Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2010

free counters

Read Full Post »

იეს. აღსრულდა. ამიერიდან შემიძლია მშვიდად განვაგრძო ცხოვრება და კიდევ ბევრ რამეზე ზრუნვა.ბლოგსაც თანდათან მივხედავ და კიდევ ბევრ რამეს ვისწავლი. ამას ჩემს თავს ვპირდები და თან ვაიძულებ.

სამსახურში შესვენებაა, ანუ რაღაცეების ჭამის, მაღაზიების დაზვერვის და ყავის დრო. ყავის დრო პრინციპში სულ არის, მაგრამ მე ვარ ზარმაცი. ასე ვზივარ, როცა მცივა და ძირითადად სულ მცივა, რადგან პირდაპირ კონდინციონერის ქვემოთ ვზივარ…

ამ ბოლო დროს ჩემი ბლოგი უფრო და უფრო აღარ მომწონს, დიდად არც არასდროს ვყოფილვარ აღფრთოვანებული, მაგრამ ეხლა როცა შემოვდივარ დიდხანს ვფიქრობ რაზე უნდა ვწერო. ეს ალბათ ისე მომენტია, როდესაც ბლოგმა და მისმა პატრონმა უნდა აირჩიოს, რომელიმე თემატური მიმართულება.

ეს კარგად გამოუვიდა მანანას, რომელმაც დროზე მიხვდა და თემატურად საინტერესო და პრობლემატური თემების წერა დაიწყო. ასეთ დროს ადამიანი უფრო მეტ განვითარებას აღწევს და თუკი დიდხანს მუშაობს, არჩეულ მიმართულებაზე ის აუცილებლად დააგროვებს კომპეტენტურ ცოდნას სხვადასხვა საკითხის შესახებ და ბლოგიც უფრო საინტერესო გახდება და მკითხველიც დასტაბილურდება.

ნეტა მე რას ვიზამ?:)

Read Full Post »

პარასკევს ცოტა გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურში, რაღაც ვიდეოები იყო ასატვირთი და თან რაღაცას ვწერდი, მერე უტას გავუარე. ძვლივს წავლასლასდი იქამდე. ძაან მძიმე დღე არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი რომ განსატვირთავად ბოლოს კინოში აღმოვჩნდებოდი. ბოლო შემთხვევის მერე, როდესაც ჩემი გათიშულობის გამო, საათი ამერია და რაღაც ფილმზე ვეღარ შევედით, კინოს გაგონება აღარ მინდოდა.

მოკლედ წავლასლასდით  ამირანისკენ . ბოლო დროს სადღაც წავიკითხე, ვიღაც ბლოგერი წერდა მაგრად ვიცინეო ამ ფილმზე (გაქცევა ვეგასიდან) და რო მახსენდება სულ მეცინებაო და ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა, რომ არაკინომოყვარულს ამ ფილმზე მომნდომებოდა შესვლა. ხოდა არც მინანია. ეგ იყო ხშირად ვხედავდი უტას დაბღვერილ სახეს და გაკვირვებული მეკითხებოდა (წინა რიგში მჯდომ ბავშვზე) ამას რა უნდა აქო, მე კი ძაან მეზარებოდა თქმა, რომ თუ ვიღაცის ბავშვი უყურებს ასევე ვიღაც ქალის დიდ ძუძუებს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, შენც ნუ გექნებათქო. ხოდა ძაან გავერთე. უტას არ მოსწონს რეალისტური კომედიები, მე კიდე ძაან მომეწონა და ყველა გადაღლილ ადამიანს, რომელსაც ცოტა რელაქსაცია და გართობა სჭირდება, ამ ფილმზე ვუწევ რეკომენდაციას.

ამ ფილმის მერე ვიჯექით ელვისში და დიდხანს ვკამათობდით იმაზე, რომ არის თუ არა ისეთი სამსახური ძნელი და ცუდი, როგორიც ადამს ჰქონდა, მე კიდე ვუთხარი, რომ თუ კარგად გადამიხდიდნენ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ცოტა ხანს და ამაზე ნერვები მოეშალა.

პარასკევ საღამოსვე, სანამ კინოში  წავიდოდი ძალიან ლამაზი კაბა ვიყიდე, ნუ უტამ მიყიდა, იმიტომ რომ ჯერჯერობით სრულიად ჯიბე და საფულე გამოფხეკილი დავდივარ და რამდენიმე მხრიდან ველოდები ფინანსურ მხარდაჭერას:)ხოდა ისეთი კაბაა, მარტო ბათუმში და კიდევ სხვაგან რომ უნდა ჩაიცვა:) მანამდე კი ეს ნაცრისფერ ყვავილებიანი და ლამაზ გულისპირიანი კაბა დაელოდება ჩემს ”ბათუმს”.

შაბათ-კვირა იყო მოსაწყენი. მცხელოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. მაკლია მუსიკა, გარუჯვა და ულიმიტოდ ძილი.

კარგა ხანია ვერაფერს ვკითხულობ.

Read Full Post »

არა არაფერი არ გინდა, არც დასვენება, არც ლურჯი ოთახი, გრძელი ჭერიდან დაშვებული ნიუ ლაითის განათებები, არც ლეპტოპი, არც სიწყნარე და სიმშვიდე და ცოტა სიბნელე,არც ცოტა სიგარეტი (მაინც დაანებე თავი),არც კაპუჩინოო და არც ესპრესო,არც ძილი და თვალების დახუჭვა და მაშინ გაღება(გახელა), როცა გინდა, სულ არ გინდა გარუჯვა, ზღვის შხეფები და ნოტიო ჰაერი, ცხელი სანაპირო და ასარჩევად გამზადებული ქვიშები, მყუდრო სასტუმრო,არც ჭამა გინდა, არც კოცნა, არც ხელის კრემი, არც ულტრაბგერითი პილინგი….

ვეუბნები ჩემს თავს.

დღის 14:10  წუთის განწყობიდან:)

გაგიმარჯოს ბლოგო. აქ ჩემთან კონდინციონერი გრუხუნებს და ყალყზე მიდგას ეპილირებული და სულ ეხლახან ამოწვერილი ბუსუსები. ცუდი სიტყვაა ამოწვერილი?:)

მოკლედ დიდხანს ვიფიქრე და ვერ მოვიფიქრე რა მინდოდა და ამის მერე გადავწყვიტე არ ღირდა დრო დამეკარგა სამჭვუნვაროდ. მჭვუნვარება ცუდი რამეა. სიტყვებს ვენაგლები მგონი. ვენაგლები უნდა ჩავწერო ბრჭყალებში და შესაბამისი ჟესტიკულაციით გაჩვენოთ ეს ბრჭყალები:)

ამიერიდან ვარ საერთაშორისო ურთიერთობების  და საინფორმაციო ტექნოლოგიების კოორდინატორი. უნდა ვმართო საიტი და კიდევ სხვადასხვა და ფუნქციებიც შევითავსო, როგორიცაა პრესრელიზების გაგზავნა, დაწერა, გადაკეთება, ინტერვიუების ისევ აღება, ნიუსების წერა და სხვა ასეთივე ვითარებანი…დაემატება თანდათან

ხოდა კარგია და მეც ასე ვარ. მოტივირებული და ა.შ.

ვიცი რაც მინდა. მინდა ლუკა პოლარეს ნაყინი, კარამელი ნუშით, გავსინჯავდი შოკოლადის ნაყინსაც და ყველაფერს გარდა სამარხვო ნაყინებისა, კიდე ერთ შაბათ-კვირას უტასთან ერთად დაკარგვა, კარგი რაღაცეების გადაღება და გაუპარსავი წვერი…მსუბუქად სიარული, აივანზე საუზმობა და საკუთარ ფეხზე დაჯდომა…(ასე უფრო გემრიელად ვჭამ)

დავადგინე რაც მინდა.

დღის 14:21  წუთი…

გუშინ სოციალური მედიის დღეზე ვიყავი მთაწმინდის პარკში. თამ ამიყვანა მანქანით. ძაან ზუზუნებდა ყველა და წესიერად არაფერი ისმოდა, კიდევ არ მომეწონა უადგილო რეპლიკები აუდიტორიიდან და მომეწონა პიცა…კიდევ თინი.

გუშინ წინ ქუთაისში წავედი ერთი დღით, არ მეყო დრო და ჩემი ადამიანები.

მეძინება.

14:45

არ ვუყურებ ფეხბურთს და ზოგადად ტელევიზორს და ამდენად ჩამოვრჩი ცხოვრებას,რადგან ეხლა გავიგე რომ ,  ზესტაფონში, საქარიაში ურჩხული ცხოვრობს;):):) ხოდა ახლა ზესტაფონის გამგებელი გამართავს პრესკონფერენციას და იქ განაცხადებს, ვინც ამ საშინელ ურჩხულს სოფელს მოაშორებს, ჩემს შვილს მივათხოვებ მასო, ხოდა ვინმე ზესტაფონელი ჯეელი მოკლავს ამ ძროხების და თხების სისხლისმსმელ ურჩხულს და გამგებელის ქალიშვილსაც დაპატრონება.

ჭირი იქა, ლხინი აქა.

საზოგადოების შეფასება : სუსტი პოსტი, დაავიწყდა წერა.

Read Full Post »

%d bloggers like this: