Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2010

ერთი თითი დავიწვი. მაგარი ვარ მე. ასე მთავრდება ჩემი გურმანული მცდელობები. თან საინტერესო არც არაფერი ხდება და ეს, რომ არ მომხდარიყო უაზროდ ჩაივლიდა დღე. ტკივილების მოყვარული ვარ, უცნაურია სულ თითებზე მემართება ყველაფერი, ხან ჭიშკარში მომყვება, ხან ცხელი წყლით ვიფუფქავ, ხან ზეთით, ხან გახურებულ ქურაზე მიმედება. წვიმებზე არ ვწუწუნებ, წუწუნს მაშინ დავიწყებ სამზარეულოში ლოკოკინებს და წურბელებს თუ აღმოვაჩენ. მანამდე ვზივარ და არხეინად ველოდები პმსს, საოცარი შეგრძნებაა, უცნაური მოლოდინის. თითქოს გაუჭრელ პომიდორს ჭამ და ყელზე ჩამოგდის წუწები, ასე ბავშვობაში მემართებოდა და შემდეგ კანი მეწვოდა. რა უცნაურად ჭამენ ბავშვები, გულუბრყვილოდ და დაურიდებლად. თუგინდა ერთ დიდ პომიდორში იდგნენ, საერთოდ არ ადარდებთ არაფერი. გადაუდებლად თუ გადუღებლად წვიმს მთელი დღეა, წუწუნის გარეშე ვამბობ ასე თუ გაგრძელდა მაკონდოს ამბავი მონაგონი იქნება. მაგრამ  მაინც მშვიდად ვარ, მერვე სართულამდე წყალი კარგა ხანს ვერ ამოაღწევს. 

იმედგაცრუება ხომ რაღაცნაირი სიტყვაა? მე არ მომწონს. აგრესიულად ვარ განწყობილი ამ სიტყვის მიმართ. ამ ბოლო დროს ჩემში ისეთი ქრისტიანული ნება შემოვიდა:) რამაც  საშუალება მომცა დაველოდო მოვლენების განვითარებას. აღარ ვიბრძვი უაზრობების გამო, აღარ ვშფოთავ, დიდად აღარ ვნერვიულობ, ცოტ-ცოტა დავმშვიდდი, არც ადამიანების გამო ვრჩები იმედგაცრუებული, იმიტომ კი არა რომ ისინი იმედებს არ აცრუებენ, უბრალოდ იმიტომ რომ მე მათზე არ მაქვს იმედები დამყარებული და არც ამ ადამიანებს წარმოვიდგონ უნივერსალურ ალტრუისტებად. ხოდა აღარ ვაპირებ ამ თემის განვრცობას. მშვენივრად მიდის ყველაფერი, არ მაქვს უბრალოდ დრო მოსაწყენად. არხეინად ვარ:)

ბაღდათში ვიყავი ორი დღით. შაბათს ისეთი მზე ამოვიდა, სახლში ვეღარ გავჩერდი და ბაღდათისკენ გავვარდი. მობილურის დამტენი და ფსალმუნების წიგნი წავიღე ყველგან დამაქვს. რაც ეს ბეჭედი მიკეთია, ხალხს მგონი გათხოვილი ვგონივარ და მოწიწებით მითმობენ ადგილს. მაგიტომ არის თბილისიდან რაც ჩამოვედი, სულ ხელთათმანებით დავდივარ. კატები არ მაცლიდნენ ბუხართან ჯდომას და კალთაში მიხტებოდნენ. არც მე ვექცეოდი ლმობიერად. შაბათ საღამოსვე რაღაც წიგნები გადავქექე, ჩემი ბავშვობის საყვარელი წიგნი შემხვდა, რომელიც პატარა ჯადოქარზეა, ვალპურგის ღამეს კუდიანების დღესასწაულზე რომ შეიპარება. ბაღდათში ჩემი ბავშვობის ბევრი საყვარელი წიგნია, ასტრიდ ლინდგრენის ყველა მოთხრობიდან დაწყებული მარკ ტვენით და კიდევ ვინც გამომრჩა, იმათით დამთავრებული. კვირას ეს უამრავი წიგნი, ბებიას  ნაყიდ ახალ კარადაში გადავაწყვეთ. გავბინძურდი და დავიმტვერე, მაგრამ ისეთი წიგნები მომყვა ხელში, უბრალოდ მათმა გარეკანის დანახვამაც კი გამახალისა. ვსვამდი ყავას და ამინდი იყო შესაშური. დედა მაკრინე და დედა შუშანიკი ვინატრე ჩემს გვერდით, იქვე აივანზე.

მერე ის დიდი ხის ლოგინი თვალი, რომ მქონდა დადგმული,ზაფხულში იმაზე წამოწოლას და გარუჯვას რომ  ვაპირებდი, ბებიაჩემმა გარეთ გაიტანა და გამომიცხადა უნდა დავჩეხოო. არაფრით დამთანხმდა, ცოტა ხანს ანუ შემოდგომამდე შეენახა, თან შეშაც არ აკლია. უბრალოდ უნდა და უნდა დაჩეხოს. მე კიდევ როგორ მიყვარს მუცლით წოლა და კითხვა და + გარუჯვა. გეგმები ჩამეფუშა. გარუჯვა აივანზე არ გამოვა, გზისპირია.

ამ ბოლო დღეებში ფეისბუქი ჩემი ბუნაგია, შევბუნაგდები შიგნით და კაი ხანს ვარ იქ. განა იქ რამეს ვაკეთებ, ან ფერმას ვუვლი, ან პეტს ვაძინებ და ძუძუს ვაჭმევ? არა!  უბრალოდ ვზივარ  და ვთვლემ. ჩემს გვერდით გროვდება ჭიქები. გაზაფხულს, რომ ვიგრძნობ ეგრევე გამოვვსახლდები იქიდან და სადმე გადავიხვეწები. საინტერესო ადგილებს მოვძებნი. ნაადრევად დავბერდი, საინტერესო ადამიანების ნაცვლად უკვე საინტერესოდ დასასვენებელ ადგილებს ვეძებ. ჰო კიდე დათრობა მინდა. მარტო უტამ იცის ჩემი სიმთვრალე, მის გარეშე არ მინდა დალევა. მერე აუცილებლად მჭირდება ვინმე, რომ მომიაროს.

ამ დილით, გადაცემის მერე ქეთიმ  მითხრა გისმენდიო და ბევრი ვიცინე ამინდის პროგნოზზეო, რამდენი ქალაქის ამინდის პროგნოზი წაიკითხეო. არადა სხვა უფრო ვთქვი სასაცილეობი.

გასკდი პომიდორო!

Read Full Post »

ამომივიდა ლიმნიანი ჩაი ყელში, შინდის მურაბიანი ჩაი, უნალექო და ნალექიანი ყავები და საერთოდ ამდენი სითხე წვიმის სახითაც, ყელში მაქვს ამოსული. გაღიზიანებული ადამიანის განწყობაა. ყოველ დილით ამ კვირაში, საქართველოს ამინდის პროგნოზის შემდეგ, პარიზის, ბუდაპეშტის და ლონდონის სინოპტიკურ ცნობებს ვეცნობოდი და ამით ვცდილობდი, ამდენი ყელში ამოსული სითხის დავიწყებას. კვირის ბოლოს ოდნავი შვება ვიგრძენი. პარასკევია და მიხარია, თან გარეთ წვიმს, თან ის ბიჭუნა სადღაც ახლოს მყავს ორი დღეა,გადაღებაზეა  სადღაც ხობში თუ ფოთში, ხოდა ასე მგონია ძაან ახლოს არისთქო და ცოტათი ეგეც მახარებს. არადა ზამთარი , რომ არ იყოს წამოვხტებოდი და გავვარდებოდი, მის სანახავად. მაგრამ  ეს იდეა თავიდანვე განწირულია.

ამ კვირაში ბლოგზეც ავიღე ხელი, საშინლად არაპროდუქტიული გავხდი. არაპროდუქტიული და უმოტივაციო. უმოტივაციო და უხალისო. უხალისო და ბებერი. ამ ზამთარმა მაგრად დამაბერა. ამაზრზენი ვართქო მთელი კვირა ჩემს თავს ამას ვეუბნებოდი და მოკლედ საკუთარი თავისადმი უკმაყოფილების ტალღა იზრდება. 

ხვალ ქუთაისს ორი დღით გავეცლები და კვირას ისევ აქ ვიქნები. მერე ისევ გაგრძელდება ერთკვირიანი გადაბმული დილის ეთერები და იქნებ ერთ დილასაც საკუთარი თავით კმაყოფილი დავრჩე. გადაბმულად წვიმს, ჩექმების გაწმენდვა საშინლად მეზარება ამ ყოველდღიური წვიმებისგან. სიმშრალე მინდა, მზე, მეტი სამუშაო და  კეთილგანწყობილი ადამიანები. დავიღალე ამდენი უაზრო მუქარებით, დაპირისპირებებით და უაზრო ჭორებით. კიდევ კარგი ამ ყველაფერში არ ვერევი, ვცდილობ ზედმეტად არაფერს მივაქციო ყურადღება და ტყუილად არ ვინერვიულო. ამას თუ მივეჩვევი, ამასაც უტას დამსახურებებში ჩავთვლი.(ტავტოლოგიებს ყურადღება არ მიაქციოთ. ვაღმერთებ) თებერვალი გადის, მარტი მოდის. წელს სულ სხვანაირი უნდა იყოს რადიო პროექტი, შემომთავაზეთ იდეები და საინტერესო და საჭირბოროტო თემები (ჩემი კრეატიულობის ინდექსი- 0 რაოდენობრივი თვალსაზრისითაც და ხარისხობრივადაც) მოკლედ უკან და უკან მივდივარ.ჩავყვინთე ღრმად ჭაობში. თან ქოლგაც არ მაქვს და ყოველდღე ასეთ ამინდებში, გაფუებული თმებით დავდივარ და მთელი ძალებით ვიპრესავ თმებს. თმები ცალკე პრობლემაა, რომელსაც სერიოზული ყურადღება სჭირდება. უტა მეუბნებოდა გუშინ ფოთიდან, რომ რა ჯობია ქოლგას, ძალიან დიდ ქოლგას, როცა მაგრად წვიმს და თავზე ქოლგა გახურავს. მე ვუთხარი, წვიმა რომ გადაიღებს მერე მაგის თრევა არ გინდათქო. კაცები მაინც იოლად პოულობენ გამოსავალს. მოკლედ ქოლგა არ მაქვს და ძალიან მჭირდება, თან იმ რადიო პროექტს ორი წელი “ფორთოხალი” ერქვა, იმდენი დაძაბულობა და ნერვების მოშლა შემამთხვია, რომ ეს ციტრუსიც ყელში ამომივიდა და საერთოდ ნარინჯისფერი სეზონიც. სამზარეულოშიც ახლაც იმდენი დევს და არც ვეკარები. ხოდა რახან ქოლგა არ მაქვს, გადაცემას რომ “ქოლგა ” დავარქვა რა მოხდება? თან იმის საშუალება ნამდვილად გვექნება, სადამდეც მოგვინდება იმხელაზე გავშალოთ. მიუხედავად იმისა, რომ დამფინანსებელი გვეუბნება აპრილიდან დაიწყეთო, მე მაინც ახლავე ვიწყებ ფიქრს კარგი რა გავაკეთო. იმედი მაქვს ამ პროექტში მაინც, მოვახერხებ ჩემში  არსებული რაღაც პოტენციალის რეალიზებას. მომწყინდა ერთი და იგივეს ბლუყუნი და საათის და ამინდის პროგნოზების კითხვა. ეს ქალაქი ადამიანებს სულიერად ჭამს და მარტო ხორცს უტოვებს, რომ მთლად არ დაუძლურდეს და ლასლასი შეძლოს. ის წიგნის მაღაზიაც მწერალთა სახლში, რომელიც ერთადერთი კულტურული სხივი იყო ამხელა შენობაში, ისიც კი იხურება. სამაგიეროდ მწერალთა სახლში იხსნება კომპიუტერული ცენტრები, ქორეოგრაფიული სტუდიები, მუსიკალური სტუდიები და ა.შ. კიდევ კარგი თქვენ არ იცნობთ თემურ ლანჩავას, სამაგიეროდ მაყვალა გონაშვილს იცნობთ:) ანუ იმის თქმა მინდა, რომ თემური მაყვალაა:) მგონი რთული არ არის იდენტიფიკაცია.

ზემოთ, რომ გოგოა და გაზაფხულისფერი კაბა, ეგეთის შეკერვა მინდა, მაგრამ მაგაზე ტყუილად ვოცნებობ. აქ ეგეთს ვერავინ შეკერავს. ახლა ვფიქრობ იქეთა შაბათ-კვირას სად წავწანწალდე.

Read Full Post »

რამდენი ხანია იმ პოსტის დაწერას ვაპირებ, დიდიხანია რომ მინდა, მაგრამ ისედაც თავმოუბმელი ვარ და ამ ყველაფერს ჩემი უძილობები დაემატა. ”იმ” პოსტის დაწერა კიდევ გადავდე, არ ვიცი როდისთვის, მაგრამ აუცილებლად უნდა დავწერო. თოვლის და ჯანმრთელი ძილის ნოსტალგია მაქვს.

გუშინ ღამით ძვლივს ჩამეძინა, მერე მირანდა შემოვიდა და ისეთი საოცარი ხმით განაცხადა, რომ თავი ტკივა და ტვინს გრძნობს, რომ გული გადამიტრიალდა(თუ არსებობს გულის გადატრიალება) და ამის მერე რაღა დამაძინებდა, ღმერთს ვთხოვდი მეთქი, იქნებ ამასაც დაეძინოსთქო. დიდმარხვაა. რაღაცეებს ვცდილობ, მაგრამ მგონი არაფერი გამომდის. მგონი არც არასდროს გამომდიოდა.

ამოვბობღდი რადიოში. როგორ მიჭირს ღამით აქ ყოფნა, ცოტა ხანი და მერე აკოს გადავაბარებ ღამის ეთერს. სამშაბათობით ხომ ყველაზე მიუსაფარი და მარტოსული ადამიანი ვხდები:) მარტო ჩაი და ყავა მყავს მეგზურად, კიდევ ლიმნები და კიდევ ჯაზლერი. სამშაბათობით ყველაზე დიდხანს ჯაზლერს ვუყურებ, ვზივარ და ვუყურებ ამ ფერად ფიგურებს. მეზარება ადგომა და ლიმნიანი ჩაის ადუღება,არა ჯერ წყალი უნდა ავადუღო. მჭირდება ვარჯიში ცოტა, რომ გამოვცოცხლდე. მარტო დავრჩი რადიოში. რამდენიმე წუთის წინ მინდოდა მარტო ყოფნა, ახლა უცებ გადამინდა.

ერთი და იგივეს ლაპარაკი მომბეზრდა. თითქმის ყველგან ონლაინ ვარ, სადაც კი არსებობს ჩემი ექაუნთები. ფაისბუქზეც, ტვიტერზეც, ჯიმეილის ახალ სოციალურ ქსელშიც ვაპირებ გარკვევას. ჯერ გარკვევის პროცესში ვარ. რათ მინდა ამდენი სოციალური ქსელები, როცა საშინლად ასოციალური ვხდები თანდათან და ხალხს ვეღარ ველაპარაკები. ავატარებიც მალე მბეზრდება, ჩემი თავი ხო საერთოდ მომბეზრდა. ამ დილით აკოს ვწერდი ფეისბუქზე ცოტახნით შენთან გადმოვალ საცხოვრებლადთქო. 2 წლის წინ, რომ გეთქვა ეგეთი რამე დავიჯერებდიო და ახლა ვერაო. არადა რისი გადამსვლელი ვარ. ჰო კიდევ რაღაცაზე უნდა მეწუწუნა და ვეღარ ვიხსენებ საწუწუნო თემას. ჰო ყურადღებები მინდა, რაღაცნაირად სასიამოვნო ყურადღებები და კიდევ რამე წიგნები მირჩიეთ, რომ ვიკითხო, მთლად გამოვცარიელდი და არ მომწონს ასე. მარტო ლიმნიანი ჩაით ვიჭყიპები. ძაან მძიმე ვარ?

საუკუნეა კაბა არ ჩამიცვამს. ადრე იმდენი ფერადი კალგოტკები მქონდა, ახლა სუ შავები მაქვს. თმები მინდა გამეზარდოს. დრეს წესით კარგად უნდა დამეძინოს. ღამის 2 საატამდე მსმენელებს უხერხული და აუცილებელი ღიმილით რაღაცეებს მოვუყვები. ძაან მომბეზრდა

Read Full Post »

როდის ავღნიშნე ბოლოს ვალენტინობა აღარ მახსოვს, ალბათ იმიტომ არ მახსენდება, რომ არც არასოდეს აღმინიშნავს. ეს არ არის დაკავშირებული იმ მახინჯ წარმოდგენასთან, რომ რადგან კათოლიკური დღესასწაულია ამიტომ ვეწინააღმდეგები, ასე თუ ვიფიქრებთ მაშინ არაფერი უნდა წავიკითხოთ რაც კათოლიკე მწერლებს დაუწერიათ და არაფერს უნდა მოვუსმინოთ რაც კათოლიკებს უმღერიათ  და ასე თუ მივყვებით, შეგვეძლება საერთოდ არაფერი გავაკეთოთ და მთელი დღე სასიამოვნოდ ”დავისვენოთ”. როგორც დედაჩემი იტყვის თითქმის მთელი საზღვარგარეთის კლასიკა კათოლიკე მწერლების დაწერილია, მაგრამ ამის გამო არ უნდა წავიკითხოთ? მაგრამ ეს არგუმენტი საერთოდ არ უკავშირდება  ვალენტინობას. და საერთოდაც არაფერი განსაკუთრებულის დაწერას არ ვაპირებ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით, თან მითუმეტეს ერთი დღის დაგვიანებით (გუშინ ინტერნეტი გაურკვევევლი მიზეზების გამო გათიშული მქონდა) უბრალოდ შემთხვევით მეც აღმოვჩნდი  ქალაქის ცენტრში, სადაც ყვავილებით და დათუნიებით დადიოდნენ გოგონები და თავიდან ვერ ვხვდებოდი რა ხდებოდა.

მაგდა არის ჩასაყლაპი გოგო. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ ვგიჟდები ასეთ გოგოებზე. ვინც ცუდად გაიგებს, იმას ვეტყვი რომ მე მიყვარს გოგოები,ოღონდ მაგდასნაირი. ანუ იცი როგორები? ცისფერთვალებები, მწვანეთვალებები, შავთვალებები და კიდევ რა ფერია? ოღონდ საინტერესო რამეებს აკეთებდნენ, მაშინვე გადავირევი და მთელი ცხოვრება მიყვარდებიან. მაგდალინას გარდა კიდევ რამდენიმე გოგოა, რომლებზედაც განსაკუთრებული გრძნობები მაქვს, უბრალოდ მათზე სხვა დროს დავწერ, ანდა ზოგზე დაწერილი მაქვს. უბრალოდ რამდენიმე დღეს ჩემი ცხოვრებიდან გამოვყოფდი მათთვის და მათთან ერთად რამდენიმე დღე ვიცხოვრებდი.

გუშინ ვიყავი დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში. მარისთან ერთად ვიყავი და ასეთ დროს ყოველთვის მარის დროით ვცხოვრობ, ვმოძრაობ და ვათვალიერებ. მარის მგონი ჰიპერკინეტიკური სინდრომი სჭირს, ყოველშემთხვევაში მე ასე მგონია:) რაც ახირებულ ქცევებში და ახირებულ აქტიურობაში გამოიხატება. ნევროზული თავისებურებებით თუ ვიმსჯელებთ, მე მგონი მეც და მარისაც მთლად ყველაფერი წესრიგში ვერ გვაქვს, მაგრამ მაინც საშინლად ვბრაზდები, როცა რაღაცას არ მაცლის და სახლისკენ მექაჩება. მაგრამ მაინც მოვასწარი მაგდას თოჯინების ნახვა, ფოტოებიც გადავუღე და რამდენიმე ნაცნობიც ვნახე, რომელთან ნახვა ყოველთვის გულწრფელად მიხარია.

მიხარია ასეთი რაღაცეები, რომ ტარდება ხანდახან ქუთაისში და ასე ხანდახან შემიყვარდება ამ ლამაზი ფერების გამო ეს ქალაქი. მაგრამ ასეთი ფერადობები წელიწადში ან რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება. არაჩვეულებრივად თბილი ამინდებია აქეთ. სიყვარული კი ყოველდღე შეიძლება იყოს, ეს გამოფენა კი ცოტა ხანს გაგრძელდება დავით კაკაბაძის სახელობის გალერეაში, ასე რომ ვინც ვერ ნახა გუშინ, ხვალ მივიდეს:)

Read Full Post »

დე როგორ ხართ?:) ასე ვერაფრით ვერ დავწერ, მაგრამ უტას სჯერა რომ დავწერ და მეც დავიწყე. ძაან უნდა, რომ დავწერო. სულ მგონია, როცა სადმე მივდივარ ყველაზე მეტად ბლოგს ეტყობა გაუჩინარებათქო. ნეტა სახლს თუ დაეტყო ჩემი გაუჩინარება.არა,როცა ვამბობ ასე არაფრის დაწერა არ შემიძლიათქო არ სჯერათ. არადა მართლა არ გამომდის. გუშინ  ავატარზე ვიყავით ამირანში მე და უტა, ალბათ მე ვიქნები ერთადერთი ადამიანი, რომელიც იტყვის რომ  არ მოეწონა.მთელი ღამე ამ ფილმზე ვფიქრობდი, ჩემი შეფასებებიც მქონდა. მენანებოდა ის დრო, იქ რომ დავკარგეთ. შეიძლება ცუდ ხასიათზე, რომ ვიყავი მაგიტო მომეჩვენა ყველაფერი საშინლად.

ბლიმინდამ წიგნის ბოლო ფურცელზე, იპოვა თავისი ბალთაზარის ნისლეული და მიუხედავად ჩვენი ღრმა რწმენისა, რომ სიკვდილის შემდეგ სული ზეცაში ადის, ჟორჟ სირამუგუსთან ასე სულაც არ მოხდა. ბალთაზარმა თავისი ნისლეული სული თავის უსაყვარლეს და ცვალებადთვალებიან მეუღლეს ბლიმინდას მიაბარა. სირამუგუ იმასაც ამბობს, რომ ღმერთი ცალხელაა და მარცხენა ხელი არა აქვს. ბალტაზარიც ცალხელაა, მაგრამ იმდენი კი შეძლო, რომ გაფრენილიყო. მარცხენა ხელი არა აქვს, მაგრამ მაინც ღმერთს უტოლდება. ჰო კიდევ არ ვიცოდი ლისაბონი ასეთი ჭუჭყიანი თუ იყო .

არ ვიცი უტას, რა უნდა დავწერო, მაგრამ მე  ასე ვერაფერს დავწერ. ჰოდა ახლა არაფერსაც არ დავწერ.

ჩემი ამბები დაძველდა. რა კარგი იქნებოდა, მამაჩემი რომ კითხულობდეს ამ ბლოგს.

ჰო მარი. მარი. მარი. როცა ვინმე მიყვარს დიდად ვერასდროს გამოვხატავ, მგონია რომ მოვეფერო, გული აუჩვილდებათქო. ხოდა უბრალოდ თმის ბუსუსებზე გადავუსვამ ხელს, თითქოს მაინტერესებს თმები თუ გაეზარდა.

რა კარგია მირანდას, რომ ვკიდივარ. საყვარლად ვკიდივარ, დიდად არც განიცდის ამდენი ხანი წასული, რომ ვარ სახლიდან. შენ დედაშენს გავხარ, ანუ ბებიაჩემს და შენც ისე ფიქრობ, როგორც ის. ანუ სადაც ბედნიერი ხარ, იქ უნდა იყო. კვირას ჩამოვალ და ბლოგსაც მივხედავ.

ეს ანუ შენ, რომელიც ჩემს გვერდით ზიხარ მადონას უსმენ და შენთვის გეღიმება. ისეთი ხშირი თმები გაქვს, დარწმუნებული ვარ არასდროს არ გაგცვივდება. ლამის ორი კვირაა თავს შენი შამპუნით ვიბან. ეფექტი აშკარაა. აჰა დავწერე.

ბოდიში სხვებო:)

Read Full Post »

%d bloggers like this: