ადამიანები ისეთ გარემოში ცხოვრობენ, როგორიც მოსწონთ. დღევანდელი დაბინძურებული გარემო, ამის ნათელი მაგალითია. ხომ არ ემსგავსება საზოგადოება იმ დაბინძურებულ გარემოს, სადაც უწევს არსებობა?
ყოველი ქარის ამოვარდნაზე თუ ქუჩაში სიარულისას ფეხები ცელოფნის პარკებში გაგეხვევათ იცოდე, რომ ეს შენი გაკეთებულია. თუ კი ნატვრის ხესავით გაწყობილ ფერადი პარკებით ახუნძლულ ხეს ხედავ იცოდე, რომ ეს ის პარკებია შენ, რომ ქუჩაში მოისროლე რამდენიმედღის წინ. თუ შენ არ მოგწონს შენი ქალაქი, გაღიზიანებს ქუჩაში დაყრილი ლუდის ქილები, სიგარეტის კოლოფები და მისი ნამწვავები, ფერად-ფერადი პოლიეთილენის პარკები, ქალის და ბავშვის ჰიგიენური საფენები, მაღალი კორპუსებიდან პირდაპირ ძირს ”გადმოდანარცხებული” საყოფაცხოვრებო ნარჩენებით გაძეძგილი პარკები, მაშინ შენ, თავად შეგიძლია შეცვალო და უკეთესი გახადო გარემო. ამ ყველაფრის გამოსწორება ძალიან მარტივად შეიძლება, უბრალოდ შენ ნუ გააკეთებ იგივეს!
გუშინ ჰაინრიხ ბიოლის ფონდში საინტერესო დისკუსია გაიმართა თემაზე ”ნარჩენების მართვა:თანამედროვე გამოწვევები”, დისკუსიის მოდერატორმა და ჟურნალისტმა ზვიად ქორიძემ აუდიტორიას საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმოამდგენელის მიხალ ნეკვასილის წერილი გააცნო. გთავაზობთ წერილის სრულ ვერსიას:”გასაღები წარმატებისთვის არის ”მენტალობის ცვლა” იმ თვალსაზრისით, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ნარჩენებს – რაც უფრო მეტი ადამიანი მიხვდება, რომ ნარჩენები შეიძლება იყოს საჭირო რესურსი შემდგომი გამოყენებისათვის და არა სუნიანი რამ, უფრო მეტი შანსი გექნება ჩვენ წარმატებისთვის. უფრო კონკრეტულად, მაგალითად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მუნიციპალურ ნარჩენებზე, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მისი პრევენცია (მაგ.: ნაკლები პარკები), მისი განცალკავება (მაგ.: პოლიეთილენის პარკები, ჭიქა, ქაღალდი, ბიოლოგიური ნარჩენები) და განახლება (გადამუშავება, თავიდან გამოყენება..). მხოლოდ ყველაზე ბოლოს უნდა ვიფიქროთ ჩვენ გადაყრაზე. ყველაფერი ეს უნდა განხორციელდეს ნარჩენების მენეჯმენტის შესახებ მკაფიო კანონმდებლობის შემუშავებით, ნარჩენების მოთავსებით სპეციალურ ნარჩენების ინვენტარში, ნარჩენების მენეჯმენტის მკაფიო გეგმის შემუიშავებით, ყველა დაინტერესებული მხარის თანამონაწილეობით (ხელისუფლება, ადგილობრივი ორგანოები, არასამთავრობო სექტორი, ბიზნესი, მკვლევარები, საზოგადოება და ა.შ.) და ბოლოს, მხარდაჭერილი უნდა იყოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ მიმართული ფართო საინფორმაციო კამპანიით.”
ვინ ახორციელებს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ფართო საინფორმაციო კამპანიით ჯერჯერობით ჩემთვის არ არის ცნობილი, მაგრამ ბიოლის ფონდში გამართული საჯარო დებატები დასტური იყო იმისა, რომ ეს თემა ჯერჯერობით ძალიან პოპულარული ნამდვილად არ არის.
ამ თემაზე ისაუბრა და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო იქ მყოფ აუდიტორია გარემოს დაცვის სამინისტროს წარმოამდგენენლმა ელვარდ …..(სამწუხაროდ სახელიც ძვლივს დავიმახსოვრე:)რომელმაც ისაუბრა ახალი ნაგავთსაყრელების მშენებლობაზე, საზოგადოების ჩართულობაზე და საკანონმდებლო ბაზაზე, რომელიც მოუწესრიგებელია და ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. კანონი ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით არ არის მიღებული, რომელიც ხელს შეუწყობდა ნარჩენების მართვის გაუმჯობესებას,თუმცა როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელისგან შევიტყვეთ სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს საკანონმდებლო ბაზაზე და ამ პროცესში ჩართულები არიან, როგორც გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, ასევე ჯანმრთელობის დაცვის,ეკონომიკის,ფინანსთა და სოფლის სამინისტროები. კანონპროექტზე მუშაობენ როგორც ქართველი, ისე გერმანელიექსპერტები. ამის პარალელურად კი კი იწყება პროექტი ევროკავშირის ფინანსური დახმარებით, რომელიც ითვალისწინებს ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შემუშავებას.ასევე დაგეგმილია ნარჩენების მართვის მონაცემთა ბაზის შექმნა ე.წ ”ტვინინგის პროექტი”.
ასევე არსებობს ფინანსური პრობლემა, მოუწესრიგებელი ფინანსური მექანიზმები, რის გამოც ვერ ხერხდება გადასახადების ამოღება, განსაკუთრებით რეგიონებში და რაიონებში. ხოლო, რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, ზოგიერთი გამონაკლისის გარდა, მუნიციპალიტეტებს არ გააჩნიათ საჭირო დაფინასება ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით (და ალბათ, რომც გააჩნდეთ, ჩემი პირადი მოსაზრებაა, საეჭვოა ეს ფინანსები მიზნობრივად დაიხარჯოს )
რაც შეეხება ახალ ნაგავთსაყრელებს, დაგეგმილია თბილისის ახალი ნაგავთსაყრელის მშენებლობა. ნაგავთსაყრელის მოწყობაზე ნებართვა უკვე გაცემულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, როგორც სამინისტროს წარმოამდგენელმა თქვა თბილისს მალე ექნება საერთაშორისო სტანდარტების ნაგავთსაყრელი, ასევე დაგეგმილია რუსთავ-გარდაბნის ახალი ნაგავთსაყრელის აშენება, რომელზეც უკვე არსებობს დადებითი ეკოლოგიური ნებართვა. ახალი ნაგავთსაყრელის მშენებლობაა დაგეგმილი ასევე აჭარის რეგიონში, კონკრეტულად ჩაქვში, სადაც მოსახლეობა ამ ფაქტს პროტესტით შეხვდა.
დისკუსიაზე ბევრი საინტერესო შეკითხვა დაისვა. სამწუხაროდ დიქტოფონის არქონის გამო ყველაფერი ვერ ჩავიწერე, მაგრამ ერთი ყველაზე მეტად დამამახსოვრდა. ერთმა მონაწილემ თქვა, რომ აუცილებლად უნდა შეიცვალოს საზოგადოების ცნობიერება ამ საკითხთან დაკავშირებით და პირველ რიგში ცვლილება სიტყვა ”ნაგავთსაყრელიდან” უნდა დაიწყოს.
Say No to PLastic Bags! არა ცელოფნის პარკებს! ამის შესახებაც მინდოდა მეთქვა. ძალიან აქტიური ჯგუფი ფეისბუქზე, რომელიც შაბათობით ასუფთავებს დაბინძურებულ ადგილებს. თქვენც შეგიძლიათ შემოგვიერთდეთ.