Feeds:
Posts
Comments

Archive for May, 2011

სიტყვებს განსაკუთრებული ძალა აქვთ ადამიანებზე, არა მარტო თავისი სემანტიკური კოდირების გამო, არამედ იმ გავლენების გამოც, რომელსაც ის დროთა განმავლობაში იძენს.

ჩემი სიტყვებია,ციტირება არაა:)

ჩემთვისაც არსებობდა ასეთი გავლენიანი სიტყვები, მაგრამ ერთ დღესაც როცა უშუალოდ შევეჯახე პირისპირ ასეთი სიტყვების მატარებლებს, მივხვდი რომ მან დაკარგა თავისი მაგია.
ერთ დღესაც , როცა უეცრად მკითხეს თქვენ ხართ ის ჟურნალისტი, თქვენ ხართ ის ბლოგერი, თქვენ ხართ ის მუსიკალური წამყვანი, თქვენ ხართ ის ესეისტი და ა.შ ვერაფერი ვუპასუხე წესიერი, რადგან ვერცერთ ამპლუაში ვერ ვიგრძენი თავი ისე ორგანულად, რომ გამართულად მეთქვა დიახ მე ვარ ჟურნალისტი, ან ბლოგერი, ან დიჯეი…ყოველთვის, რაღაც მაკავებდა მთლიანად შევსულიყავი, რომელიმე პროფესიაში და თავი მის ორგანულ ნაწილად მეგრძნო, შეიძლება ეს ჩემი გაუცხოების კომპლექსის ბრალია…მიუხედავად ამ ყველაფრისა, მაინც ვფიქრობ ეს უფრო კარგია, რადგან დღესაც, სანამ რომელიმე სიტყვის მატარებელი გავხდებოდე, დიდხანს ვფიქრობ არასდროს არ გავუფამილარულდე ისე სიტყვებს, რომ მანდ დაკარგოს თავისი ნამდვილი ხასიათი.
ამიტომ, სანამ გადავწყვეტ, რომელიმე სიტყვაში შევძვრე და მისი გავლენები ორგანულად მოვირგო, ძალიან ბევრი რამე უნდა გავაკეთო.

Read Full Post »

%d bloggers like this: