Feeds:
Posts
Comments

Archive for October, 2010

ლიბერალზე ვკითხულობდი თანამედროვე მელანქოლიის ანატომიას, ზუსტად იგივე მჭირს მეც, იგივე სიმპტომები, ოღონდ სტაბილურ ფიზიკურ ტკივილებს გამოვრიცხავ. რამდენიმე დღის წინ დედაჩემი ამბობდა, როცა გიყურებ ვგრძნობ , რომ ზედმეტად ხარ მიდრეკილი მელანქოლიისკენო…ყველა ჩვენი ვნებათაღელვები და ემოციები შენზე გადმოვიდაო…ხოდა ხვალიდან ვაპირებ სულაც არ ვიყო მელანქოლიური, წესით უნდა შემეძლოს ამის გაკონტროლება.

დედაჩემი ჩამოვიდა. დღეს უნდოდა ხორცის წვნიანი გაეკეთებინა და მე და უტა წავედით ხორცის  საყიდლად, უცებ აღმოვჩნდით ვაგზალზე, მერე რაღაც კაცურ რესტორანში, სადაც ვჭამეთ ოსტრი და დავლიეთ. ხოდა მიყვარს ასეთი დღეები, უეცრად რომ დათვრები, ხორცსაც რომ ვერ იყიდი და მთელ ქალაქს, რომ შემოივლი. რესტორანში ისეთი რაღაც მოხდა, რაც არსად არ მინახავს, ვიღაც კაცი შემოვიდა და განაცხადა მშიაო, ვიღაცეებმა მაგიდასთან მიიპატიჟეს, ერთმა კი ხინკლებით სავსე თეფში მიაწოდა, ეს კაცი დაჯდა და თქვლეფა–თქვლეფით შეჭამა რამდენიმე ხინკალი, სწრაფად და სულმოუთქმელად, წვენი შიგნით ჩააწურა, მერე მოიწმინდა ტუჩები და სანამ გარეთ გავიდოდა სხვა ვიღაცეებმა სიგარეტის მიაწოდეს…მომკლა ამ სცენამ. უტამ მშვიდად შეჭამა ოსტრი, მე კიდე სულ იმ კაცის ხარბი თვალები მედგა თვალწინ, რითაც ის ხინკლებით სავსე თეფშს უყურებდა.

საინტერესო არაფერი ხდება ჯერჯერობით. ისევ ეს მართვის ტესტები, რომლის მეცადინეობები ჩავაგდე, რამდენიმე წიგნის კითხვაც ვერ დავასრულე და უტამ კიდე სხვა ახალი წიგნები მომიტანა და როდის რას დავამთავრებ არც კი ვიცი. მოკლედ ამ კვირაში მაგარი შედეგები მაქვს:(

კიდე მაქვს ბევრი ყავა და ბევრი ჩაი და მთელი ზამთარი თავს დამშვიდებულად ვიგრძნობ იმდენია. გუშინ სიზმარში ჩემი მომავალი ბავშვი დამესიზმრა, ვიყავი ბედნიერი იმის გამო, რომ არ მახსოვდა როგორ გავაჩინე და ეს ყველაზე მეტად მსიამოვნებდა და კიდე მამაჩემი ჩემს ბლოგს კითხულობდა…:) ხოდა რო დარეკა მაღვიძარამ, მივხვდი რომ არც ეგრე მარტივადაა საქმე.

Advertisements

Read Full Post »

საოცრად ეკლექტური დილაა, დილის ლოცვების შემდეგ, ინტერნეტში ჰოროსკოპს ვათვალიერებ და ვფიქრობ როგორი დღე მიწინასწარმეტყველეს ვარსკვლავებმა, გუშინ ღამით კი ბლოკნოტში ვწერდი, ამ ღამით მკვდარი ვარ და დილით გავცოცხლდებითქო და მართლაც ასე მოხდა. საოცრად ცოცოხალი ვარ ამ დღეს. ჩემი დაბადების დღეა. შარშანაც ასეთი დღე იყო მოღრუბლული და იმ დღეს თმები მქონდა შეჭრილი და ძვლივს გაიზარდა ცოტათი…იმ დილით მარტო გამეღვიძა, დღეს კი უტასთან ერთად, მეორე წელს კი ალბათ სამი გავიღვიძებთ. როგორი იქნება ეს მესამე ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ალბათ ისეთივე სასიამოვნო იქნება, როგორც მეორე…:)

ძალიან მიყვარს ფსალმუნის ის სიტყვები :”ლოდი, რომელ შეურაცხყვეს მაშენებელთა, ესე იქმნა თავ კიდეთა უფლისა მიერ იყო ესე, და არს საკვირველ წინაშე თვალთა ჩვენთა”. ამ დილით წავიკითხე მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე ფსალმუნები, ბევრი კარგი რამე წერია ფსალმუნებში, მაგრამ ეს სიტყვები ყველაზე მეტად მომწონს, მიუხედავად ამისა მირანდას, რომელსაც რაღაც პრობლემები აქვს თავის კლასელებთან, სულ სხვანაირი რამ მივწერე :” ადამიანი ხშირად მგელივით იქცევა, მაგრამ შენ უნდა აგრძნობინო რომ მგლების საზოგადოებაში არ ცხოვრობს”:)…ამ სიტყვების მიწერას, შემეძლო წარმატებით მიმეწერა ზემოთ მოყვანილი ფსალმუნის სიტყვები:) მაგრამ ეჭვი მეპარება, ამ სიტყვებს მისთვის მანუგეშებელი ეფექტი ჰქონოდა…

დაბადების დღეს არ ეხება, მაგრამ ამ ბოლო დროს საშინლად შემაწუხეს ჩემი გამხდრობით შეწუხებულმა ადამიანებმა თავიანთი გამოთქმებით, როგორ გამხდარხარ, მაგრამ არა უშავს ასე იცის გათხოვების დროს და მსგავსი ფრაზები, არადა სამი წელია სტაბილურ წონაზე ვარ და ეს ძალიან მომწონს და რაღა ეხლა დააბრალეს ეს ჩემი გამხდრობა (ამას თუ გამხდრობა ჰქვია) ჩემს გათხოვებას:) თავს ამ დროს ისე უხერხულად ვგრძნობ, მგონია ლოგინში მიძვრებიან…ყველაფერი კი იმის გამოა, რომ არ მიყვარს ცომეული, ტკბილეული და მსგავსი კალორიული რამეები და ჭირის დღესავით მძულს ის დღეები, როცა საკუთარ ლოყებს ვუყურებდი და მაგიტო სულაც არ ვაპირებ ტორტის გამოცხობას საკუთარ დაბადების დღეზე:) მაგრამ თუ დედაჩემი მოინდომებს, ხელს არ შევუშლი, მომენატრა როცა შვილად ვგრძნობ თავს.

არაფერი განსაკუთრებული დღეს არ მოხდება, რამდენიმე ადამიანი მოვა, რომლებმაც ისედაც იციან, რომ მე არ ვარ ის ტიპი, რომელიც საკუთარ დაბადების დღეზე საკუთარ თავს შეიწუხებს და ჭახა–ჭუხს  ატეხავს და თითონაც არ ექნებათ იმის შეგრძნება რამით ხომ არ ვაწუხებო, თან საღამომდე ტესტებს უნდა შევაკლა თავი.

ხო კიდე სახლში გვყავს “ბაკუ”, რომელიც სამი დღის წინ დილით გამოჩნდა, საძინებლის წინა ოთახში გაიარა, მე და უტა ერთდროულად გაგვაღვიძა და მერე ისევ სადღაც დაიმალა. უტამ თქვა სულიაო, მე კიდე ვუთხარი რო სულები მაკლია ახლა აქთქო, მაგრამ თუ ისეთი სული იქნება, რომელიც ჭურჭელსაც გარეცხავს, საჭმელსაც გაამზადებს და დილით ყავასაც ამიდუღებს, მოვიდეს მე რას მიშლის:)

მიყვარხართ ყველა.

Read Full Post »

გავთხოვდი ფაქტიურად, ეს ისედაც ყველამ იცის, მაგრამ ჩემს ბლოგზეც დავადასტურებ:) ეს გათხოვება და ოჯახის შექმნა ცოტა სხვანაირი წარმომედგინა, მაგრამ სულაც არა, პირიქით იმაზე კარგია ვიდრე ვფიქრობდი. აი ასე ვუპასუხებდი კითხვებს, რომელსაც ორი თვის წინ მისვამდნენ :”კაია გათხოვება? როგორია გათხოვება?”– ზუსტად რა უნდა ვუთხრა სხვებს ეს არ ვიცი, რადგან არ ვიცი კონკრეტულად რას გულისხმობენ  კითხვაში  “კაია გათხოვება?”:)

კიდე არ მესმის გამოთქმა “რა უხმაუროდ გათხოვდაო”:) ეს ერთ ჩემს ყოფილ თანამშრომელს უთქვამს ჩემზე  და  ზუსტად არ მახსოვს ამაზე რა რეაქცია მივეცი, შეიძლება 500 კაციანი ხმაურიანი ქორწილები და სტანდარტული სიტაუციები შემომელანძღა ცოტათი.  მოკლედ ეს ეტაპი საინტერესო ფრაზებით და კითხვებით აღინიშნა ჩემს ცხოვრებაში.

ამას წინათ შუაღამისას ისე აღმაგზნო ჩემი  ცხოვრების თავისუფლების შეგრძნებამ, რომ მძინარე უტას ნჯღრევა დავუწყე, მეთქი რა კაია, რომ არაფერი შეცვლილა და ჩვენი ურთიერთობა მარტო ჩვენ გვეკუთვნისთქო.

“მოკლედ ამ გათხოვება–გამოთხოვების ამბებს იმიტომ ვწერ, რომ ეს სიყრუე ცოტათი დავარღვიო და ბლოგზეც განვაახლო წერა. მთელი ზაფხული ვაპირებდი ბლოგისთვის მიმეხედა,მაგრამ ხან რა მიშლიდა ხელს და ხან რა, მერე ერთხანს გადავწყვიტე მეორე ბლოგიც გამეკეთებინა, მაგრამ ყველა ჩემთვის სასურველი იუზერნეიმი დაკავებული იყო და მერე აქ გავჩერდი.

დღეს კი კაი ამინდია, საღამოს გვანცას და ნანას უნდა შევხვდე. ამასწინათ მაკას ვწერდი, ეს ის გოგოა, ადრე ფერადი წინდები რომ გამომიგზავნა დიდი თეთრი კონვერტით, მძღოლი, რომ მოატყუა საბუთებიაო და მძღოლმა როგორც წინდები ისე ჩამაბარა…გახსნიდა აბა რას იზამდა. ხოდა მაკა უნდა ვნახო ერთ ძაან უჟმურ ამინდში, ონკოლოგიურში დადის პრაქტიკებზე, ალბათ იმ დღეს მეც ძაან უჟმურ ხასიათზე ვიქნები, მაგრამ ჩანთაში მექნება ცხელი ყავა თერმოსში, ხოდა სადმე წავალთ ონკოლოგიურის მერე და  უფრო გავიუჟმურებთ თავებს.

Read Full Post »

%d bloggers like this: