Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ანტონ სუროჟელი’

”ნიკო ნერგაძემ გაგაცნოთ ახალი ამბები,ლაპარაკობს რადიო თავისუფლება”.ეს დროა,ანუ როცა მე მუშაობას დროებით ვწყვეტ და რადიო ”თავისუფლება” გვერთვება პარტნიორ რადიოებს და მეც ამ დროს გავდივარ,ვიდუღებ ყავას,მერე ისევ შემოვდივარ სტუდიაში და ვხსნი ნიუ პოსტის ფანჯარას.ამას მარტო ამ დროს ვახერხებ,როცა ვმუშაობ.უთბილესად ვარ სტუდიაში,ელექტრო ღუმელი მაქვს ფეხებთან მორთხმული და ვფიქრობ იმაზე,როგორ უხარისხოდ ვატარებ შაბათ-კვირას ჩემს ცხოვრებაში.უხარისხობასთან ერთად შაბათ-კვირას,უინტერნეტობაც უნდა დავამატო,რადგან ყოველ ვიქენდზე ეს ტრადიციად ჩამოყალიბდა.შაბათ შუადღეზე გაითიშება და ორშაბათამდე ინტერნეტ სამყაროს ვემშვიდობები.ეს ქუთაისური ინტერნეტის დამახასიათებელი თავისებურებანია.უტამაც ასე მითხრა,ეს რაღაც ახალი ქუთაისური მოვლენააო.ჰო ზუსტად ასე ხდება.ვერ ვიტყვი,ინტერნეტი რომ მქონოდა ბლოგს გადავაკვდებოდი და პოსტების წერაში გავატარებდი დღეებსთქო,მაგრამ ძალიან ბევრი საქმის გაკეთბას რომ ვერ შევძლებდი ეს უკვე ვიცი.ვიდებოდი კომპთან და ამტკივდებოდა ხერხემალი და წელი,რომელიც ამ ბოლო დროს შესამჩნევად მაწუხებს.ზუსტად არ ვიცი,რომელი მაწუხებს უფრო მეტად,მაგრამ ეგ კია,რომ ძალიან მალე მეღლება წელი.

ასე რომ მადლობა  ”ახალ ქსელებს”,რადგან შევძელი ამ შაბათ-კვირას დამეწერა გადაცემის პროექტი,რომელსაც სახელი ვერაფრით ვერ დავარქვი.მთელი თვეა სახელს ვუტრიალებ და ვერაფერს ვიფიქრებ საინტერესოს.აბა,მართლა ”მიკროტალღურ ღუმელს” ხომ არ დავარქმევ? არ ვიცი რა ვქნა,აკო გამებუტა,ყოველშემთხვევაში,სახლში დაგირეკავო და აღარ დაურეკია,არადა მასაც ჩემნაირად აქვს ამ პროექტზე უფლებები და ვალდებულებები.ასე რომ,დღეს კიდევ ერთხელ მომიწევს შეძახება,რომ მესტუმროს და გადაცემის სახელი მოვიფიქროთ.მარტო ეს დარჩა.არადა რა კარგი იყო ”ფორთოხალი”,რა მარტივი და რა კარგად დასამახსოვრებელი…:(

ეს დღეებია ბედნიერი ვარ,არა წელიწად ნახევარია ყოველდღე ბედნიერი ვარ,მაგრამ ამ წელიწად ნახევრის მანძილზე,ყოველ თვეში,იმ ავად სახსენებელი კრიტიკული დღეების დროს,მეც მივადგები კარს ჩუმად და ვტირი,სხვამ რომ არ გაიგონოს.არადა ჩუმად ტირილს არანაირი მუღამი აქვს.მე ხმამაღლა ტირილები მევასება,ღრიალში რომ გადამდის.ამ დღეების მანძილზე,კიდევ უარესად შემიყვარდა უტა,კიდევ თავ- პირს ვიმტვრევ მასზე ფიქრის დროს,ათასნაირ რომანტიკულ მელოდრამებს ვდგამ,უამრავს ვკოცნი და მისი სუნიდან ვერ ამოვდივარ,ანუ კისრიდან,ანუ ყელიდან.მოკლედ უსაშინლესად კარგად ვარ,რომ არა ეს საშინელი პმს-ი.ანუ სულ რომ მეღრიალება და სულ რომ მეღნავილება.ყველა წინადადებაზე,რომ მეტირებინება…დედა მაკრინეს ნაჩუქარ წიგნს ვკითხულობ,დაბადების დღეზე მაჩუქა,ანტონ სუროჟელის ინტერვიუებია,რომელიც  ბიბისის ეთერში გადიოდა.ქართულად კი გამომცემლობა ”სიესტამ” დაბეჭდა. ვკითხულობ და ისეთი კაია,მინდა ყველამ წაიკითხოს.მარიმ მინდა წაიკითხოს ძაან,დედაჩემმა,მირანდამაც მინდა,მაგრამ მირანდა ამჯერად ჰარი პოტერს კითხულობს და თავის დიდ დროს ”თვითშთაგონებას” უთმობს,არ სვამს ჩიყვის თუ რაღაცის საწინააღმდეგო წამლებს და გონია,რომ ეს თვითშთაგონება სიბნელეში,განკურნავს ჩიყვისგან.კიდე ვინ მინდა,რომ წაიკითხოს ეს წიგნი?რავიცი,მამაჩემი ასეთ სულიერ ლიტერატურას არ კითხულობს. მე კიდე უტას მინდა წავუკითხო,თითონაც წაიკითხავს,მე რომ დავამთავრებ მაგრამ რა ვქნა მე მინდა რომ ვუკითხო,ჩემი ხმით,მისი თავი რო მედოს კალთაში და რო მისმენდეს.რა გამოუსწორებელი რომანტიკოსი ვარ..ჰიიჰ..ერთ დროს მე ვკითხულობდი მამა ელიზბარს მარკ ტვენის ტომ სოიერის თავგადასავალს და უფლისწულს და მათხოვარს და მიკვირდა როგორ შეიძლება,სხვისი წაკითხულიდან გაიგო რამეთქო.(მამა ელიზბარი მომენატრა:()

დღეს ბერლინის კედლის დაცემის 20 წლისთავს  იზეიმებენ გერმანიაში.დიდი ქვეყნის ლიდერები დღეს ბერლინში მოიყრიან თავს,და ამ დღეს ვისღა ახსოვს ედუარდ შევარდნაძე:)ისე ბავშვობაში  არაფრით  მჯეროდა,რომ შევარდნაძეს რამის დანგრევა შეეძლო.დიდი დრეა გერმანელებისთვის მოკლედ.

მე რა მინდა დღეს? უსაქმური ვარ და მინდა არაფერი ვაკეთო,მაგრამ დღეს ჩემი სიზარმაცის 23 წლის კედელთან ბრძოლას ვიწყებ და იქნებ მეც შევძლო,ამ კედლის დანგრევა:)მორჩა ნახევარი დღეებით ცხოვრება და თავის გაფრთხილებაზე ზრუნვა.დღეიდან თავდაუზოგავობაზე გადავდივარ.მე ჩემი მაქსიმუმი უნდა გავაკეთო. ვაიმე რამხელა დემაგოგობაა ასე დილადრიან…:(

ადრე ვყვებოდი მენაგვეებზე,ტომ სვიპზე და მოხუც მენაგვე ქალზე,ისე ვყვებოდი უბრალოდ,ცოტათი კი მეცოდებოდნენ,მაგრამ რა საწყლები არიან ეს კარგად არ მიგრძვნია.დილით,როცა რადიოში ადრიანად გამოვდივარ,სულ ვაკვირდები იმ სიბნელეებს გარეთ რაც არის,ხან კიდევ ასე დილადრიან სიგარეტის სუნი მაღიზიანებს,ხან ხმამაღლად ჩართული სიმღერები,რომლებიც მარშუტკებიდან მოისმის,მერე საცხობს გავხედავ,ის აბეზარი კაცი ხომ არ ზის იმ პურის მარშუტკაში,თავიანთ  საძაგელ გამოუმცხვარ პურს რომ დაატარებს აქეთ-იქით და ყველას თვალს,რომ აყოლებს.ჯოხმა რომ ჩაიაროს კაბიანმა,იმასაც გააყოლებს თვალს.ვერ ვიტან ასეთ კაცებს,გულს მირევენ და ყოველთვის ვაგინებ,ანდა შემიგინებია ხოლმე:)არც ეს მეპურე არის გამონაკლისი,ამასაც დაატყდა ჩემი რისხვა,თავისი მოურიდებელი მზერებისთვის.(თუ კითხულობ,არ იეჭვიანო,გთხოვ:)ჰოდა იმას ვყვებოდი,რომ დილიდან უამრავი ადამიანი თავიანთ საქმეზე მიეშურება,რაღაცას აკეთებს,ან კარგად ან ცუდად,ზოგი მძღოლია,ზოგი გამყიდველი,ზოგიც რადიოწამყვანი,ზოგიც მენაგვე. ჰოდა სიბნელეში,ნაგვით გაძეძგილ ტომრებთან თუ ტომრებში იჯდა,ის მენაგვე ქალი,მოხუცი და მიჭუჭკნული და მე აღმომხდა ”უფალოოო”.ასეთი რაღაც პირველად ვთქვი,არც ვიცოდი ღმერთისგან რას მოვითხოვდი,ან რას ვერჩოდი.მგონი უფრო ვერჩოდი დილიდან და ნაწყენი,საყვედურნარევი და სასოწარკვეთილი ტონით ვადანაშაულებდი რაღაცაში. ვერჩოდი იმის გამო,რომ ეს მოხუცი და გადამწლეული,დამჭკნარ ხელებიანი მოხუცი,თავის ნაგვის ტომრებში იყო მიკუჭნული. რატოა ასეთქო ამას ვეკითხებოდი საყვედურნარევი ხმით. თან პირველად მივმართე ასე: ”უფალო”.

ამ ბოლო დროს აღარ მაწუხებს სამარშრუტო ტაქსებში სიგარეტის სუნი…მარის დაუწერია სადღაც,ყველას რომ ჩემი დისნაირი  შეყვარებული ჰყავდესო,მწეველი გოგოები აღარ იქნებოდაო:):):)

”ნიკო ნერგაძემ გადახედა პრესის ამბებს.ბოლო ერთი საათის განმავლობაში ისმენდით რადიო თავისუფლების და მისი პარტნიორი რადიოების დილის პროგრამას ”დღეს დილით”,ლაპარაკობს რადიო თავისუფლებას.

გადაცემას  უნდა მივხედო.

Advertisements

Read Full Post »

%d bloggers like this: