Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2009

ამ საშინელ ამბავს არ ველოდი,ასე დილა ადრიან.რადიოში ვარ და დავამთავრე მუშაობა.მარიმ დამირეკა და ინტერნეტი გაითიშაო(გაეთიშათ ცხოვრება:) და თითქოს ლოდი გადავყლაპე,მუცელი ისე დამიმძიმდა.

უეცარი გადაწყვეტილება :სახლში გვიან წავალ.

ჰოდა დღეს ვიბოდიალებ ბევრს გარეთ,მამაჩემს ვნახავ,იმ საშინელ ვითომ ზაგანი პუდრას გამოვცვლი და მერე წავალ სახლში.სადაც დავალაგებ,დავრეცხავ და დავაუთოვებ.არადა მართლა უამრავი რაღაც მაქვს გასაკეთებელი და ეხა გამომიჩნდა თავისუფალი დრო:(

საინფორმაციოს წამყვანი აგვიანებს,პირველი გამოშვება არ ყოფილა.მეც ვზივარ და ველოდები ვინმეს,რომ მოვიდეს და გავვარდე აქედან,11ზე მოვრჩი მუშაობას,ამას უფრო ლაყბობა ჰქვია,მაგრამ რახან სხვები ამ ყველაფერს მუშაობას ეძახიან,მეც ასე ვუწოდებ.სხვებს კიდე თავიანთი თავი მაგრად მოსწონთ,მაგრამ მე სხვებს არ ვგავარ და ამ საკითხში,რომელიც რადიოს ეხება,სულაც არა ვარ ჩემი თავით აღფრთოვანებული.მეტი შემილია გავაკეთო,მაგრამ ახლა არა!როდესმე უფრო მეტს გავაკეთებ!

ყურები ამტკივდა.რამდენჯერ ვთქვი,რომ ყურთსასმენებს აღარ გამოვიყენებდი,მაგრამ ისე არ შემიძლია ჩემი ხმა დავარეგულირო ეთერში,ასე რომ მომავალში კიდევ ამტკივდება ყურები.რობი უილიამსსზე ჩავიხვიე დღეს,ახალ სინგლს ვუსმენდი.არ მომწონდა,მაგრამ მაინც ვუსმენდი:)

მორჩა მოვიდნენ.თან ერთი კი არა,ორი მოვიდა.ეხა მეც წავალ.დილა კარგად დაიწყო.უტამ დამირეკა.წვიმსო თბილისსშიო.აქ კიდე მზეა და ქარია.შევეჩვიე კარგ ამინდებს.ეხა უინტერნეტობას შევეჩვევი,სანამ დედაჩემი ჩამოვა თბილისიდან და ინტერნეტის თანხას გადაიხდის.

ეეეჰ:(

Advertisements

Read Full Post »

არაფრის დაწერას არ ვაპირებდი,უბრალოდ ჯერ არ მეძინება და სანამ კომპთან არ დამეძინება,მეც არსად წასვლას არ ვაპირებ.მარი იხედება სარკეში და თავისი თავი ძაან მოწონს,ვგიჟდები როცა ქალი აღმოაჩენს,რომ ლამაზია თურმე და ეს აღმოჩენა ძაან ახარებს.ვგიჟდები ასეთ გოგოებზე თავისი თავები,რომ მოსწონთ და უყვართ.როცა  იციან,რომ ლამაზი ტუჩები და ლამაზი თვალები აქვთ და საერთოდ არ არის საჭირო კაცების დაუხვეწავი და ვულგარული კომპლიმენტები.აი ისეთი,როგორიც არის;”დღეს ყველაზე ლამაზი ხარ,დღეს განსაკუთრებით გამოიყურები”.კიდე ისეთ ქალებზე ვგიჟდები,სარკეში შიშვლები დიდხანს რომ ათვალიერებენ საკუთარ სხეულს,როცა მოწონთ და როცა არ მოსწონთ რაღაცეები.ცდილობენ საკუთარ თავში შეცვალონ და სიახლეები აღმოაჩინონ.მე მგონი ქალის არსი სწორედ ამას გულისხმობს:უამრავი დაფარული სილამაზის აღმოჩენას.ზოგ შემთხვევაში ასეთ სიახლეებს თავად ქალები აკეთებენ,ზოგჯერ კი მათ აღმოჩენებში თავად კაცები ეხმარებათ.მე მაინც ვფიქრობ,რომ ასეთი კაცები ცოტა არიან,მაგრამ ჩემს შემთხვევაში მართლა ასე მოხდა.უტამ მთლიანად აღმომაჩინა და მიპოვა.ხო საშინლად პათეტიურია,მაგრამ მართლა ასე მოხდა.უამრავი ახალი თვისება გამოიკვეთა ჩემში,რომელიც შეიძლება ცუდიც  იყოს და კარგიც,მაგრამ მთავარია,რომ ისინი გამოჩნდნენ.

სპონტანურად წამოიწია ეს თემა.არც ვაპირებდი ამაზე დამეწერა.ხვალ თმებს ვიჭრი,ცოტა უნდა დავიმოკლო.ჩავეწერე უკვე ჟანასთან.ჟანა ყველაზე კარგად ჭრის და საერთოდ რაღაც მაგიური ხელები აქვს ამ ქალს,მისი სალონიდან სულ სხვანაირები გამოდიან.ძველებურები,მაგრამ მაინც ახლები.

ხვალ კიდევ დილით უნდა ავდგე ძალიან ადრე.ვმუშაობ რადიოში:( ადრე არ მეზარებოდა ადგომა,მაგრამ ეხლა როცა ვიცი რამდენიმე დღეში უტა უნდა ვნახო,საერთოდ გული არ მიჩერდება იქ და გამოქცევაზე ვარ.ვერაფრით ვინუგეშებ თავს.მერე მოვდივარ სახლში,ვბოდიალობ და ვბოდიალობ,შევიჭყიტავ ფეისბუქზე,მერე მაილზეც-სადაც არასდროს არ მხვდება წერილები,მერე ისევ ფეისბუქი,რომელიც საშინლად მაღიზიანებს.დღეს რამდენიმე უცნობი ამოვშალე,რომლებიც პირველივე დღიდან დამემატნენ და აზრზე არ ვარ რატო.ჰოდა საერთოდ არ მჭირდება ეს უცნობები…

ძილის დროც დგება,იმაზე ვიფიქრებ როგორ მაგრად ჩამეხუტება.აი ისე ძვლების დამტვრევამდე მინდა ეს ჩახუტება.

იმედია დილის ექვსამდე კარგ სიზმრებს ვნახავ,მერე კი დარეკავს ალარმ:) და მეც წამომაგდებს საწოლიდან,ჩავიცვამ ფართხა-ფურთხით იმას,რაც საჭიროა იმისთვის,რომ შიშველი არ აღმოვჩნდე ქუჩაში,ვილოცებ და გავვარდები სახლიდან.

დღეს მთელი დღე ვწუხვარ იმაზე,რომ უზრდელი ვარ და საშინლად ვიგინები ზოგჯერ.

მართლა ვწუხვარ.დედას ვფიცავარ,უტას ვფიცავარ და მარის ვფიცავარ.

ღმერთო დამიბლოკე ეს სიტყვები :(:(:(

Read Full Post »

აი ეს ვიდეო,ისე მულწიკების თვალიერების დროს შემომეძებნა ხელში და ვუყურე და გული დამეწვა.დავფიქრდი,როგორი უზრდელები ვართ ხშირ შემთხვევაში ადამიანები,რათქმაუნდა ყველაზე არ ვამბობ,უბრალოდ ისეთ ხალხზე,რომლებიც ნაგვის ურნებს ჩაუვლიან და თავიანთ ნაგავს მაინც სადღაც მოისვრიან.ეს ყველაზე დიდი დანაშაულია ჩემი აზრით,როდესაც გარკვეული სიბოროტით ანაგვიანებ გარემოს.

არიან კიდევ ისეთი ადამიანები,რომლებიც თუ ნაგვის ურნას ვერ აღმოაჩენენ,გაივლიან და მაინც ქუჩაში მოისვრიან თავიანთ ნაგავს.ასე რამდენჯერმე მეც მოვქცეულვარ,მხოლოდ იმის გამო,რომ ვაპროტესტებდი იმას,რომ ნაგვის ურნები საერთოდ არ იდგა ქუჩებში.მერე მივხვდი,რომ ასეთი პროტესტი შედეგს ვერ გამოიღებს.

არიან კიდევ ისეთი ადამიანები,რომლებიც თავიანთ ნაგავს,თუ ნაგვის ურნას ვერ დაინახავენ,ატარებენ ჩანთით.ასეთი ადამიანები არიან მაგალითად დედაჩემი და უტა.და ასე ვიქცევი მეც უკვე კარგა ხანია.

მაგრამ როგორც ზემოთ ვთქვი,არსებობენ ადამიანები,რომლებიც ვერც ნაგვის ურნას ამჩნევენ და თავხედურად მოისვრიან თავიანთ ნაგავს დასფუთავებულ ქუჩაში.რა უნდა თქვა ასეთ ადამიანებზე.არაფერი მომდის თავში მათ გასალანძღად,შეიძლება იმიტომ რომ დილაა და მარტო ყავაზე ვფიქრობ,რომელიც რადიოში ვერ აღმოვაჩინე.

დილით,როდესაც რადიოში მოვდიოდი,სიბნელეში ის მოხუცი ქალი იქექებოდა ნაგავში,თავიდანვე მივხვდი,რომ მარტო ის იქნებოდა ასეთ ნაგავთან.რომელიც ძირითადად ყველაფერს ალაგებს ქუჩაში,ყველანაირ ნაგავს ეხება მისი ხელები,ფრჩხილები მუდმივად ჩაშავებული აქვს და ვერაფრით წარმოვიდგენ,თუ როგორ უნდა ჭამოს ვინმემ,მისი გაკეთებული საჭმელი.მასზე შეიძლება ვთქვა,რომ სტაჟიანი მენაგვეა.პატარა,გამხმარი,მოხუცი ქალი,რომელსაც მუდმივად ნაგავთან სიახლოვეს ვხედავ.ალაგებს და ხვეტავს.

ამ გამხმარი ქალის სილუეტი,რომ აღმოვაჩინე დილის 7 საათზე ნაგვის ბუნკერის სიახლოვეს,ტომ სვიპი გამახსენდა და გული დამეწვა ამაზეც.

Read Full Post »

რა მარტივია ასე ცხოვრება:)ნეტა ასეთი ყუთები მართლა არსებობდეს,დაარტყამ და …..:)

Read Full Post »

გუშინდელი დღის გამო,ჯერ ჩემი თავის მრცხვენია და მერე დანარჩენი ყველასი.ხანდახან ძაან იდიოტურად ვიქცევი და ასე,რომ არ მოვიქცე,აზრზე არ ვარ რა დამემართება.შეიძლება,არც არაფერი დამემართოს,მაგრამ ასე უნდა გავახურო.შიგადაშიგ მჭირდება ასეთი გიჟური გამოვლინებები.

მთელი დღეა სახლში ვარ,თუ იმას არ ჩავთვლი,რო დილით წირვაზე მივფორთხდი და მერე იქედანაც გამოვფორთხდი და მას მერე ვწევარ და ვწევარ.ახლა წამომიარა,აკოს დავურეკავ და სადმე გავალთ მეთქი,მაგრამ სანამ აკოს დავურეკავდი,გადავიფიქრე.ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია რას ვიზამ,შეიძლება შუაღამეს წამომიაროს და სასეირნოდ წავიდე მარტო.

ვფიცავ,დღეს აღარ ვიტირებ.აბსოლიტურად არაფერი არ მაქვს სატირალი და მეც რატო უნდა დავიგლიჯო ნერვები და თვალის უპეები,ამით უნდა დამთავრდეს ამ კვირაში ჩემი მაზოხისტობა.უტა მიყვარს,არ მინდა რამეს შევადარო,როგორ მიყვარს და არ მინდა ვთქვა,რა დამემართება ის რომ არ მყავდეს,მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი,კარგი არაფერი დამემართება.

მარტო აღმოვჩნდით მე და დედაჩემი სახლში.მარი თავის დაქალთან  წავიდა,მირანდა მამაჩემთან სახლში.ხოდა დიდებულია ასეთი სიმარტოვე.ცოტა გვიან რამე სასიამოვნო ფილმს ჩავუჯდები და გვიანობამდე,ანუ გათენებამდე.დილით ისედაც 6-ზე უნდა ავმდგარიყავი და აღარ დამჭირდება წუწუნი და ნერვების მოშლა.ასე უფრო ჯობია.

აკო დარეგისტრირდა ხელმეორედ ფეისბუქზე და რაღაცეებში ვარკვევდი,მე კიდე ძალიან მომწყინდა.

რაღაცნაირი მულტფილმია,შემცივდა რო ვუყურე.ფეხები გამეყინა,ისე შემცივდა.ასეთი რაღაცეების ნახვის მერე,ჩემს თავს ვატყობ,რომ მომენტალურად ვნაზდები:)თან ოსკარით არის აღნიშნული:)

უამრავი რაღაცის დაწერა მინდა,მაგრამ არაფერი არ გამომდის.და ზუსტად ვიცი ამას კაიხანს ვერ მოვახერხებ.

დავლევდი ლუდს და მოვწევდი.

Read Full Post »

იმ ადგილზე ვიყავი,სადაც ძაან სიმშვიდეა,ხანდახან ძაღლები თუ დაიყეფებენ და ისიც მარტო იმიტომ,რომ შორიახლოს ქეციანი ძროხა შენიშნეს.როცა იმ ადგილზე მოვხვდებოდი,ოღონდ ბავშვობაში,ყოველთვის მეგონა,რომ აქედან კარგად ჩანსთქო ჰორიზონტი.მაშინ აზრზე არ ვიყავი,რა იყო ეს ჰორიზონტი,მაგრამ რასაც ვხედავდი მეგონა,რომ აუცილებლად ეს სიტყვა უნდა რქმეოდა.

იმ ადგილზე ბავშვობაშიც დავდიოდი,მიტოვებული და მივარდნილი აეროპორტია..მზიანი და ტრიალი..მოშორებით მომცრო გორაკებია,სადაც რაღაც პატარა ნაგებობებია .ამ ნაგებობებში,მე და ჩემი დაქალი ხშირად ვაფარებდით თავს და ვიჯექით და ვეწეოდით,ვეწეოდით და ვეწეოდით,ხანდახან წვიმაც მოგვისწრებდა და ჩვენ კი მაინც იქ ვიჯექით.რაღაც მწვანე კოლოფიან სიგარეტს ვეწეოდით,მერე თქვეს ყელის  კიბოს აჩენსო,მაგრამ არ მახსოვს თავი დაგვენებებინოს იმ სიგარეტისთვის.

კიდე,აი ისეთი ადგილია,ვითომ “პატიოსანი” გოგოები(ჩემს ბავშვობაში ხდებოდა ესეც)იმ ადგილისკენ,რომ არ გაისეირნებდნენ.“ცუდი სახელი” აქვსო თუ რაღაც ამნაირ ყლინჯობებს იძახდნენ.იმ დროს ხალხს ზასაობა და ჟიმაობა ერთი და იგივე ეგონათ…მართლა ზასაობდნენ იქ ვიღაცეები,მაგრამ მერე რა.მოკლედ პატიოსანი მოსახლეობისგან შერისხული ადგილი იყო.

თავიდან პირველად იქ მომივიდა აზრად წავსულიყავი და ისე მეტირა,ძე ხორციელი რომ ვერ დაინახავდა და რომ ვერ მომისმენდა.თმებიც არ დამივარცხნია,ისე გავვარდი.ქუჩაში ისეთი შეგრძნება გამიჩნდა,თითქოს ყველა მე მიყურებდა და ყველა მოითხოვდა მოითხოვდა,სათითაოდ ამეხსნა მათთვის ყველაფერი.

მივუახლოვდი და ღრმად ამოვისუნთქე ,რათა მთელი დაგროვილი ემოციები ერთ ღრიალად ამომეფრქვია და ვიღაც ლილიპუტი ჯარისკაცი მეკითხება “საით აპირებთ?” მეც მეთქი,გასეირნება მინდა და არ შეიძლება მეთქი ვეუბნები გაშეშებული და გამოფიტული სახით და მპასუხობს “არა”.ჰოდა ავდექი და გამოვბრუნდი,გული გამისქელდა მოულოდნელად,გავმწარდი ამ რეგვენ ჯარისკაცზე,მაგრამ ისე ვიყავი სასოწარკვეთილი,სხვაგან ვერსად წავიდოდი,რადგან სხვაგან ასეთი მარტოსული და თავისუფლად საღრიალო ადგილი აღარ მეგულებოდა და დავადექი სხვა ბილიკს და მაინც მივუახლოვდი ჩემს საყვარელ კოშკს და შევძვერი შიგნით,გაუბედურებული და დამწუხრებული:)გულით.სადღაც მოჩანდა ვიღაც კაცი,რომელიც გაზეთს კითხულობდა მარტო და მეც ჩავთვალე,ამასაც მარტოობა მონატრებია მეთქი,ამ უბედურსთქო.და უცებ ბედნიერი გავხდი,რომ მარტო მე არ ვიყავი ამ ქვეყანაზე მარტოსული.ჩემი “სულიერი მეგობარი”:)იჯდა კაი ხანს და კითხულობდა,იმ ჯარისკაცსაც ვხედავდი შორს,მესიჯს უგზავნიდა ალბათ ვინმე საყვარელ ადამიანს:) და ვიგრძენი,რომ საშინლად გამოვიფიტე კიდევ.

ვიჯექი კარგახანს ამ ჩემს ბეტონის მოცუცქნულ ბუნაგში და კვდებოდა ჩემი მუცელი ნერვიულობით.ისე კი მართლა ძაან კარგად მოჩანდა ჰორიზონტი.დავიღალე ჯდომით და გარეთ გავფორთხდი,კიდევ ერთხელ დავარწმუნე თავი,რომ ჩემნაირად მიტოვებული ძაღლიც კი არ იქნებოდა დედამიწის ზურგზე,ამან საშინლად დამასევდიანა.ისე გავმწარდი,მკლავზე დავიწყე საათების გამოყვანა,ოღონ ამჯერად,ბავშვობისგან განსხვავებითუფრო ღრმა და მტკივნეული ლაქები დამაჩნდა.ვუყურებდი და ვტკბებოდი როგორ ლურჯდებოდა ჩემს ხელზე კბენისგან ლაქები.

მაზოხიზმის აპოთეოზი.

ძილი მომინდა,ჩემი ბუნაგის გარეთ ძაან მწველი მზე იყო,თუმცა მე მაინც ვერაფერს ვგრძნობდი.წამოვწექი მინდორზე და თავი იმით დავიმშვიდე,ბომჟებს სულაც ხიდისქვეშ სძინავთთქო,მერე ბებიაჩემი გამახსენდა მინდორზე წამოწოლას,რომ გვიშლიდა,”რამე არ აგყვეთო”…მაგრამ ბომჟებზე ფიქრმა გამაძლიერა და თანდათან მოვეშვი .შემხმარი ბალახების სუნი მსიამოვნებდა,ცა იყო მართლა საჩემო.ვიღაც ბავშვი სადღაც ღნაოდა “დედაა,დეეეე”.ნერვებს მიშლიდა ეს ღნავილი.ძაან დაბლა ყვავები დავფრინავდნენ და მერე თვითმფრინავმა ხაზი რომ დატოვა,გამახსენდა,რომ ასეთ რამეებს,მარტო ბავშვობაში ვაქცევდი ყურადღებას და ძაან თბილი ემოციები წამოვიდა.გამითბა მუცელიც.მარტოსულიც თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობდი.ამ დროს უტა მწუხრის ლოცვაზე იყო და ალბათ ჩემზე ლოცულობდა,თუ არ ლოცულობდა ისე მაინც იდგებოდა სადმე კუთხეში.

მე კი ვეგდე მინდორზე და ჩემს თავს ფილოსოფიურ კითხვებს ვუსვამდი.

პასუხი საერთოდ არ მქონდა ამ კითხვებზე,თან კატასტროფულად მეძინებოდა. ამოვიდე ჩანთა თავქვეშ და დამეძინა.ძილღვიძილში მეძინა.უტას სმს ვნახე მერე “ძველებურზე უფრო მეტად მიყვარხარო”…დაბნელებას იწყებდა და წამოვედი.ის ჩემი “სულიერი მეგობარი” გაზეთს,რომ კითხულობდა აღარ დამხვდა.გავიფიქრე,ალბათ დაუბრუნდა თავის საშინელ ოჯახსთქო..

გაგრძელება იქნება

Read Full Post »

saqartvelos_patriarqiუბრალოდ სასაცილოა ის ვიდეო,რომელიც პატრიარქს ეხება და სასაცილოა ის ხერხები,რითაც მართლმადიდებლობას,ჩვენს უწმინდესს  და ეკლესიას ებრძვიან.სასაცილო და უნიჭო პროვოკაცია,რითაც უნდათ ქართული რწმენა წელში გატეხონ.ის გოგოც სასაცილოა,მეტი საქმე რომ არა აქვს და ასეთი ვიდეოების ატვირთვით არის დაკავებული.ძაან სასაცილოა მისი კომენტარები და საერთოდ ყველანაირი მისი არგუმენტაცია.რა ქნას,უბრალოდ ერთობა.

დავიღალე უკვე ამ თემით,დავიღალე იმიტომ რომ ძაან პოპულარული თემაა და ყველას გაეხსნა,ორატორობისთვის სარბიელი.აფრქვევენ და აფრქვევენ თავიანთ “დიდებულ “აზრებს ცხარე დისკუსიებში.თემა ძაან აქტუალურია,ზედმეტად პოპულარულია,მაგრამ ბევრისთვის არაპოპულარული პოზიცია შეიძლება გახდეს თუკი იტყვის,რომ პატრიარქის მხარეზე დგას.არადა,მართლა ის დროა,როცა ყველამ ღიად უნდა თქვას თუ ვის მხარეზეა და თავი დაანებოს ორატორობას.

ყველა ქართველი მართლმადიდებელისთვის ის რაც ხდება დღეს საქართველოში,პირადი შეურაცხყოფა უნდა იყოს.ჩემთვის ასეა,კიდევ ძალიან ბევრი ადამიანისთვის,ხალხი გაოგნებული არის,ეს როგორ გაბედესო.მართლა როგორ გაბედეს ნეტა?ერთი ქართული გამონათქვამი მახსენდება,ვირისგან წიხლები არ უნდა გეწყინოსო.ზუსტად ამ სიტუაციაზე არის ნათქვამი.როგორ უნდა გეწყინოს,ვირისგან რამე,თან სულელი ვირისგან?

ამ პოსტის სხვანაირად  დაწერა შეიძლებოდა,მაგრამ სულ არ ყოფილა და სულაც არ არის ჩემი მიზანი,ვიღაცას თავი მოვაწონო.

უბრალოდ,მე მიყვარს ჩემი პატრიარქი,თან ძალიან მიყვარს.

ამის თქმა მინდოდა მარტო

Read Full Post »

Older Posts »

%d bloggers like this: