Feeds:
Posts
Comments

Posts Tagged ‘ბათუმი’

ჩემი ორდღიანი მივლინება დღეს დილიდან დაიწყო. დილის შვიდის ნახევარზე მაღვიძარას ზარმა დაუყოვნებლად წამომახტუნა, დიდხანს აღარ გამიჭიანურებია. ჩვენ გვაქვს ტრაგიკული გამოთხოვება ერთმანეთთან, უფრო მე, ყველაფერს ვისუნთქავ მისას, ყელს, თვალებს, კისერს, შუბლს, ცხვირს, ყველაფერს ვიმახსოვრებ. რა საშინელებაა წასვლა, თუნდაც ორი დღით, ნეტა როდის შევეშვები ამ ტრაგიკულ გამოხტომებს.

ბათუმში საღამოა და სითბო, არ ვიცი შეიძლება  მე მომეჩვენა ასე, პრესკაფეში ვზივარ და ყურადღებას არ ვაქცევ, რაღაც ფილმს უჩვენებენ. დამდაგველი მგზავრობის შემდეგ, ჰაერს და სიგრილეს ეხლაც თავდაუზოგავად ვეწაფები. კიდევ კარგი, მოწევა შეწყვიტეს…

ირგვლივ სინაცრისფრეა. რა უნდა დამხვედროდა არ ვიცი, პრინციპში ისე წამოვედი, რომ არაფერზე მიფიქრია, მთავარია არ გავყინულიყავი, მარტო ამას ვფიქრობდი. ვიმგზავრე გაღიზიანებულ მოქალაქეებთან  და ზოგ მხიარულ მექორწილესთან ერთად. ხალხი გაღიზიანებულია, საშინლად გაღიზიანებული, მგონი მეც იგივე მჭირს. დღეიდან, უნდა ვეცადო ყველაფერი გამოვასწორო, აი თუნდაც ამისთვის მჭირდებოდა აქ წამოსვლა, ესეთი სიტუაციები საკუთარ თავის კარგ რაკურსში დანახვას აიოლებს. ობიექტივივითაა, საიდანაც შეიძლება დააკვირდე კადრი როგორი გამოვა. ისე კი, მირჩევნოდა, სადმე სოფელში წავსულიყავი, არც საუზმიანი სასტუმროს ძებნა მომიწევდა და საერთოდაც, თავს მშვენივრად ვიგრძნობდი, ვინმე ცხელ რძეს თუ დამალევინებდა. მოკლედ, ასე მე მართლაც საშინლად  უმადური ადამიანი ვარ, სულ ვწუწუნებ და ხალხს ვღლი.

ბათუმელ ტაქსისტზე, კი სანამ ორი კვირა არ გავა იქამდე ვიფიქრებ. გაუბედურებულ და უნდობლობით დაღლილ კაცზე, რომელსაც ეგონა, რომ  “მიშას” ჩამოვყევით  და სასტუმრომდე, ამას გვეკითხებოდა, ვერაფრით დავაჯერეთ, რომ ასე არ იყო. მოკლედ, ამიტომაც მინდა სადმე გადაკარგვა, ცხელი რძე, გემრიელი ბლინები და შუადღით მოხარშული ხორცი. საერთოდ, ყველაფრისგან გამოთიშვა მინდა, ყველანაირი ჩართულობისგან ამორთვა და მხოლოდ, საკუთარ თავში თუხთუხი, არადა თითქოს რა იოლია ამ ყველაფრისგან გარიდება, მძიმე სოციუმისგან დროებით გარიყვა.

ეს ფილმიც მალე დამთავრდება და დასაძინებლად წავალთ, შეიძლება ჩემმა მეწყვილემ სეირნობა მოინდომოს, ნეტა არ მოინდომოს რა. რაღაც, მომენტში ჩემი ძვირფასი ამბები ამომკენკეს დღეს და გათიშული ვარ. არა, არასოდეს უნდა მოუყვე ვინმეს, თუნდაც არც თუ ისე ამბები, რაც არ უნდა საყვარელი ცნობისმოყვარეობით გეკითხებოდნენ, მაგრამ მე კაცთმოთნე ვარ და უარის თქმა ვერ შევძელი, შეიძლება ის ამბები მისთვის არაფერს ნიშნავს და რაც, უფრო სწრაფად გადაყრის მეხსიერების სანაგვეზე, მე უფრო მაწყობს, ჩემი ამბები ისევ მე დამიბრუნდება.

კეთილად, ბრძანდებოდეთ!:)

Read Full Post »

პარასკევს ცოტა გვიანობამდე შემოვრჩი სამსახურში, რაღაც ვიდეოები იყო ასატვირთი და თან რაღაცას ვწერდი, მერე უტას გავუარე. ძვლივს წავლასლასდი იქამდე. ძაან მძიმე დღე არ ყოფილა, მაგრამ მაინც არ ვფიქრობდი რომ განსატვირთავად ბოლოს კინოში აღმოვჩნდებოდი. ბოლო შემთხვევის მერე, როდესაც ჩემი გათიშულობის გამო, საათი ამერია და რაღაც ფილმზე ვეღარ შევედით, კინოს გაგონება აღარ მინდოდა.

მოკლედ წავლასლასდით  ამირანისკენ . ბოლო დროს სადღაც წავიკითხე, ვიღაც ბლოგერი წერდა მაგრად ვიცინეო ამ ფილმზე (გაქცევა ვეგასიდან) და რო მახსენდება სულ მეცინებაო და ეს სიტყვები საკმარისი აღმოჩნდა, რომ არაკინომოყვარულს ამ ფილმზე მომნდომებოდა შესვლა. ხოდა არც მინანია. ეგ იყო ხშირად ვხედავდი უტას დაბღვერილ სახეს და გაკვირვებული მეკითხებოდა (წინა რიგში მჯდომ ბავშვზე) ამას რა უნდა აქო, მე კი ძაან მეზარებოდა თქმა, რომ თუ ვიღაცის ბავშვი უყურებს ასევე ვიღაც ქალის დიდ ძუძუებს და ამაზე რეაქცია არავის აქვს, შენც ნუ გექნებათქო. ხოდა ძაან გავერთე. უტას არ მოსწონს რეალისტური კომედიები, მე კიდე ძაან მომეწონა და ყველა გადაღლილ ადამიანს, რომელსაც ცოტა რელაქსაცია და გართობა სჭირდება, ამ ფილმზე ვუწევ რეკომენდაციას.

ამ ფილმის მერე ვიჯექით ელვისში და დიდხანს ვკამათობდით იმაზე, რომ არის თუ არა ისეთი სამსახური ძნელი და ცუდი, როგორიც ადამს ჰქონდა, მე კიდე ვუთხარი, რომ თუ კარგად გადამიხდიდნენ დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი ცოტა ხანს და ამაზე ნერვები მოეშალა.

პარასკევ საღამოსვე, სანამ კინოში  წავიდოდი ძალიან ლამაზი კაბა ვიყიდე, ნუ უტამ მიყიდა, იმიტომ რომ ჯერჯერობით სრულიად ჯიბე და საფულე გამოფხეკილი დავდივარ და რამდენიმე მხრიდან ველოდები ფინანსურ მხარდაჭერას:)ხოდა ისეთი კაბაა, მარტო ბათუმში და კიდევ სხვაგან რომ უნდა ჩაიცვა:) მანამდე კი ეს ნაცრისფერ ყვავილებიანი და ლამაზ გულისპირიანი კაბა დაელოდება ჩემს ”ბათუმს”.

შაბათ-კვირა იყო მოსაწყენი. მცხელოდა და ვერაფერს ვაკეთებდი. მაკლია მუსიკა, გარუჯვა და ულიმიტოდ ძილი.

კარგა ხანია ვერაფერს ვკითხულობ.

Read Full Post »

%d bloggers like this: