბევრს ვკითხულობდი. აი ახლა ეს ბოლო წინადადება თავად მესიამოვნა, კითხვასთან დაკავშირებით. ხო ძირითადად ინტერნეტში ვკითხულობდი, დანარჩენს ლოგინში ძილის წინ. დავსნეულდი ამ ზამთრისკენ წიგნების კითხვით, ნეტა დიდხანს გასტანოს ამ დაავადებამ. მალე ოფიციალურად დაიწყება ზამთარი, ჩემთვის დღესაც [...]
გრიგორიანული კალენდრით 321
Posted in Uncategorized, tagged ბესიკ ხარანაული, ბიძინა მაყაშვილი, დედა მარიამი, დედა შუშანიკი, ინტერნეტი, რადიო, სიგარეტი, უტა, შობა on November 17, 2009 | Leave a Comment »
ისევ დილის რეჟიმში ვწერ პოსტებს,ანუ რადიოს სტუდიაში,სადაც შემოსვლისთანავე ვანიავებ ოთახს,სველი სალფეთქით ვწმენდ მაგიდას და აპარატურას,ვთბები,შემდეგ ისევ ვანიავებ და ასე გრძელდება იმ დრომდე,სანამ თავისუფლება არ ჩაგვერთვება და მეც,ცოტა ხანს მოვიცლი ბლოგისთვის. ბიძინა მაყაშვილის ბლოგს ვკითხულობდი დღეს დილით გადაცემაში,ადრეც მქონდა წაკითხული,მაგრამ დღეს ვერაფერი აღმოვაჩინე ისეთი, კარგიც რომ ყოფილიყო და წაკითხულიც,რომ არ მქონოდა,ამიტომ ბიძოს(ასე ეძახის დედა მარიამი) ბლოგი [...]
