Feeds:
Posts
Comments

Archive for September, 2013

hunterboots

წვიმიანმა ამინდებმა გამახსენა, რომ შარშან ნაყიდი შავი რეზინის ბოტები რაღაც ძალამ, გვერდიდან გადაფხრიწა და მე კიდე წელს ძალიან მინდა ბევრი ვიარო წვიმაში ჩემს შვილთან ერთად და წვიმის არ შეგვეშინდეს.

აი, ზუსტად ასეთები მინდა, მაგრამ ძალიან ძვირი ღირს, ეს კი ყველაზე გულდასაწყვეტი ამბავია, როცა საქმე ყველაზე მაგარ ბოტებს ეხება მსოფლიოში.

კიდე გულდასაწყვეტი ისაა, რომ კინოში აღარ მეპატიჟებიან. ხანდახან მგონია, მე თვითონ ხელოვნურად ვახდენ იზოლაციას ჩემს და დანარჩენ სამყაროს შორის, უბრალოდ ვისაც შვილები ყავს შესანიშნავად მიხვდება, როგორი რთულია ბავშვთან ერთად სამყაროსთან თავისუფლად ურთიერთობა.

Photo on 2013-08-31 at 18.34

მე კიდე გარდა იმისა რომ “ჰანტერის” ბოტებზე ვდარდობ, კიდევ მახსენდება რომ მოცვი მინდოდა ბევრი ზამთრისთვის . თუ ვიშოვი, საყინულეში შევინახავ და მერე შვილს გემრიელ ნამცხვრებს გამოვუცხობ და მთელ სახლში სასიამოვნო სუნებს დავაყენებ.

დრო აღარ მაქვს. დრო ჩემზე აღარ მუშაობს, მე კი ჩემი ბლოგი და წერა მენატრება, მაგრამ ვერ ვახერხებ. ამის გამო მგონია, რომ ისეთი გოგო გავხდი, რომელიც უკვე დაავიწყდათ.

მე კიდე ის დამავიწყდა, როგორ სრულდება ეფექტურად პოსტები და საერთოდაც, ეფექტური პოსტების წერა დიდიხანია გადამავიწყდა.

პ.ს მოდი ეხლა ჩამოვწერ იმ ნივთების სიას რომლებიც  ზამთარში მჭირდება, რომელსაც სანამ სამსახურს არ დავიწყებ არცერთი სანტა კლაუსი არ მომიტანს, არც მინდა 🙂

1) თერმოსი ისევ არ მაქვს. (არადა, უკვე თავისუფლად შემიძლია მშვიდად ვსვა ყავა თუ ანდრია ეზოში სიგარეტის ნამწვავების ღეჭვას არ მოინდომებს)

2) ისევ არ მაქვს ლურჯი საწვიმარი.

3) წელს ნამდვილად არ მექნება მწვანე ბოტები.

სამაგიეროდ, ამ ყველაფერზე წერა შემიძლია და სურვილებისგან დროებით გათავისუფლება.

ყველაზე მტანჯველი აუხდენელი სურვილებიაო ამბობენ და ყველას გისურვებთ ამ საკითხში წარმატებას. :*

Advertisements

Read Full Post »

ყავის გარეშე დილას დილა არ ქვია. მართლა გეუბნებით, მე ასე ვარ, თუ დილით ყავა არ დავლიე მგონია ჯერაც არ გათენებულა და ისევ ღამეა და ისევ უნდა ვიწვე. ხოდა  არც ყავა მაქვს, ანდრიასაც ტკბილი ძილით ძინავს ჩამუქებულ ოთახში და მეც ვერსად წავალ მის მოსაპოვებლად. მთელი ჩემო კონცენტრაცია კი სამზარეულოში გადაბარგდა და ჩაიდნის ღილაკზე დასკუპდა. გუშინ ერთმა ბიჭმა, რომელმაც მე და ჩემი შვილი მცხეთიდან ჩამოგვიყვანა მკითხა, ყავა რომ არ დალიო რა მოხდება? აი მე ერთხელაც არ დამილევია ცხოვრებაში ყავა და არასდროს მომნდომებია დამელია. მე ვუთხარი რომ ძალები არ მექნება და მთელი დღე დაშლილი ძვლებით ვიჯდები სავარძელში, მაგრამ ამასაც არავინ მაცლის. 

“სიცოცხლეზე მეტად მიყვარხარ” – ერთ პიანისტ გოგოს წერდა ის ბიჭი, (დედას ვფიცავარ არ ჩამიჭყეტია ტელეფონში, უბრალოდ რაღაც ძალების მეშვეობით პირველი სიტყვა დავინახე და შემდეგსაც მივხვდი) მერე იმ გოგომ დაურეკა ვინც სიცოცხლეზე მეტად უყვარდა და სავარაუდოდ, ცოტა გვიან ალბათ შეხვდებოდნენ კიდევაც. რა მაგარია სიყვარული. სხვების სიყვარულიც ძალიან მაგარია.

სამაგიეროდ, პიანისტ და ხელოვან სარძლოებს ბიჭის მშობლები  არ წყალობენ. მთელი დღე უნდა ივარჯიშოსო, ჩვენს ოჯახს ვერ გაუგებს, მთელი ცხოვრება გასტროლებზე ივლისო – მოთქვამენ და მოთქვამენ. მე კიდე ვცდილობ მათ მდგომარეობაშიც შევიდე, მაგრამ არ გამომდის. ნეტა მე როგორი დედა ვიქნები, დავიცავ თუ არა ოქროს შუალედს შვილთან ურთიერთობაში, ნეტა რას ვიზამ? წინასწარ ვნერვიულობ და გული მისკდება.

სანამ, ჩემი ბიჭი ვინმეს სიყვარულით გადაირევა, მანამდე მე ცოტა  განსხვავებული დილები მაქვს. ვარჯიში დავიწყე. ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მას შემდეგ რაც ჩემი ქმარი დილის შვიდზე საწოლიდან გადმომიღებს, მერე ფანჯარაში გამახედებს, ჰაერს ჩამასუნთქებს და გამომაფხიზლებს, მერე ვკადრულობ _  ვიცვამ ბოტასებს და მივდივარ სავარჯიშოდ. ოოო, ეს ისეთი მაგარი შეგრძნებაა სიტყვებით ვერ აღვწერ. ის სუფთა ჰაერი, რომელიც ჯერ არ ჩაუყლაპავთ დახურულ ფანჯრიან ოთახებში გამოკეტილ მძინარე მაცხოვრებლებს, ყველა ჩემს ფილტვებში მიდის და მეც ამაყად ვზრდი ვარჯიშის ლიმიტს. თითქმის ყოველდღე 5 წუთს ვუმატებ.

მერე მოვდივარ სახლში და ყავა არ მხვდება. და მაინც ძალიან კარგია სირბილი, ძალიან კარგი  🙂

Read Full Post »

ყველაფერი შუაზე გაიყო, დრო, საქმეები, მოვლენები, ანდრიას ძილამდე და ანდრიას ძილის შემდგომ. ჩვენ ისევ აჩქარებულ რიტმში ვაგრძელებთ გაზრდას, ამასობაში ჩახუთული ზაფხული გავიდა და შემოდგომა დაიწყო.

მეორე დღეა ერი ციკლონს ელოდება. ნოტიო და გრილი ჰაერის მასები კი ნამდვილად გამოჩნდა და მეც თბილი წინდები ამოვიცვი, ანდრიას ლეიბზე გავგორდი იატაკზე და ვცდილობ რაღაც მოვასწრო მის ძილში. ერი ასეთი მიდრეკილი თუ იყო თვითგანადგურებისკენ ამას არ ველოდი, ორი დღეა გულამოსკვნილი ითხოვს ციკლონს, მეტეორს და სტიქიას. მე კი ვბრაზდები, იმიტომ რომ ასეთი უგუნური ადამიანებით დასახლებული ქვეყანა ვართ.

ახალი რეჟიმი გვაქვს ორშაბათიდან, ზუსტად ათ საათზე ვიძინებთ და დილით ანდრიას გაღვიძებას ვასწრებთ, თან ვვარჯიშობთ (დავრბივართ).

მართლა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა 10 საათზე დაძინება, უფრო მეტი ენერგია გაქვს და ისე სწრაფად აღარ იღლები. ეს წესი, როგორც წმიდათაწმიდა კანონი ისე უნდა გადავაქციოთ და არავის და არაფერს მივცეთ მისი დარღვევის საშუალება.

დღეს 5 სექტემბერია, გარეთ გრილი და ნოტიო ჰაერის მასები ერთმანეთს ეხლებიან, ბავშვი დაქანცული იყო და მშვიდი ძილით დაიძინა. ყველაფერი წესრიგშია.

დღეს ჩემი ბლოგის დაბადების დღეა. 4 წლის გახდა ❤

პ.ს ასე მგონია ჩვენს ოჯახში ქმრის და შვილის შემდეგ, ის ერთ-ერთი გამორჩეული წევრია.

Read Full Post »

%d bloggers like this: