Feeds:
Posts
Comments

Archive for July, 2012

დაახლოებით 80 წლის წინ, როცა  ჩემმა უსაყვარლესმა ბებიამ აღოაჩინა, რომ დაქალდა, გაურკვეველ სიტუაციაში ჩავარდა, ტუალეტში ჩაკეტილი ტიროდა და არ იცოდა მის თავს რა ხდებოდა, მას ალბათ არც უფროსი მეგობარი ჰყავდა, ამის შესახებ რომ  დალაპარაკებოდა, თორემ ასეთი მძაფრი რეაქცია არ ექნებოდა ისეთ  ფაქიზ თემაზე, როგორიცაა რეპროდუქციული ჯანმრთელობა. დავიწყოთ იქედან, რომ ეს თემა საზოგადოებაში ტაბუდადებული იყო და მასზე, როგორც ჯანმრთელობის ერთ-ერთ რიგით საკითხზე საუბარი უხამსობად ითვლებოდა. ამ საკითხის მიმართ არასწორი დამოკიდებულებების რღვევა გასული საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან დაიწყო, როცა ნელ-ნელა ფეხი მოიკიდა ჰიგიენური საფენების რეკლამებმა. ამ რეკლამებში მომხიბვლელი, თამამი გოგონები ღიად უწევდნენ პროდუქციას რეკლამირებას, ალბათ პირველი ის რეკლამა გაგახსენდათ, სათვალიანი, მომხიბვლელი ქალი, როგორ ასხამს  საფენს ლურჯ სითხეს და მაკრატლით ჭრის. ეს ის დრო იყო, როცა უკვე 13-14 წლის გოგონებს ისე ძალიან ვეღარ დააჯერებდით სიტყვებით, რომ ბიჭთან გავლისას, შეხებისას ან კოცნისას გოგონები ორსულდებიან, ან უფრო მეტი ხელის გადახვევის დროსაც ბავშვები ჩნდებიან, ასეთი ამბები ხშირად გამიგონია საახლობლოში, მას განსაკუთრებით გოგონების მშობლები მიმართავდნენ, მათი თინეიჯერი ქალიშვილები დაღამებამდე, რომ მოერეკათ სახლებში, სამწუხაროდ მათ არ უჩნდებოდათ სურვილი  გულწრფელად დალაპარაკებოდნენ თავიანთ შვილებს იმ ბუნებრივი პროცესების შესახებ, რომელიც მიმდინარეობს ქალის ორგანიზმში, ან საერთოდ არ მოებოდათ ეს ფრთიანი ტყუილები. მოკლედ, ეს თემა ფრიად “უხამსად” ითვლებოდა, ჰიგიენური საფენების რეკლამის დროს კაცებს ჩუმ-ჩუმად ეცინებოდათ, მე კიდევ აფთიაქში თუ ბიჭ გამყიდველს დავინახავდი, მაშინვე უკან ვბრუნდებოდი და სხვა აფთიაქს ვეძებდი, სადაც ქალი ფარმაცევტი მომემსახურებოდა და მეც სირცხვილისგან აღარ გავწითლდებოდი. მერე უკვე ესეც გადავლახე, შემდეგ უკვე კაცებიც გადაეჩვივნენ სიცილს საფენების რეკლამის დროს, როცა ტელევიზორს უყურებდნენ, შემდეგ უკვე ნელ-ნელა მშობლებიც მიხვდნენ, რომ ხანდახან საჭიროა შვილებს გულწრფელად ვესაუბროთ, შემდეგ იყო, რომ ისევ ჩემი საყვარელი ბებიაჩემი, ერთ-ერთი, რიგითი პარასკევის ბაზრობიდან მობრუნებული გაოცებული მიყვებოდა კაცზე, რომელიც აფთიაქში შევიდა და ცოლისთვის “ერთი ბღუჯა საფენები” იყიდა. ბებიაჩემი ამ ამბავს აღტაცებული გვიყვებოდა და მივხვდი, რომ მასაც უნდოდა ვინმეს ეზრუნა მასზე, თუნდაც ესე მოეტანა ერთი ბღუჯა საფენები.  დაბრუნებულიყო ქალიშვილობის იმ წლებში, რომლებსაც ვეღარ დააბრუნებდა, ყვარებოდა ვინმე ლამაზი ყმაწვილი, ჩუმად ევლო შეხვედრებზე, ეკოცნა, ჩახუტებოდა…

კიბიდან თუ გადახტები მენსტრუაცია შეგიწყდებაო-ესეც ერთ-ერთი ბავშვური რემინისცენცია, არადა რა ხშირად ვხტუნაობდით მაღალი კიბეებიდან ბავშვები და არც ამ გამოთქმას ვითვალისწინებდი. კარგი იყო ეს დღეები, ანუ კრიტიკული დღეები, ჩემთვის ფიქრისთვის და კითხვისთვის განკუთვნილი საკმაოდ ბევრი დრო. ერთხელ ვთქვი, რომ როცა ასეთი დღეები მაქვს, თავი განსაკუთრებული მგონიათქო, შემდეგ ამის ახსნა-განმარტება მომთხოვეს და რატომღაც, თავი არ შემიწუხებია. მგონი არც არის საჭირო ამის ახსნა, ეს შეგრძნებები ინდივიდუალურია და ყველა ქალი თავისებურად განიცდის პიემესის დღეებს.

ის დრო მახსენდება, ძველი და შავ-ბნელი ოთხმოცდაათიანები, შუქი და წყალი, რომ არ მოდიოდა, მაღაზიებში, პროდუქცია, რომ არ იყიდებოდა და კიდევ სხვა ათასი ანომალიური ამბავი, მაშინ რომელიღაცა ქვეყნიდან ჰუმანიტარული დახმარება შემოვიდა, ეს დახმარება სხვადასხვა სახეობის პროდუქტებისგან შედგებოდა , ჭაობისფერი სალაბადე ნაჭრები, მარცვლეულის გამხმარი კატლეტები, მუხუდო  და მათ შორის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ქალის ჰიგიენური საფენებიც მოიპოვებოდა. მაშინ, ეს ჩემთვის მსოფლიოს მეცხრე საოცრება იყო, ბალიშივით მოუხერხებელი, სქელი და გრძელი ბამბის გროვა.

დღეს, როცა ბაზარზე ამ პროდუქციის ნაკლებობა ნამდვილად არ იგრძნობა და შეიძლება ითქვას ჭარბადაც კია, ქალები ყოველი მენსტრუაციის წინ დილემის წინაშე ვდგებით, მაინც რომელი ავირჩიოთ? ძირითადი მოთხოვნები ასეთია: უნდა იყოს თხელი, უნდა იყოს ჰაერგამტარი და არ უნდა იყოს ალერგიული, თან ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩეოდეს. “როდესაც, საქონლის პოზიციონირება გვინდა, წარმოიდგინეთ, რომ მომხმარებლის თავში არის რაღაც ტახტი, მაგალითად, ტახტი, სახელად „იაფი“, ან ტახტი სახელად „საუკეთესო ხარისხის“ და ამ ტახტზე უნდა შევძლოთ მისი მოთავსება” – ეს წინადადება მარკეტინგის ლექტორმა თქვა ერთხელ ლექციაზე და მეც ამასთან დაკავშირებით გამახსენდა, ერთ-ერთი ჰიგიენური საფენი, რომელიც ამ წარმოსახვით ტახტზე დიდიხნის წინ მოთავსდა და მისი ფასიც ინტენსიურად იმატებს. კარგად ცნობილი  მიზეზების და საჭიროების გამო, როცა აფთიაქში იმ ჩემს წარმოსახვით ტახტზე მოთავსებული პროდუქტის ყიდვა დავაპირე საოცრად გაძვირებული დამხვდა, კონსულტანტმა მოლფედი მირჩია, რომელსაც თვითონაც იყენებდა და კმაყოფილი იყო, დაახლოებით სამ ლარამდე გადავიხადე. რაც, შეეხება განსხვავებას ძველ “ტახტსა” და ახალ “ტახტს ” შორის ისაა, რომ მოლფედი უფრო იაფია, ხარისხითაც გამოირჩევა, აკმაყოფილებს ჩემს ძირითად მოთხოვნას- ჰიპოალერგიულია და დერმატოლოგიურად უსაფრთხო, ეს კი ერთ-ერთი მთავარი პუნქტებია, როდესაც არჩევანის წინაშე ვდგები.

Read Full Post »

%d bloggers like this: