Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘აკო’

ხვალ მოთოვსო, მე კიდე ხვალ ამიტყდა წასვლა. მთელი დღე გასული ერთი წლის შემაჯამებელ პოსტზე ვფიქრობ და გონებაში ვწერ, მაგრამ ახლა გადვწყვიტე რომ ჯერ უნდა წავიდე,მერე უნდა მოვიდე და მაშინ დავწერო. დღეს საკმაოდ დაღლილი ვარ შემაჯამებელი პოსტისთვის. უტამ მკითხა ერთი დღის გამო წახვედიო ქუთაისშიო, გაუკვირდა ეს ერთ დღიანი გამოქცევა. რა ვქნა ვერ გაიგებს, რომ ვუთხრა ფანჯრები მქონდა გასწამენდითქო. ჰო, მთელი დილა ფანჯრებს ვწმენდდი და მკლავები დამაწყდა. მე ყველაფერს უკუღმა ვაკეთებ, ხალხი ახალი წლის წინა დღეებში წმენდს ფანჯრის მინებს, მე ახალი წლის დადგომის შემდეგ. ყველაფერს ინდივიდუალური განწყობა ჭირდება:)

წვიმს აქ საშინლად, მომაბეზრებლად და შეჩვეულივით ვარ ასეთ ამინდებს, მაგრამ მაინც ძაან მომბეზრდა წვიმა. ხვალ მოთოვსო ამბობენ და მეც დარწმუნებული ვიყავი მოთოვდა. შობას თოვლი იქნება. შობას დედა შუშანიკს ვნახავ, მანამდე ვნახავ უტას,  სადგურ “ოკრიბას” პაემანი ხვალაც არ ამცდება.

დედაჩემი მიხვდა ჰერპესების გამოჩენის მიზეზს, მამაჩემს მოვატყუე, მარის ისედაც ვუთხარი. დედაჩემსაც ვუთხარი და გაეცინა. რა ვქნა სასტიკად მეზარება ტყუილები.

ახლა ისე ვუზივარ კომპს, როგორც ზაფხულობით და გავიყინე.

დედა შუშანიკს ვენატრები. მეც მენატრება. რა კაია შობა ბედიანში.

აკოზე მინდა კიდე დაწერა. ამ ბოლო დღეებში ვხვდები, რომ ვერც ის გადამიყვარებს და ვერც მე გადავიყვარებ. შეიძლება ხშირად ვიჩხუბოთ და შეიძლება უმიზეზოდ არ გავცეთ ხმა ერთმანეთს, მაგრამ მაინც ისეა, როგორც უნდა იყოს. დედაჩემმაც თქვა, რომ არ შეიძლება ასე მოქცევა. მაგრამ იცი რა არის? ახალი წლის დღეებში, მეგონა მომილოცავდა და რომ არ მომილოცა, ამაზეც გავბრაზდი. მერე არც მე მივულოცე. :ბოღმა: დღეს ველაპარაკე . რადიოში ჩემს დღეებში იმუშავებს. რო ჩამოვალ ბედიანიდან, ავალ სახლში მაგასთან, მაგის საყვარელ პუფში ჩავჯდები და დაუკითხავად რო მივადგები, არა მგონია სახლიდან გამომაგდოს. გილოცავ აკო. ახლა თუ კითხულობ ამ ნაწერს, გეტყვი რომ იმ კვირაში პრესის სახლის კიბეებზე რო შეგხვდი, რო გაგვეცინა ორივეს და რო მკითხე როგორ ხარ შოო, ძაან მომინდა შენთან ერთად ყავის დალევა. შენზე დაწერაც მინდა რაღაცეების,მაგრამ მე ხომ ფანტაზიის უნარი არ მაქვს, ამირომ ვერ ვფუთავ, ისე როგორც საჭიროა. ხვალ დილით რვის ნახევარზე რადიოში რო ახვალ და მუშაობას დაიწყებ, მე ისევ თბილისი-ქუთაისის მარშუტკაში ვიქნები და რაღაც სიმღერების გაშვებას მოგთხოვ. ზესტაფონამდე მოგისმენ, მერე ცოტას ახრიალდება “ძველი ქალაქი” და მერე ჩემს უმსგავს სიმღერებს მოვუსმენ.

წავედი ეხა თორემ უტა იეჭვიანებს.

Advertisements

Read Full Post »

”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა დავამატო,რადგან ყოველ ვიქენდზე ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.შაბათ შუადღეზე გაითიშება და ორშაბათამდე ინტერნეტ სამყაროს ვემშვიდობები.ეს ქუთაისური ინტერნეტის დამახასიათებელი თავისებურებანია.უტამაც ასე მითხრა,ეს რაღაც ახალი ქუთაისური მოვლენააო.ჰო ზუსტად ასე ხდება.ვერ ვიტყვი,ინტერნეტი რომ მქონოდა ბლოგს გადავაკვდებოდი და პოსტების წერაში გავატარებდი დღეებსთქო,მაგრამ ძალიან ბევრი საქმის გაკეთბას რომ ვერ შევძლებდი ეს უკვე ვიცი.ვიდებოდი კომპთან და ამტკივდებოდა ხერხემალი და წელი,რომელიც ამ ბოლო დროს შესამჩნევად მაწუხებს.ზუსტად არ ვიცი,რომელი მაწუხებს უფრო მეტად,მაგრამ ეგ კია,რომ ძალიან მალე მეღლება წელი.

ასე რომ მადლობა  ”ახალ ქსელებს”,რადგან შევძელი ამ შაბათ-კვირას დამეწერა გადაცემის პროექტი,რომელსაც სახელი ვერაფრით ვერ დავარქვი.მთელი თვეა სახელს ვუტრიალებ და ვერაფერს ვიფიქრებ საინტერესოს.აბა,მართლა ”მიკროტალღურ ღუმელს” ხომ არ დავარქმევ? არ ვიცი რა ვქნა,აკო გამებუტა,ყოველშემთხვევაში,სახლში დაგირეკავო და აღარ დაურეკია,არადა მასაც ჩემნაირად აქვს ამ პროექტზე უფლებები და ვალდებულებები.ასე რომ,დღეს კიდევ ერთხელ მომიწევს შეძახება,რომ მესტუმროს და გადაცემის სახელი მოვიფიქროთ.მარტო ეს დარჩა.არადა რა კარგი იყო ”ფორთოხალი”,რა მარტივი და რა კარგად დასამახსოვრებელი…:(

ეს დღეებია ბედნიერი ვარ,არა წელიწად ნახევარია ყოველდღე ბედნიერი ვარ,მაგრამ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე,ყოველ თვეში,იმ ავად სახსენებელი კრიტიკული დღეების დროს,მეც მივადგები კარს ჩუმად და ვტირი,სხვამ რომ არ გაიგონოს.არადა ჩუმად ტირილს არანაირი მუღამი აქვს.მე ხმამაღლა ტირილები მევასება,ღრიალში რომ გადამდის.ამ დღეების მანძილზე,კიდევ უარესად შემიყვარდა უტა,კიდევ თავ- პირს ვიმტვრევ მასზე ფიქრის დროს,ათასნაირ რომანტიკულ მელოდრამებს ვდგამ,უამრავს ვკოცნი და მისი სუნიდან ვერ ამოვდივარ,ანუ კისრიდან,ანუ ყელიდან.მოკლედ უსაშინლესად კარგად ვარ,რომ არა ეს საშინელი პმს-ი.ანუ სულ რომ მეღრიალება და სულ რომ მეღნავილება.ყველა წინადადებაზე,რომ მეტირებინება…დედა მაკრინეს ნაჩუქარ წიგნს ვკითხულობ,დაბადების დღეზე მაჩუქა,ანტონ სუროჟელის ინტერვიუებია,რომელიც  ბიბისის ეთერში გადიოდა.ქართულად კი გამომცემლობა ”სიესტამ” დაბეჭდა. ვკითხულობ და ისეთი კაია,მინდა ყველამ წაიკითხოს.მარიმ მინდა წაიკითხოს ძაან,დედაჩემმა,მირანდამაც მინდა,მაგრამ მირანდა ამჯერად ჰარი პოტერს კითხულობს და თავის დიდ დროს ”თვითშთაგონებას” უთმობს,არ სვამს ჩიყვის თუ რაღაცის საწინააღმდეგო წამლებს და გონია,რომ ეს თვითშთაგონება სიბნელეში,განკურნავს ჩიყვისგან.კიდე ვინ მინდა,რომ წაიკითხოს ეს წიგნი?რავიცი,მამაჩემი ასეთ სულიერ ლიტერატურას არ კითხულობს. მე კიდე უტას მინდა წავუკითხო,თითონაც წაიკითხავს,მე რომ დავამთავრებ მაგრამ რა ვქნა მე მინდა რომ ვუკითხო,ჩემი ხმით,მისი თავი რო მედოს კალთაში და რო მისმენდეს.რა გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ..ჰიიჰ..ერთ დროს მე ვკითხულობდი მამა ელიზბარს მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალს და უფლისწულს და მათხოვარს და მიკვირდა როგორ შეიძლება,სხვისი წაკითხულიდან გაიგო რამეთქო.(მამა ელიზბარი მომენატრა:()

დღეს ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავს  იზეიმებენ გერმანიაში.დიდი ქვეყნის ლიდერები დღეს ბერლინში მოიყრიან თავს,და ამ დღეს ვისღა ახსოვს ედუარდ შევარდნაძე:)ისე ბავშვობაში  არაფრით  მჯეროდა,რომ შევარდნაძეს რამის დანგრევა შეეძლო.დიდი დრეა გერმანელებისთვის მოკლედ.

მე რა მინდა დღეს? უსაქმური ვარ და მინდა არაფერი ვაკეთო,მაგრამ დღეს ჩემი სიზარმაცის 23 წლის კედელთან ბრძოლას ვიწყებ და იქნებ მეც შევძლო,ამ კედლის დანგრევა:)მორჩა ნახევარი დღეებით ცხოვრება და თავის გაფრთხილებაზე ზრუნვა.დღეიდან თავდაუზოგავობაზე გადავდივარ.მე ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ვაიმე რამხელა დემაგოგობაა ასე დილადრიან…:(

ადრე ვყვებოდი მენაგვეებზე,ტომ სვიპზე და მოხუც მენაგვე ქალზე,ისე ვყვებოდი უბრალოდ,ცოტათი კი მეცოდებოდნენ,მაგრამ რა საწყლები არიან ეს კარგად არ მიგრძვნია.დილით,როცა რადიოში ადრიანად გამოვდივარ,სულ ვაკვირდები იმ სიბნელეებს გარეთ რაც არის,ხან კიდევ ასე დილადრიან სიგარეტის სუნი მაღიზიანებს,ხან ხმამაღლად ჩართული სიმღერები,რომლებიც მარშუტკებიდან მოისმის,მერე საცხობს გავხედავ,ის აბეზარი კაცი ხომ არ ზის იმ პურის მარშუტკაში,თავიანთ  საძაგელ გამოუმცხვარ პურს რომ დაატარებს აქეთ-იქით და ყველას თვალს,რომ აყოლებს.ჯოხმა რომ ჩაიაროს კაბიანმა,იმასაც გააყოლებს თვალს.ვერ ვიტან ასეთ კაცებს,გულს მირევენ და ყოველთვის ვაგინებ,ანდა შემიგინებია ხოლმე:)არც ეს მეპურე არის გამონაკლისი,ამასაც დაატყდა ჩემი რისხვა,თავისი მოურიდებელი მზერებისთვის.(თუ კითხულობ,არ იეჭვიანო,გთხოვ:)ჰოდა იმას ვყვებოდი,რომ დილიდან უამრავი ადამიანი თავიანთ საქმეზე მიეშურება,რაღაცას აკეთებს,ან კარგად ან ცუდად,ზოგი მძღოლია,ზოგი გამყიდველი,ზოგიც რადიოწამყვანი,ზოგიც მენაგვე. ჰოდა სიბნელეში,ნაგვით გაძეძგილ ტომრებთან თუ ტომრებში იჯდა,ის მენაგვე ქალი,მოხუცი და მიჭუჭკნული და მე აღმომხდა ”უფალოოო”.ასეთი რაღაც პირველად ვთქვი,არც ვიცოდი ღმერთისგან რას მოვითხოვდი,ან რას ვერჩოდი.მგონი უფრო ვერჩოდი დილიდან და ნაწყენი,საყვედურნარევი და სასოწარკვეთილი ტონით ვადანაშაულებდი რაღაცაში. ვერჩოდი იმის გამო,რომ ეს მოხუცი და გადამწლეული,დამჭკნარ ხელებიანი მოხუცი,თავის ნაგვის ტომრებში იყო მიკუჭნული. რატოა ასეთქო ამას ვეკითხებოდი საყვედურნარევი ხმით. თან პირველად მივმართე ასე: ”უფალო”.

ამ ბოლო დროს აღარ მაწუხებს სამარშრუტო ტაქსებში სიგარეტის სუნი…მარის დაუწერია სადღაც,ყველას რომ ჩემი დისნაირი  შეყვარებული ჰყავდესო,მწეველი გოგოები აღარ იქნებოდაო:):):)

”ნიკო ნერგაძემ გადახედა პრესის ამბებს.ბოლო ერთი საათის განმავლობაში ისმენდით რადიო თავისუფლების და მისი პარტნიორი რადიოების დილის პროგრამას ”დღეს დილით”,ლაპარაკობს რადიო თავისუფლებას.

გადაცემას  უნდა მივხედო.

Read Full Post »

გუშინდელი დღის გამო,ჯერ ჩემი თავის მრცხვენია და მერე დანარჩენი ყველასი.ხანდახან ძაან იდიოტურად ვიქცევი და ასე,რომ არ მოვიქცე,აზრზე არ ვარ რა დამემართება.შეიძლება,არც არაფერი დამემართოს,მაგრამ ასე უნდა გავახურო.შიგადაშიგ მჭირდება ასეთი გიჟური გამოვლინებები.

მთელი დღეა სახლში ვარ,თუ იმას არ ჩავთვლი,რო დილით წირვაზე მივფორთხდი და მერე იქედანაც გამოვფორთხდი და მას მერე ვწევარ და ვწევარ.ახლა წამომიარა,აკოს დავურეკავ და სადმე გავალთ მეთქი,მაგრამ სანამ აკოს დავურეკავდი,გადავიფიქრე.ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტია რას ვიზამ,შეიძლება შუაღამეს წამომიაროს და სასეირნოდ წავიდე მარტო.

ვფიცავ,დღეს აღარ ვიტირებ.აბსოლიტურად არაფერი არ მაქვს სატირალი და მეც რატო უნდა დავიგლიჯო ნერვები და თვალის უპეები,ამით უნდა დამთავრდეს ამ კვირაში ჩემი მაზოხისტობა.უტა მიყვარს,არ მინდა რამეს შევადარო,როგორ მიყვარს და არ მინდა ვთქვა,რა დამემართება ის რომ არ მყავდეს,მაგრამ ჩემი თავის ამბავი რომ ვიცი,კარგი არაფერი დამემართება.

მარტო აღმოვჩნდით მე და დედაჩემი სახლში.მარი თავის დაქალთან  წავიდა,მირანდა მამაჩემთან სახლში.ხოდა დიდებულია ასეთი სიმარტოვე.ცოტა გვიან რამე სასიამოვნო ფილმს ჩავუჯდები და გვიანობამდე,ანუ გათენებამდე.დილით ისედაც 6-ზე უნდა ავმდგარიყავი და აღარ დამჭირდება წუწუნი და ნერვების მოშლა.ასე უფრო ჯობია.

აკო დარეგისტრირდა ხელმეორედ ფეისბუქზე და რაღაცეებში ვარკვევდი,მე კიდე ძალიან მომწყინდა.

რაღაცნაირი მულტფილმია,შემცივდა რო ვუყურე.ფეხები გამეყინა,ისე შემცივდა.ასეთი რაღაცეების ნახვის მერე,ჩემს თავს ვატყობ,რომ მომენტალურად ვნაზდები:)თან ოსკარით არის აღნიშნული:)

უამრავი რაღაცის დაწერა მინდა,მაგრამ არაფერი არ გამომდის.და ზუსტად ვიცი ამას კაიხანს ვერ მოვახერხებ.

დავლევდი ლუდს და მოვწევდი.

Read Full Post »

სამშაბათ საღამოს,ტრადიციულად სულ მე ვარ რადიოში.დღესაც მე ვიყავი დილით და გუშინაც,კარგი დილები მქონდა,როცა დილით რვის ნახევრამდე ვასწრებ და ვღეჭავ კევს:) (მარის გამო არ დავწერ იმ სიტყვას რასაც ძაან ახირებულად ვეძახი ”ზუვაჩკას”)ჰოდა იმ დღეს ყველაფერი შედარებით კარგად გამოდის,კარგად ნავარჯიშევი ენით,ბევრ შეცდომებსაც აღარ ვუშვებ,სწარაფად ვლაპარაკობ და სუნთქვაშიც მშვენივრად გამოვიყურები.

დილით სტუდიაში შუქი გადაიწვა,არაფრად არ ჩამიგდია,ახლა კი რომანტიკული სიბნელე მაქვს სტუდიაში:) და აზრზე არ ვარ ვინ შეიძლება გააკეთოს.Фото0811

აქ ვარ საშიში,მარიმ გადამიღო დილით,მუშაობას,რომ  მოვრჩი.კიდევ კარგი უტა ვერ მხედავს დილის 6-ზე,რას ვგავარ,როგორ გაჭირვებით ვდგები და მივბანდალებ ჩასაცმელად.ისე საყვარელი დასანახი მაინც ვიქნები:)ძაან მიყვარს ჩემი თავი.

დღეს ვარ ძაან ბედნიერი,ძაან უბედნიერესი,ჯვარი მწერია,ისე კარგად ვარ.მიყვარს უტა,ძაან მიყვარს,ეგ რო არ მყავდეს,არ ვიცი რა მეშველებოდა:(დღეს რაღაცეები ცუდიც გავაკეთე,მაგრამ რადგან ვიცი უტა ჩემს გვერდითაა,ყველაფერი კარგად იქნება ,ამაში დარწმუნებული ვარ.ჰოდა ამიტომ არც მოხრილი დავდივარ და არც წარბშეკრული,ასე დავდიოდი ადრე ,როცა სულაც არ ვიყავი ბედნიერი.ანტონს როცა ვნახულობ,სულ მახსენებს ძველ დროს,როცა თურმე სულ დაღლილი და გათიშული დავდიოდი და ჩემი ეს გადაღლილობა  ჩემს მუშაობის სტილზეც აისახებოდა.მოკლედ იმ დროს ადამიანად არ ვვარგოდი,ვიყავი მაგრად საცემი და ფეხებით დასაკიდებელი.დიდიხანია ყველაფერი შეიცვალა და ეს ყველაფერი კი უტას დამსახურებაა.

2 წუთი დარჩა გადაცემის დაწყებამდე,რადიო ”თავისუფლების” რეტრანსლაციაა ჯერ ჩვენს ტალღაზე,მერე მეც დავიწყებ მუშაობას.რადიო ”თავისუფლება” ბავშვობას მახსენებს,როცა მამაჩემი ღამით უსმენდა და მეც ძალიან მიყვარდა ამ რადიოს მოსმენა.ახლაც დიდი სიამოვნებით ვუსმენ.უკვე დიდი დრო გავიდა იმ ასაკიდან,როცა სახლში რადიოს ვუსმენდი,ღამეებს ვათენებდი წამყვანის მუშაობის დამთავრებამდე,მერე მთელი ღამით ყურში მრჩებოდა ყურთსასმენები და დილით საშინელი მუცლის ტკივილი მაღვიძებდა და ისევ რადიოს ვუსმენდი.მახსოვს ფორტუნა პლიუსის წამყვანი დათო,რომ წავიდა რადიოდან,ლამის გლოვა გამოცხადდა,საშინლად დამწყდა გული,მეგონა დიდი უბედურება დატრიალდა,ვფიქრობდი :”ნეტა სად წავიდა დათო?ნეტა აღარ დაბრუნდება?ვინ იქნება მის მაგივრად”..მეცინება დღეს ამაზე:)მერე ეს fm-ური ემოციები,ერთი ქართული მოთხრობის და ერთი გერმანული პიესის წაკითხვის შემდეგ დამიბრუნდა და მივხვდი,რომ რადიო რაღაც უბრალო რამე არ არის და ხშირად ძალიან ბევრი ადამიანი არის ჩამოკიდებული მასზე.ეს მოთხრობა სანდრო კაკულიას მოთხრობაა,ახლა ზუსტად სახელს ვერ ვიხსენებ,”ლიტერატურული პალიტრა” ბეჭდავდა ნაწყვეტებით და მეც ასე გაგრძელებებით ვკითხულობდი,იქაც წამყვანს დათო ერქვა,რომელიც რადიოდან წამოვა იმის გამო,რომ იქნებ შეძლოს და გუგულის ბუდეს გადაუფრინოს,კუბაში მიდის,შემდეგ კი იქაური შთაბეჭდილებებით  ავსებული ბრუნდება თბილისში,სადაც ისეთივე ძველებური სიტუაციაა,როგორიც დატოვა,ისევ მოღალატე სულები,ისევ სიმდიდრეს დახარბებული გოგონები.მოკლედ ეს მოთხრობა ძალიან მიყვარდა.თუმცა იმ გმირ გოგოს საერთოდ არ ვგავარ მგონი,მიუხედავად იმისა რომ მეც მიყვარდა რადიო:)მიყვარს და სულ მეყვარება.

აღარ მახსოვს რადიოში რამდენი წელია ვარ,მაგრამ ის ვიცი რომ უკვე დიდიხანი გავიდა.მე ეს სისუსტე მჭირს,ვერაფრით ვიხსენებ,რომელ წელს დავამთავრე  სკოლა,რომელ წელს ჩავაბარე უნივერსიტეტში,როდის დავამთავრე,როდის შემოიჭრა თემურ ლენგი და ასეთი წლებთან დაკავშირებული ფაქტები,არ მახსოვს ის წელი,როდის გარდაიცვალა ბებიაჩემი და ბიძაჩემი,ხანდახან გარდაცვალების დღეც არ მახსოვს,მაგრამ მახსოვს ძალიან მტკივა რომ არ არიან და წლებს საერთოდ არ ვითვლი,რადგან რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს ყოველთვის ამტკივდებიან ორივე.

კიდე რადიო არის ძალიან მაგარი რამე,რომელიც ძალიან ხშირად შენს კუნძულს გაპოვნინებს და მერე იქ ცოტახნით შეკეტილი შეძლებ რეაბილიტაციას და გარეთ გამოსულს ქვეყანა ისეთი შემზარავი აღარ გეჩვეება,როგორიც მართლაა სინამდვილეშია(რა გაუკუღმართებული წარმოდგენა მაქვს მაინც ცხოვრებაზე:)

მოვიდა აკო,კაი ხანია არ მინახავს,გამიხარდა.მანამდე მომწერა :”დაო შენ მუშაობ დღეს?ამოვალ,მომენატრე რა”.გამიხარდა,დიდიხანია არ მინახავს.მოიტანა ეკლერები და ყავები,ერთი ცალი ეკლერი ვჭამე და ზუსტად და ცხადად ვიგრძენი,რომ უკვე თავის დამშვიდება იმით,რომ ”აღარ ვსუქდები” არ შეიძლება და დროა რამე დიეტას შევუდგე და ვარჯიშებიც დავიწყო.უტასაც ვუთხარი დღეს,რომ მივიღე გადაწყვეტილება ვარჯიშების შესახებ.აუცილებელიაო ზუსტად ასე თქვა:) თან როგორც იცის ისე საყვარლად თქვა.

აკოს რამე იდეა,რომ გაუჩნდება მოდის და ასე მოკრძალებულად იწყებს:”აუ დაო,რაღაც სლეობას ვფიქრობ და ვთქვაა?” ასე იცის ხოლმე,მერე მე შევაგულიანებ თქვი მეთქი:)ჰოდა ასე აფრქვევს იდეებს.ნუ იდეების გენერატორია:)

რაც შეეხება ”დაოს”,ამას მეძახი კაი ხანია და ასე მარტო ეგ მეძახის,გადაწყვიტა რომ მე მისი და ვარ:)ერთხელ მართლა სერიოზულად გაბრაზდა,ყველა შოს გეძახის,არადა პირველად მე გეძახდიო შოსო,და მერე ასე გადამარქვა და მეძახის დაოს:)უტა არ მეძახის შოს,მარტო უტა არ მეძახის,არც მინდა რო დამიძახოს.ერთხელ მითხრა და იმის მერე ვთხოვე აღარ მითხრა მეთქი.უტასთვის შორენი ვარ,ისე საყვარლად ამბობს ამას,სხვას ვერაფრით ავიტან.ვტკბები როცა მეძახის ასე შ ო რ ე ე ნ :*

მერე დავწერ პოსტს მეგობრებზე,ან უმეგობრობაზე,სულ რამდენიმე მეგობარი შემომრჩა და ალბათ ისინი შემომრჩა,რომლებიც უნდა შემომრჩენოდნენ.ეს არ ვიცი,რამდენად კაია.მაგრამ რაღაც ეტაპზე ბევრი რამ იცვლება და ეს ძაან კარგად გავიაზრე,ხშირ შემთხვევაში ნომინალური ურთიერთობები გრჩება,მაგრამ სხვა რაღაც ენაცვლება.ჩემთანაც ბევრი ასეთი რამ მოხდა.

Read Full Post »

%d bloggers like this: