Feeds:
Posts
Comments

Archive for May, 2015

ბავშვებს ძინავთ. გარეთ წვიმს, მთელი კვირაა წვიმს, მაგრამ თუ გარეთ არ გადიხარ სასიამოვნოც კია. ყოველ გაზაფხულზე ვწერ, რომ ლამაზი ბოტები არ მაქვს და რომ, აუცილებლად ვიყიდი. კიდევ ერთხელ გამახსენდა.

ეხლა უკვე 50 კგ  ვარ. 50 . განგაშის ზარებს შემოვცხე. მეტყვით, ძაან ნორმალური წონაა და ძალიანაც გიხდებაო , მაგრამ მე ვერ ვგრძნობ თავს კომფორტულად. მაპატიეთ, მაგრამ ისე უფრო მირჩევნოდა, 45 კგ რომ ვიყავი, ლავიწის ძვლები რომ მქონდა ამოყრილი, თვალები ჩაცვენილი და ჩალურჯებული, ყველა ქვედაბოლო რო მომწონდა ჩემს ტანზე, “დაჟე” ჩემი ფეხებიც რომ მომწონდა და თავსაც უფრო ჰაეროვნად, რომ ვგრძნობდი 🙂

არადა, ბავშვებს ღონიერი დედა ჭირდებათ და სადღაა სინატიფის და ლავიწზე ყურების დრო 🙂 აბაზანაში შესვლაზეც კურთხევებს ვიღებს. ძნელია დედობა? აი, სულაც არ არის ძნელი. ეს მეორე რაც გაჩნდა, უფრო გაიოლდა და მოწესრიგდა ყველაფერი, უფრო მეტად შევიკარით ერთ გუნდად, უფრო მეტად დავხეტიალობთ სადღაც-სადღაც ერთად, უფრო მეტად ვიკიდებთ რაღაცებს ფეხებზე, უფრო მეტად ვხვდებით რომ ამ ბავშვების გაზრდაში ბევრი რამე ძალიან სასიამოვნოა და უნდა ვეცადოთ ყოველი წამი და ყოველი წუთი დავიმახსოვროთ. უბრალო პროცედურაც კი ძალიან სასიამოვნოა. საღამოს აბაზანის და მასაჟის დროს, ბრაზიანად რომ  აყვირდება ეგეც კი სასიამოვნოდ გვეჩვენება, გვეცინება ასე პაწაწინა რომ არის და ასეთი ძლიერი ინსტიქტი რომ აქვს გადარჩენის. ხელში აყვანის დროს ისე ჩაგავლებს ხელს თმებში, რომ ძაანაც რომ გინდოდეს ხელიდან ვერ გააგდებ 🙂 ისიც, უნდა ითქვას როგორ ვიღლებით. მკვდრებივით მივეყრებით საწოლზე და ვითიშებით.

–  ოოოო, როგორ მიყვარს ეს ანასტასიები – გამოაცხადებს ხოლმე ანდრია და გადააფარებს ხელს სახეზე, მერე მე მომბაძავს და მუცელზე დაუწყებს კოცნას იმის იმედით, რომ გააცინოს. ეს გოგო კი სულ იცინის და სულ ხითხითებს.

11268129_1007299492615948_1206946683_n

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: