Feeds:
Posts
Comments

Archive for February, 2013

თებერვლის ბოლო დღეა, ასე გავიდა ზამთარი, ანდრია უკვე ცხრა თვის გახდა, მე ისევ რამდენიმე კილოგრამი მინდა მოვიმატო, დღეები უფრო მძიმე გახდა, მაგრამ დიდი ბედნიერებებიც მოაქვს ხოლმე, ამ მძიმე დღეებს.

სულ მეძინება.

ზამთრის საღამოებს ანდრიას  ყიჟინი, ლუღლუღი, ღუღუნი და კივილი არღვევს, ჩვენც უფრო ნაკლები დრო გვრჩება ინტერნეტისთვის, ტელევიზორისთვის, პოლიტიკური ამბებისთვის, მაგრამ მაინც ვცდილობთ რამე ამბავი არ გამოგვეპაროს და მერე დაქანცულები ჩუმად საწოლისკენ მივიზლაზნებით.

თებერვალი გავიდა და იმედი მაქვს რაც უფრო მალე დათბება ეს სიმძიმეები, მძიმე კურტკების, თავშლების, ჯემპრების და ქუდების სახით მალე დაიკიდება გარდერობში, აღარც ანდრიას დასჭირდება თავისი ლურჯი კოსმონავტი-კომბინიზონი, გაზაფხულზე უკვე დიდი ბიჭი იქნება და თუ სიარულს დროზე ვერ ისწავლის, მე ისევ ვატარებ კენგურუთი, ოღონდ ნაკლები ტანსაცმელებით.

რამდენიმე, სასიამოვნო შენაძენი გავიკეთე საკუთარი თავისთვის, ყიდვა ყველაზე კარგი რელაქსაციაა ამ ბოლო დროს, ადრეც სასიამოვნო იყო, მაგრამ ეხლა, უძილობების, ფიზიკური დატვირთვის, სახლში გატარებული დღეების და ზოგადად ამ რუტინის გაგრძელების პერსპექტივის ნიადაგზე, განსაკუთრებულად მსიამოვნებს რაღაცეებში ფულის გადაყრა 🙂

ხოდა ის წიგნები შევიძინე, დიდი ხანია რომ მინდა, გამყიდველი ძალიან ბედნიერი დამემშვიდობა, მეც ბედნიერი წამოვედი.

ნახვამდის თებერვალო.

მალე მოდი გაზაფხულო, მზიანო დღეებო და სასიამოვნო საღამოებო.

 

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: